Nuk
კარვიდილი / Carvidil


შემადგენლობა
ძირითადი ფიზიკო-ქიმიური მახასიათებლები:
6,25 მგ-იანი ტაბლეტი_ მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, მოყვითალო ფერის, მუქი ყვითელი ჩანართებით, ერთ მხარეს გამყოფი ხაზით.
12,5 მგ-იანი ტაბლეტი _ მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, ღია ვარდისფერი, მუქი ვარდისფერი ჩანართებით, ერთ მხარეს გამყოფი ხაზით.
25 მგ-იანი ტაბლეტი _ მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, თეთრი ფერის, ერთ მხარეს გამყოფი ხაზით.

შემადგენლობა. 
1 ტაბლეტი შეიცავს 6,25; 12,5 ან 25 მგ კარვედილოლს. 
დამხმარე ნივთიერებანი. ლაქტოზას მონოჰიდრატი (Pharmatose 90M), მიკროკრისტალური ცელულოზა (Avicel PH 102), კროსპოვიდონი (Polyplasdone XL), სილიციუმის კოლოიდური ორჟანგი, უწყლო (Aerosil 200), მაგნიუმის სტეარატი, რკინის ყვითელი ოქსიდი E 172(6,25 და 12,5 მგ-იან ტაბლეტებში), რკინის წითელი ოქსიდი E 172 (12,5 მგ-იან ტაბლეტებში).

ჩვენებები
არტერიული ჰიპერტენზია, სტენოკარდია, გულის ქრონიკული უკმარისობა (დიურეზულებთან, დიგოქსინთან და აგფ-ინჰიბიტორებთან ერთად).

მიღების წესები და დოზები
შიგნით მისაღებად, სითხის საკმარისი ოდენობის მიყოლებით. 
არტერიული ჰიპერტენზიისას _ 12,5 მგ ერთხელ დღეში პირველი ორი დღის განმავლობაში, შემდეგ _ 25 მგ დღეში ერთხელ, დოზის შესაძლო თანდათანობითი გაზრდით, სულ მცირე, 2 კვირის ინტერვალით მაინც. მაქსიმალური დოზა 50მგ ერთჯერადათ ან ორ მიღებაზე.
სტენოკარდიისას _ 12,5 მგ ერთხელ დღეში პირველი ორი დღის განმავლობაში, შემდეგ _ 25 მგ დღეში 2-ჯერ (მაქსიმუმი _ 100 მგ-მდე, გაყოფილი ორ მიღებაზე). 
გულის ქრონიკული უკმარისობისას (სათითურას პრეპარატებით, დიურეზულებით და ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებით შერჩეული მკურნალობის ფონზე) _ იწყებენ 3,125 მგ-დან 2-ჯერ დღეში 2 კვირის განმავლობაში, შემდეგ (კარგი ამტანობის შემთხვევაში) ამ დოზას ზრდიან 6,25 მგ-მდე 2-ჯერ დღეში, შემდეგ _ 12,5-25 მგ-მდე 2-ჯერ დღეში (85 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის დროს მაქსიმალური დოზა შეადგენს 25 მგ-ს 2-ჯერ დღეში; 85 კგ-ზე მეტი მასის დროს კი _ 50 მგ-ს 2-ჯერ დღეში). თუ მკურნალობა წყდება 2 კვირაზე მეტი ხნით, მაშინ მისი განახლება იწყება ისევ 3,125 მგ დოზის შემდგომი მატებით.

გვერდითი მოვლენები
ნერვული სისტემის მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუხვევა, სინკოპალური მდგომარეობა, კუნთების სისუსტე (უფრო ხშირად, მკურნალობის დასაწყისში), ძილის დარღვევა, დეპრესია, პარესთეზიები. 
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ბრადიკარდია, ორთოსტატური ჰიპოტენზია, სტენოკარდია, AV ბლოკადა, იშვიათად _ 'ხანგამოშვებითი' კოჭლობა, პერიფერიული სისხლმიმოქცევის ოკლუზიური სახის მოშლილობანი, გულის უკმარისობის პროგრესირება. 
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: პირის სიმშრალე, გულისრევა, მუცლის ტკივილები, დიარეა ან ყაბზობა, ღებინება, 'ღვიძლის' ტრანსამინაზების აქტივობის მომატება. 
სისხლმბადი ორგანოების მხრივ: თრომბოციტოპენია, ლეიკოპენია. 
შარდის გამომყოფი სისტემის მხრივ: თირკმლის ფუნქციის მძიმე დარღვევები, შეშუპებები. 
ალერგიული რეაქციები: კანის ალერგიული რეაქციები (ეგზანთემა, ჭინჭრის ციება, ქავილი, გამონაყარი), ფსორიაზული გამონაყარის გამწვავება, ცემინება, ცხვირის დაცობა, ბრონქოსპაზმი, ქოშინი (წინასწარგანწყობილ პაციენტებში) სხვა: გრიპისმაგვარი სინდრომი, ტკივილები კიდურებში, ცრემლის გამოყოფის შემცირება, სხეულის მასის ზრდა.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა.
გულის დეკომპენსირებული უკმარისობა (ΙV ფუნქციური კლასი NYHA-ს მიხედვით), II და III ხარისხის AV ბლოკადა, გამოხატული ბრადიკარდია, სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი, კარდიოგენური შოკი. არტერიული ჰიპოტენზია (სისტოლური არტერიული წნევა 85 მმ ვწყ. სვ.-ზე ნაკლები).
ღვიძლის უკმარისობა.
ბრონქული ასთმა.
ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი.
ბავშვთა და მოზარდთა ასაკი 18 წლამდე (არაა დადგენილი უსაფრთხოება და ხმარების ეფექტურობა).
სიფრთხილით იხმარება ბრონქოსპაზმური სინდრომის, ქრონიკული ბრონქიტის, ფილტვების ემფიზემის, პრინცმეტალის სტენოკარდიის, დიაბეტის ან ჰიპოგლიკემიის, ჰიპერთირეოზის, პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებების, ფეოქრომოციტომის, დეპრესიის, მიასთენიის, ფსორიაზის, თირკმლის უკმარისობის დროს. 
თუ თქვენ გაქვთ რომელიმე ზემოჩამოთვლილი დაავადება აცნობეთ ექიმს მკურნალობის დაწყებამდე!
სიფრთხილე
სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში, რომლებიც ხმარობენ კონტაქტურ ლინზებს (ცრემლდენის შემცირების გამო).
მოხსნა უნდა განხორციელდეს თანდათანობით ('მოხსნის' სინდრომის განვითარების თავიდან ასაცილებლად), რამოდენიმე დღის განმავლობაში (განსაკუთრებით, ავადმყოფებში გულის იშემიური დაავადებით). სინათლეზე შენახვისას შესაძლებელია ტაბლეტების ფერის შეცვლა. შეიძლება შეინიღბოს თირეოტოქსიკოზისა და ჰიპოგლიკემიის სიმპტომები. პედიატრიულ პრაქტიკაში კარვედილოლის გამოყენების კლინიკური გამოცდილება არ მოიპოვება. ქირურგიული ჩარევის აუცილებლობის შემთხვევაში ანესთეზიოლოგი უნდა იყოს გაფრთხილებული კარვედილოლით ჩატარებული მკურნალობის შესახებ. მკურნალობის ფონზე გულის უკმარისობის პროგრესირებისას უნდა გავზარდოთ დიურეზულების დოზა, თირკმლების უკმარისობისას დოზას არეგულირებენ თირკმლების ფუნქციურ მდგომარეობასთან დამოკიდებულებაში. მკურნალობის პერიოდში უნდა გამოირიცხოს ეთანოლის მოხმარება.

განსაკუთრებული მითითებები
თუ პრეპარატის მიღების დროს აღინიშნება დაღლილობა ან თავბრუსხვევა არ შეიძლება სატრანსპორტო საშუალებების და მექანიზმების მართვა.
პაციენტებმა ლაქტოზის აუტანლობით უნდა იცოდნენ, რომ 1 ტაბლეტი შეიცავს 50მგ (6.25მგ ტაბლეტი), 100მგ (12.5მგ ტაბლეტი) და 200მგ (25მგ ტაბლეტები) ლაქტოზას.
თუ პაციენტს დაავიწყდა დროზე კარვიდილის მიღება, იგი მან დაუყონებლივ უნდა მიიღოს. თუ ახლოვდება შემდეგი დოზის მიღების დრო, დოზა არ ორმაგდება. საჭიროა გაგრძელდეს პრეპარატის მიღება დანიშნულებისამებრ, ჩვეული ინტერვალებით.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: არტერიული წნევის გამოხატული შემცირება (სისტოლური წნევა _ 80 მმ. ვწყ. სვ. და უფრო ქვემოთ), ბრადიკარდია (50 ნაკლები წუთში), სუნთქვითი ფუნქციის მოშლა (მათ შორის, ბრონქოსპაზმი), გულის უკმარისობა, კარდიოგენული შოკი, გულის გაჩერება. 
მკურნალობა: კარდიოტონური საშუალებები, გულ-სისხლძარღვთა სისტემისა და სუნთქვის ორგანოთა სისტემის, ასევე თირკმლების ფუნქციის მონიტორინგი. 
ჭარბი დოზირებისას დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს!

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
იგი აძლიერებს ინსულინისა და სულფონილშარდოვანას წარმოებულების (ერთდროულად ნიღბავს ან ასუსტებს რა ჰიპოგლიკემიის სიმპტომების გამოხატვას, ამცირებს რა ღვიძლის გლიკოგენის დაშლას გლუკოზამდე), ჰიპოტენზიური პრეპარატების (ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორების, თიაზიდური შარდმდენების, ვაზოდილატატორების) მოქმედებას. სიფრთხილით ხმარობენ ანტიარითმიულ პრეპარატებთან (მატულობს ბრადიკარდიისა და მიოკარდიუმის დათრგუნვის რისკი) და კალციუმის ნელი არხების ბლოკატორებთან ერთად: მატულობს ბრადიკარდიისა და AV ბლოკადის რისკი (დილთიაზემი), მძიმე ჰიპოტენზიისა და გულის უკმარისობის რისკი (ნიფედიპინი და შესაძლოა ნისოლდიპინი), ასისტოლია, მძიმე ჰიპოტენზია და გულის უკმარისობა (ვერაპამილი). ამ პრეპარატების ინტრავენური შეყვანა უკუნაჩვენებია კარვედილოლით მკურნალობის ფონზე. პრეპარატი ზრდის დიგოქსინის შემცველობას სისხლის შრატში. საგულე გლიკოზიდებთან ერთად შასაძლოა გამვითარდეს AV ბლოკადა და ბრადიკარდია. სისტემური საანესთეზიო საშუალებები აძლიერებენ მის უარყოფით ინოტროპულ და ჰიპოტენზიურ ეფექტებს. ფენობარბიტალი და რიფამპიცინი აჩქარებენ მეტაბოლიზმს და ამცირებენ კარვედილოლის კონცენტრაციას პლაზმაში. მიკროსომული დაჟანგვის ინჰიბიტორები (ციმეტიდინი) აძლიერებს მის ეფექტს. დიურეზულები და ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები აძლიერებენ კარვიდილის ჰიპოტენზიურ ეფექტს. 
პრეპარატით მკურნალობის დაწყებამდე შეატყობინეთ ექიმს იმ პრეპარატებზე, რომელსაც იღებთ!

შენახვის პირობები და ვადები
სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე. 
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას! 
შენახვის ვადა: 5 წელი
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებულ ვადის გასვლის შემდეგ!

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაცემის რეჟიმი: რეცეპტით).

სად შევიძინოთ?