კარნიფოლი / Carnifol


შემადგენლობა

კარნიფოლის 10 მლ შეიცავს:
L-კარნიტინი - 1,3 გრ
აცეტილ-L-კარნიტინი - 0,7გრ
ფოლიუმის მჟავა - 800 მკგ

ფარმაკოლოგიური თვისება:

-კარნიტინი და აცეტილ -კარნიტინი

კარნიტინი ბუნებრივი, ვიტამინისმაგვარი ნივთიერებაა,  წარმოადგენს მეტაბოლური პროცესების კო-ფაქტორს. ახორციელებს გრძელჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების ტრანსპორტს ციტოპლაზმიდან მიტოქონდრიაში, სადაც მიმდინარეობს მათი β- დაჟანგვა, რის შედეგადაც ენერგია ატფ-ის სახით. აწესრიგებს ცილოვან და ცხიმოვან ცვლას, თრგუნავს კეტომჟავების წარმოქმნას, ამცირებს ანაერობულ გლიკოლიზს, ამცირებს გლიკოგენის მოხმარებას და ზრდის გლიკოგენის რეზერვს ღვიძლსა და კუნთებში. აცეტილ-ლ-კარნიტინი კარნიტინის ახალი, ბიოლოგიურად აქტიური, მაღალი ბიოშეღწევადობის მქონე ფორმაა. იგი გადალახავს ჰემატოენცეფალურ ბარიერს და მონაწიელობს აცეტილქოლინის სინთეზში. მონაწილეობს CoA/CoASH-ის ბალანსის დაცვაში, აფერხებს  ტოქსიური მეტაბოლიტების წარმოებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს უჯრედის მემბრანის დაზიანება. ამციროს ტრიგლიცერიდების და ქოლესტერინის დონეს, აფერხებს ოქსიდაციურ სტრესს.

ფოლიუმის მჟავა

ფოლიუმის მჟავა, იგივე ვიტამინი B9 წარმოადგენს B ჯგუფის წყალში ხსნად ვიტამინს და აუცილებელია ბიოსინთეზის ყველა რეაქციისათვის,  იგი წარმოადგენს კოფერმენტს,  რომელიც აუცილებელია მეგალობლასტების ნორმალური მომწიფებისა და ნორმობლასტების წარმოქმნისთვის. ფოლის მჟავა ასტიმულირებს ერითროპოეზის პროცესს, მონაწილეობს ამინომჟავების სინთეზში, ნუკლეინის მჟავების, პურინების, პირიმიდინების, ქოლინის ცვლაში. ფოლიმის მჟავა  მნიშვნელოვანი კომპონენტია ორგანიზმში ენდოგენური კარნიტინის სინთეზისათვის.

ჩვენება:
სხეულის მასის დეფიციტი და ზრდაში შეფერხება მოზარდებში 16 წლამდე
კარდიომიოპათია, მიოკარდიტი, გულის იშემიური დაავადება (სტენოკარდია, პოსტინფარქტული მდგომარეობა)
თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევა; ნევრასთენია; ტრავმული ენცეფალოპათია; მიოპათია
თირკმლის უკმარისობა; ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები
ქრონიკული ჰიპოაციდური გასტრიტი; ქრონიკული პანკრეატიტი; ღვიძლის დაავადებები
კარნიტინის პირველადი (გენეტიკური) და მეორადი დეფიციტი
თირეოტოქსიკოზის მსუბუქი ფორმა; დიაბეტი ტიპი 2; სიმსუქნე; ანორექსია
ანემიის პრევენცია და მკურნალობა
ქრონიკული დაღლილობის სინდრომი; მეხსიერების დაქვეითება; ხშირი ავადობა
მამაკაცთა/ქალთა  ინფერტილობა
ორსულობა; ნაყოფის ჰიპოქსია; ჰიპოტროფია
ანემიის პრევენცია და მკურნალობა
სისტემური დაავადებები (რევმატოიდული ართრიტი)
ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა სპორტსმენებში

 

მიღების წესი და დოზირება:

5 მლ (½  ფლაკონი) 1-2 ჯერ დღეში

 

უკუჩვენება:

მოცემული პროდუქტის გმოყენებისას გვერდითი ეფექტები არ გამოვლენილა.

მოერიდეთ მის გამოყენებას მასში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ არსებული მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.

სიფრთხილის ზომები:

შეინახეთ 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

არ გადააჭარბოთ რეკომენდებული დოზა. დანამატები არ შეიძლება ჩაითვალოს, როგორც ბალანსირებული კვების რაციონის და ჯანსაღი ცხოვრების წესი შემცვლელი. გადაჭარბებულმა  დოზამ შეიძლება გამოიწვიოს საფაღარათო მოქმედება.

 

შენახვის პირობები:

ინახება გრილ და მშრალ,  მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისგან დაცულ ადგილას.

გამოიყენეთ  შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის პერიოდის ამოწურვამდე.

 

გამოშვების ფორმა:

10 მლ მოცულობის #10 ფლაკონი გამყოფი ზოლით.

არ შეიცავს გლუტენ, გკუკოზას და ლაქტოზას.