კარდოვალი რითმო / Cardoval Ritmo


შემადგენლობა:

ერთი კაფსულის შემადგენლობა:

350 მგ კუნელის ნაყოფის ექსტრაქტი (Crataegus)

56,25 მგ მაგნიუმი (მაგნიუმის ოქსიდის სახით) (15% РСН*)

30 მგ ნივრის ექსტრაქტი (Allium sativum)

10 მგ მწვანე ჩაის ფოთლების ექსტრაქტი (Camellia sinensis)

2 მგ B6 ვიტამინი (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდის სახით) (143% РСН*)

1,1 მგ B1 ვიტამინი (თიამინის ჰიდროქლორიდის სახით) (100% РСН*)

*რეკომენდებული სადღეღამისო ნორმა

 

შემადგენლობა: კარდოვალი რითმო განკუთვნილია გულისა და სისხლის მიმოქცევისთვის. მის შემადგენლობაში შემავალი აქტიური ნივთიერებების კომბინაცია (კუნელის ნაყოფის ექსტრაქტი, მაგნიუმი, ნივრის ექსტრაქტი, მწვანე ჩაის ფოთლების ექსტრაქტი, B1 და B6 ვიტამინები) შედგენილია გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე მათი დადებითი მოქმედების შესაბამისად.

გარდა ამისა, აქტიური ნივთიერებებისთვის დამახასიათებელია სინერგიული მოქმედება, ანუ, თითოეული ნივთიერების ცალ-ცალკე გამოყენებასთან შედარებით, მათი კომბინაციაში მოქმედებისას ისინი იძლევიან უკეთეს შედეგს.

სამეცნიერო კვლევების დროს შერჩეული იყო აქტიური ნივთიერებები, რომლებიც ფლობენ ოპტიმალურ ზემოქმედებას გულზე და სისხლის მიმოქცევაზე. პროდუქტი კარდოვალი რითმოს ორიგინალური შემადგენლობა შემუშავებულია მათ საფუძველზე:

კუნელის ნაყოფის ექსტრაქტი (Crataegus)

ასტიმულირებს გვირგვინოვანი არტერიების და გულის კუნთის სისხლის მიმოქცევას. კუნელი ზრდის გულის შეკუმშვის სიძლიერეს, აწესრიგებს გულის კუმშვის სიხშირეს, შესაბამისად, იზრდება გულის გამოტყორცნა. ექსტრაქტი ხსნის   სიმძიმის და ზეწოლის შეგრძნებას გულის არეში, აწესრიგებს ძლიერ ან არითმიულ გულის კუმშვას, ამცირებს ქოშინს ფიზიკური დატვირთვის დროს. სისხლის მიმოქცევა ხდება სტაბილური, შედეგად იზრდება ფიზიკური ამტანობა.

მაგნიუმი

მაგნიუმი აუცილებელი ელემენტია ელექტროლიტური ბალანსის, კუნთების (მათ შორის, გულის კუნთის) აქტიურობის შესანარჩუნებლად ორგანიზმის მიერ ენერგიის მოხმარების პროცესში. ეს მინერალური საშუალება ხელს უწყობს სისხლძარღვების გლუვი ქსოვილის მოდუნებას, ადუნებს სისხლძარღვებს და ხელს   უწყობს ნორმალური არტერიული წნევის შენარჩუნებას. იქიდან გამომდინარე, რომ მაგნიუმი უზრუნველყოფს ჩონჩხის განივზოლიანი კუნთების მოდუნებას, მცირდება კუნთოვანი ტკივილი და კრუნჩხვები. მაგნიუმი ხელს უწყობს ნერვული სისტემის გაძლიერებას, რითითაც ზრდის მდგრადობას სტრესის მიმართ და აუმჯობესებს ძილის ხარისხს.

ნივრის ექსტრაქტი (Allium sativum)

ნიორში შემავალი აქტიური ნივთიერებები აინჰიბირებენ ქოლესტერინის სინთეზს ღვიძლში, შესაბამისად, უზრუნველყოფენ ქოლესტერინის დაბალი დონის შენარჩუნებას სისხლში. ხელს უწყობს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების რაოდენობის შემცირებას და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების რაოდენობის გაზრდას. ქოლესტერინის ნორმალური დონე სისხლში მნიშვნელოვანია სისხლძარღვების და გულის ფუნქციისთვის.

მწვანე ჩაის ექსტრაქტი (Camellia sinensis)

ძლიერი ანტიოქსიდანტია, შეიცავს ბიოფლავონოიდებს. ხელს უშლის თავისუფალი რადიკალების წარმოქმნას, ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში, აუმჯობესებს მეხსიერებას, აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს ცხიმების უტილიზაციას, ზრდის ფიზიკურ და გონებრივ შრომისუნარიანობას, კონცენტრაციის უნარს. პრეპარატი ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, ამიტომ, ფართოდ გამოიყენება სიმსუქნის სამკურნალოდ. კვლევებით დამტკიცებულია, რომ მწვანე ჩაის ექსტრაქტი ხელს უწყობს ცხიმების ,,დაწვას”.

B6 ვიტამინი (პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი)

მონაწილეობს ცილების და ამინომჟავების ცვლაში, ჰორმონების, ერითროციტების წარმოქმნაში, არეგულირებს უჯრედების დიფერენცირებას და რეპროდუქციას, აძლიერებს იმუნურ სისტემას.

B1 ვიტამინი (თიამინის ჰიდროქლორიდი)

მონაწილეობს ენერგიის ცვლის პროცესში ორგანიზმის ბევრ უჯრედში, მათ შორის, ნერვული სისტემაში და გულის კუნთში, ამიტომ, ხელს უწყობს ნერვული და გულის სისხლძარღვოვანი სისტემის ნორმალური ფუნქციონირების შენარჩუნებას.


ნაჩვენებია გულ-სისხლძარღვთა სისტემის გასაძლიერებლად.

გამოყენება: მოზრდილებში რეკომენდებულია 1 კაფსულა დღეში 1-ჯერ კვების დროს. 

არ უნდა მოხდეს რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.

შენახვის პირობები: ინახება მშრალ ადგილას, არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

შეფუთვა: 30 კაფსულა.