Nuk
კაპტოპრილი / CAPTOPRIL


შემადგენლობა

1 ტაბ.
კაპტოპრილი . . . . 12.5 მგ

1 ტაბ.
კაპტოპრილი . . . . 25 მგ

1 ტაბ.
კაპტოპრილი . . . . 50 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
მირკოკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზა, კარტოფილის სახამებელი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
კაპტოპრილი წარმოადგენს იმ პრეპარატების ჯგუფის ანტიჰიპერტენზიულ საშუალებას, რომლებიც ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბირების გზით იწვევენ სისხლძარღვების საერთო პერიფერიული წინააღმდეგობის შემცირებას, არტერიული წნევის დაწევასა და სისხლმიმოქცევის გაუმჯობესებას.

ფარმაკოკინეტიკა
კარგად და სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. საკვები აფერხებს პრეპარატის შეწოვის პროცესს. პრეპარატი მოქმედებას იწყებს ერთჯერადი დოზის გამოყენებიდან 15 წუთის შემდეგ; მაქსიმალური ანტიჰიპერტენზიული ეფექტი მიიღწევა 1-2 საათის შემდეგ და ნარჩუნდება 6-10 საათის განმავლობაში.

ჩვენებები
-არტერიული ჰიპერტონია (ყველა სტადია, როგორც მონოთერაპიის, ასევე სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში, მაგალითად, თიაზიდების ჯგუფის დიურეზულ საშუალებებთან, კალციუმის ანტაგონისტებთან), ჰიპერტონული კრიზები;
-სისხლმიმოქცევის ქრონიკული შეგუბებითი უკმარისობა (შარდმდენი პრეპარატებითა და გლიკოზიდებით მკურნალობის მიმართ რეზისტენტობის მქონე ავადმყოფებში);
-მარცხენა პარკუჭის დისფუნქცია გულის მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ;
-გულის იშემიური დაავადება;
-ინსულინდამოკიდებული დიაბეტის მქონე ავადმყოფებში დიაბეტური ნეფროპათიის პროგრესიის თავიდან აცილების მიზნით;

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი გამოიყენება ექიმის დანიშნულების მიხედვით!
დოზების შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, რაც დამოკიდებულია სამკურნალო საშუალებაზე ინდივიდუალურ რეაქციაზე.
სამკურნალო საშუალება გამოიყენება ჭამამდე 1 საათით ადრე.
ჩვეულებრივ, კაპტოპრილი გამოიყენება შემდეგი სქემის მიხედვით:
მოზრდილები:
არტერიული ჰიპერტონიის მკურნალობა - 
საწყისი დოზა შეადგენს 12,5 მგ - 25 მგ, გამოიყენება დღეში 2-ჯერ.
ორკვირიანი შუალედით დასაშვებია ამ დოზის გაზრდა მაქსიმალურ დოზამდე 150 მგ/დღეში, გამოიყენება 50 მგ დღეში 3-ჯერ.
- ჰიპერტონული კრიზი - 
სამკურნალო საშუალება გამოიყენება სუბლინგვალურად 25 მგ დოზით.
საჭირო დონემდე წნევის დაწევის შემდეგ გრძელდება წინა ჰიპოტენზიური მკურნალობა.
- სისხლმიმოქცევის უკმარისობა - 
მკურნალობა იწყება მცირე დოზებით 6,25 მგ - 12,5 მგ, გამოიყენება დღეში 2-3-ჯერ. დოზა იზრდება თანდათანობით, საჭიროების შემთხვევაში, მაქსიმალურ დოზამდე, რომელიც ჩვეულებრივ არ აღემატება 75-100 მგ/დღეში, დღეში გამოიყენება 25 მგ 3-ჯერ ან 4-ჯერ.
-დიაბეტური ნეფროპათიისას I-ტიპის შაქრიანი დიაბეტის მქონე ავადმყოფებში -
სადღეღამისო დოზა შეადგენს 25 მგ/დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა 6 კვირა.
- მიოკარდიუმის ინფარქტისას, ავადმყოფებში, რომლებსაც უტარდებოდათ მკურნალობა 
ფიბრინოლიზური საშუალებებით-
მკურნალობა იწყება ფიბრინოლიზური მკურნალობიდან 2 დღის შემდეგ, დოზა- კაპტოპრილის 18,75 მგ დღეში.
თირკმელების უკმარისობის მქონე ავადმყოფებში მკურნალობის დასაწყისში გამოიყენება ზემოთ რეკომენდებულზე მცირე დოზები, და, ძირითადად, გამოყენებებს შორის უფრო ხანგრძლივი ინტერვალით; ეფექტის მიღებისას, სამკურნალო საშუალება გამოიყენება მინიმალური, ეფექტური დოზებით, რომლებიც დადგენილია ინდივიდუალურად.
გამოყენება პედიატრიაში
ვინაიდან, პრეპარატის გამოყენება ბავშვებში საფუძვლიანად არ არის შესწავლილი, სამკურნალო საშუალება გამოიყენება მხოლოდ სხვა პრეპარატების არაეფექტურობის შემთხვევაში.
მკურნალობა იწყება ძალიან მცირე დოზებით, რაც ჩვეულებრივ შეადგენს:
-ახალშობილები - ერთჯერადად სხეულის წონის 0,05 - 0,1 მგ/კგ, საჭიროების შემთხვევაში დღეში 3-ჯერ (ყოველ 8 საათში). დასაშვებია ერთჯერადი დოზის გაზრდა სხეულის წონის 0,5 მგ/კგ-მდე და დღის განმავლობაში მაქსიმალურად 4-ჯერ გამოყენება (ყოველ 6 საათში).
-ძუძუს ასაკის და უფროსი ბავშვები - ერთჯერადად სხეულის წონის 0,3 მგ/კგ. დასაშვებია ამ დოზის თანდათანობითი ზრდა სხეულის წონის 3 მგ/კგ-მდე/დღეში.

გვერდითი მოვლენები
მკურნალობის პერიოდში შეიძლება განვითარდეს: -ალერგიული რეაქცია კანის მხრიდან (გამონაყარი, ქავილი, კანის ჰიპერემია, ჭინჭრის ციება, ფოტოსენსიბილიზაცია), ასევე ვაზომოტორული შეშუპება (ზედა სასუნთქ გზებში განვითარების შემთხვევაში არის საშიში) -დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრიდან (ღებინება, მადის უქონლობა, გემოვნების დარღვევა ან შესუსტება, პირის სიმშრალე) -ხველა -გულ-სისხლძარღვთა დარღვევები (არტერიული წნევის ორთოსტატული დაწევა, განსაკუთრებით, შარდმდენ პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას, ტაქიკარდია) -დარღვევები ჰემოპოეზის სისტემის მხრიდან (ნეიტროპენია, უფრო იშვიათად, აგრანულოციტოზი), განსაკუთრებით კი თირკმელების უკმარისობის და სისხლძარღვოვანი კოლაგენოზების მქონე ავადმყოფებში
-წყალ-ელექტროლიზური წონასწორობის დარღვევა, ჰიპერკალიემია (განსაკუთრებით, თირკმელების უკმარისობის მქონე ავადმყოფებში), ჰიპონატრიემია (განსაკუთრებით, დიურეზულების ერთდროული გამოყენებისას და ნატრიუმის მცირე შემცველობის დიეტის დაცვისას)
ეს სიმპტომები შექცევადია დოზის შემცირების ან მკურნალობის შეწყვეტის შემთხვევაში. ორსულობის პერიოდში კაპტოპრილის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს განვითარების მძიმე დარღვევები, ასევე, ნაყოფის სიკვდილი.

უკუჩვენება
სხვა უკუჩვენებები მომატებული მგრძნობელობა კაპტოპრილის ან ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის სხვა ინჰიბიტორების მიმართ, ჰემოპოეზის სისტემის დარღვევა, თირკმლის მთავარი არტერიის სტენოზი (ერთმხრივი ან ორმხრივი), დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან, ლაქტაციის პერიოდი და იმუნოლოგიური დაავადებები.
სამკურნალო საშუალება გამოიყენება სიფრთხილით:
-თირკმელების უკმარისობის მქონე ავადმყოფებში (საჭიროა დოზის შემცირება)
-65 წელზე უფროსი ასაკის პაციენტებში სისხლის მიმოქცევის მძიმე უკმარისობის დროს 
-შემაერთებელი ქსოვილის დაავადებების დროს
-ელექტროლიტური წონასწორობის მძიმე დარღვევებისას
-პროტეინურიის დროს, 1გ-ზე მეტი დღეღამეში
-ღვიძლის პირველადი დაავადების მქონე ავადმყოფები, რომლებიც ერთდროულად გადიან მკურნალობას ისეთი პრეპარატებით, რომლებიც ამცირებენ ორგანიზმის იმუნოლოგიურ რეაქციებს (მაგალითად, კორტიკოსტეროიდები, ციტოსტატიკები, ანტიმეტაბოლიტები), ალოპურინოლით, ლითიუმის პრეპარატების პროკაინამიდომილით.
-არ გამოიყენება პაციენტებში, რომელთა ჰემოდიალიზის დროს გამოიყენებოდა 
პოლიაკრილნიტრილები და პოლისულფონური ჰემოფილტრები, შესაძლებელია განვითარდეს ალერგიული რეაქციები
-გულის უკმარისობის მქონე პაციენტებმა თავი უნდა აარიდონ ინტენსიურ ფიზიკურ დატვირთვას
-საჭიროა თავის არიდება მომატებული ოფლიანობისა და სითხის კარგვისაგან, ხოლო ინტენსიური გულისრევის ან დიარეის განვითარებისას, საჭიროა ექიმის კონსულტაცია.
-ყელის ტკივილისას ან სხეულის ტემპერატურის მომატებისას საჭიროა ექიმის ინფორმირება (მოცემული სიმპტომები შეიძლება იყოს ნეიტროპენიის განვითარების პირველადი ნიშნები)
-არ არის რეკომენდებული სამკურნალო საშუალების გამოყენების თვითნებური შეწყვეტა, ხოლო სხვა პრეპარატების გამოყენების თაობაზე საჭიროა ექიმის ინფორმირება.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატი არ გამოიყენება ორსულობის (პრეპარატი ტოქსიკურად მოქმედებს ნაყოფზე) და ლაქტაციის პერიოდში.
-ორსულობისას ან ორსულობის დაგეგმვისას, მკურნალობის მეთოდის შეცვლის მიზნით, საჭიროა ექიმის კონსულტაციის მიღება

განსაკუთრებული მითითებები
ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მოძრავი მექანიზმების მომსახურების უნარზე
პრეპარატის გამოყენება არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მოძრავი მექანიზმების მომსახურების უნარზე. გვერდითი ეფექტების განვითარების შესაძლებლობის გათვალისწინებით, პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა უსაფრთხოების ზომების მიღება.

ჭარბი დოზირება
პრეპარატის ჭარბი დოზის და ჰიპოტონიის განვითარების შემთხვევაში გამოიყენება ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის ინფუზია ვენაში. სისხლის პლაზმიდან კაპტოპრილის გამოყოფა შესაძლებელია ჰემოდიალიზის დახმარებით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ჰიპერკალიემიის განვითარების საშიშროებასთან დაკავშირებით, დაუშვებელია კაპტოპრილის გამოყენება სისხლში კალიუმის დონის კონტროლის გარეშე, კალიუმის შემნახველ დიურეზულებთან და სხვა ისეთ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც სისხლის პლაზმაში ზრდიან კალიუმის კონცენტრაციას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ჰიპერკალიემია.
კაპტოპრილის მოქმედებას ზრდის სხვა ანტიჰიპერტენზული პრეპარატების გამოყენება და ნატრიუმის შეზღუდული მოხმარება, ხოლო არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები კაპტოპრილის მოქმედებას ასუსტებენ.
კაპტოპრილი ზრდის ლითიუმის კონცენტრაციას სისხლში, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლის სიმპტომების განვითარება.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე მშრალ და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

სად შევიძინოთ?