Nuk
ბრონქოდიაზინა C.R. / Bronquidiazina C.R.


წამლის ფორმა: სუსპენზია

 

შემადგენლობა:  

7.5 მლ-ზე

2.5 მლ-ზე

ტრიმეტოპრიმი (...)                

80 მგ

26.7 მგ

სულფამეტოქსაზოლი (...)

400 მგ

133.3 მგ

ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდი (...)

4 მგ

1.3 მგ

ნატრიუმის ბენზოატი

250 მგ

83.3 მგ

ტოლუს ბალზამის სიროფი

325 მგ

108.3 მგ

ტოლუს ბალზამის სიროფი

325 მგ

108.3 მგ

 

დამხმარე ნივთიერებები:  გლიცერინი (E422), საქაროზა, ქსანტანი, ნატრიუმის საქარინი, მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E218), პოლისორბატი 80, პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E216), დიმეთილპოლისილოქსანის აქაფების საწინააღმდეგო ნივთიერებები, ანისულის ესენცია, წყალი

ფარმაკოლოგიური მოქმედება: ტრიმეტოპრიმი, სულფამიდის, სულფამეტოქსაზოლის და დიამინოპირიმიდინის კომბინაციასთან ერთად წარმოადგენს  სხვადასხვა დაავადებების გამომწვევ მრავალ პათოგენზე მოქმედ ეფექტურ საშუალებას. ბრონქიდიაზინა C.R. -ს ბრომჰექსინის შემცველობის წყალობით გააჩნია ბრონქიალური სეკრეციის გამათხიერებელი ეფექტი, რის შედეგადაც იოლდება სქელი ბრონქული სეკრეტის ამოხველა და სუნთქვა.  ნატრიუმის ბენზოატის და ტოლუს ბალზამის სიროფის კომბინაციას აქვს დამარბილებელი და ამოსახველებელი ეფექტი.

ჩვენებები: რესპირატორული ინფექციები: მწვავე ბრონქიტი და ქრონიკული ბრონქიტის, პნევმონიის, შუა ყურის ინფექციების და სინუსიტების გამწვავება. Pneumocystis carinii-ს მიერ გამოწვეული პნევმონიის მკურნალობა და პროფილაქტიკა. ყველა ზემოთხსენებული ინფექციის დიაგნოსტიკა და შესაბამისად მკურნალობაც ინიშნება ექიმის მიერ, ამიტომ პრეპარატის გამოყენება ექიმის რეცეპტის გარეშე დაუშვებელია.

უკუჩვენებები: 

– პრეპარატის მიღება უკუნაჩვენებია იმ პაციენტებისთვის, რომლებიც მგრძნობიარენი არიან მასში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

– პრეპარატი არ ინიშნება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში.

– პრეპარატის დანიშვნა არ ხდება პაციენტებში სისხლის მძიმე დაავადებებისას სათანადო მონიტორინგის გარეშე.

სიფრთხილის ზომები:

– სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში თირკმლის  ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევისას, ალკოჰოლზე დამოკიდებულ პაციენტებში, ასევე არასათანადო კვებისას.

– პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ალერგიის და ბრონქული ასთმის დროს.

– პრეპარატით მკურნალობა ასაკოვან პაციენტებში განსაკუთრეული მეთვალყურეობის ქვეშ უნდა მოხდეს.

– პრეპარატი უნდა ინახებოდეს სინათლისგან დაცულ ადგილას.

ორსულობა და ლაქტაცია:

ორსულებში და ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენების გადაწყვეტილება უნდა მიიღოს ექიმმა.

ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან:

პრეპარატის მიღებამ სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად შეიძლება გამოიწვიოს მათი მოქმედების ცვლილება. ამიტომ, დიაბეტის, ეპილეფსიის მკურნალობისას, ასევე სისხლის კოაგულაციაზე მოქმედი პრეპარატების მიღებისას, კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

გვერდითი მოვლენები:

პრეპარატი ძირითადად ადვილად გადაიტანება, თუმცა ზოგიერთ შემთვევაში შესაძლებელია გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება ან რესპირატორული გართულებები. უფრო იშვიათდ შესაძლებელია განვითრდეს კანის სიწითლე , ხოლო ასაკოვან პაციენტებში – კანზე გამონაყარი. ზემოთჩამოთვლილი გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.

განსაკუთრებული მითითებები: მითითებები დამხმარე ნივთიერებებთან დაკავშირებით: პრეპარატი შედგება გლიცერინისგან, რისი მაღალი დოზებით მიღებაც შესაძლებელია სახიფათი იყოს. მან შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები და დიარეა.

მიღების წესი და დოზირება:

დაუშვებელია ექიმის მიერ გამოწერილი პრეპარატის დოზების ცვლილება ან შეწყვეტა. როგორც წესი, პრეპარატის მიღებისას გამოყენებული უნდა იქნეს შემდეგი გაიდლაინები: მოზრდილებში ინიშნება 7.5 მლ 3-ჯერ დღეში. 2 წელზე ზემოთ ბავშვებში ინიშნება 2.5 მლ 3-ჯერ დღეში. სუსპენზია განკუთვნილია შიგნით მისაღებად.

დოზის გადაჭარბება:

პრეპარატის დოზის შემთხვევით გადაჭარბებით მიღებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. დოზის გადაჭარბებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია გულისრევა, ღებინება, თავბრუსხვევა და დაბნეულობა. ყველა ზემოთხსენებულ შემთხვევაში საჭიროა მიმართოთ მკურნალ ექიმს.

 

შეფუთვის ფორმა:  150 მლ ბოთლი. 

გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ.

ვარგისობის ვადა: 5 წელი

აფთიაქიდან გაცემის პირობები:

გაიცემა ექიმის რეცეპტით.

სად შევიძინოთ?