Nuk
ბრონქოლიტინი® აივი / Broncholytin® Ivy


1. რას წარმოადგენს ბრონქოლიტინი აივი და რისთვის გამოიყენება
ბრონქოლიტინი აივი – მცენარეული სამკურნალო პრეპარატია, რომელიც შეიცავს სუროს ფოთლების ექსტრაქტს და მიეკუთვნება ამოსახველებელი სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს. ის ხელს უწყობს სასუნთქი გზებიდან სეკრეტის გამოყოფას და ამგვარად ამსუბუქებს პროდუქტიულ ხველას. 

თუ სიმპტომები გრძელდება, ან გაქვთ – მოხრჩობის შეგრძნება, მომატებული ტემპერატურა და სისხლიანი ან ჩირქოვანი ნახველი, დაუყოვნებლივ გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან!

თუ 7 დღის შემდეგ მდგომარეობა არ გაგიუმჯობესდათ, ან გაუარესდა, დახმარებისთვის უნდა მიმართოთ ექიმს.


2. რა უნდა იცოდეთ ბრონქოლიტინი აივი-ს მიღებამდე
არ მიიღოთ ბრონქოლიტინი აივი
- თუ გაქვთ ალერგია სუროს ფოთლების ექსტრაქტის მიმართ,  სუროს (Aრალიაცეაე)  ოჯახის მცენარეების ან ამ სამკურნალო პრეპარტის დანარჩენი შემადგენელი ნივთიერებების მიმართ (ჩამოთვლილია პუნქტ 6).

არ მისცეთ ბრონქოლიტინი აივი თქვენს ბავშვს
- თუ თქვენი ბავშვის ასაკი   2 წლამდეა.

გაფრთხილება და უსაფრთხოების ზომები
ბრონქოლიტინი აივი-ს მიღებამდე, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს:
- თუ გაქვთ გასტრიტი (კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება), ან კუჭის წყლული;
- თუ უკვე გამოიყენეთ სამკურნალო პრეპარატი, რომელიც გეხმარებათ ხველის შეჩერებაში, როგორიცაა კოდეინი, ან დექსტრომეტორფანი;
- თუ გაქვთ მოხრჩობის შეგრძნება, მომატებული ტემპერატურა, სისხლიანი, ან ჩირქოვანი ნახველი.
 

ბავშვები და მოზარდები
თქვენი ბავშვისთვის ბრონქოლიტინი აივი-ს მიცემამდე, გაესაუბრეთ თქვენს ექიმს:
- თუ თქვენი ბავშვის ასაკი – 2 - 4 წელია და მას აქვს მუდმივი, ან ხშირად განმეორებადი ხველა.

სხვა სამკურნალო პრეპარატები და ბრონქოლიტინი აივი
მიაწოდეთ ინფორმაცია თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლახან იღებდით, ან შესაძლოა მიიღოთ სხვა სამკურნალო პრეპარატები. ეს მოიცავს იმ სამკურნალო პრეპარატებსაც, რომლებიც გაიცემა ურეცეპტოდ.

ორსულობა და ძუძუთი კვება
თუ ხართ ორსულად, ან ბავშვი გყავთ ძუძუთი კვებაზე, თვლით, რომ შესაძლოა იყოთ ორსულად, ან გეგმავთ ორსულობას, ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებამდე, რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში სუროს ფოთლების ექსტრაქტის შემცველი პრეპარატების უსაფრთხო გამოყენება დადასტურებული არ არის. ამ მიზეზით ბრონქოლიტინი აივი-ს გამოყენება ორსულობის და ძუძუთი კვების დროს რეკომენდებული არ არის.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
არ არის მტკიცებულება, რომ სუროს ფოთლების ექსტრაქტის შემცველი პრეპარატები ახდენენ გავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვასა ან მანქანებთან მუშაობაზე.

ბრონქოლიტინი აივი შეიცავს სორბიტოლს
2,5 მგ სიროფი შეიცავს 0,963 გ სორბიტოლს (0,08 პურის ერთეულის ექვივალენტი).
თუ თქვენმა ექიმმა გაცნობათ, რომ თქვენ, ან თქვენს ბავშვს გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე ან ბავშვისთვის მიცემამდე მიმართეთ მას რჩევისთვის. სორბიტოლის შემცველობის გამო სიროფმა შეიძლება გამოიწვიოს სუსტი საფაღარათო მოქმედება.

3. როგორ უნდა მიიღოთ ბრონქოლიტინი აივი
ეს სამკურნალო პრეპარატი ყოველთვის მიიღეთ ზუსტად ისე, როგორც მოცემულია ამ ინსტრუქციაში, ან თქენი ექიმის, ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. თუ არ ხართ დარწმუნებული რამეში, კითხეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს.

ბრონქოლიტინი აივი განკუთვნილია მხოლოდ შიგნით მისაღებად. ბრონქოლიტინი აივი უნდა მიიღოთ დილით, შუადღეს და საღამოს ან მხოლოდ დილით და საღამოს.

გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ ბოთლი.

დოზირებისათვის გამოიყენეთ თანმხლები მზომი ჭიქა.

 

რეკომენდებული დოზა:

ასაკი

ერთჯერადი დოზა

სადღეღამისო დოზა

2 – 5 წლის ბავშვები

2,5 მლ, ექვივალენტურია 17,5 მგ სუროს ფოთლების მშრალი ექსტრაქტის

5 მლ (2,5 მლ ორჯერ დღეში), ექვივალენტურია 35 მგ სუროს ფოთლების მშრალი ექსტრაქტის

6 – 12 წლის ბავშვები

5 მლ, ექვივალენტურია 35 მგ სუროს ფოთლების მშრალი ექსტრაქტის

10 მლ (5 მლ ორჯერ დღეში), ექვივალენტურია 70 მგ სუროს ფოთლების მშრალი ექსტრაქტის

12 წელზე მეტი ასაკის მოზარდები და ზრდასრულები და ხანდაზმულები

5 მლ, ექვივალენტურია 35 მგ სუროს ფოთლების მშრალი ექსტრაქტის

15 მლ (5 მლ სამჯერ დღეში), ექვივალენტურია 105 მგ სუროს ფოთლების მშრალი ექსტრაქტის

მკურნალობის ხანგრძლივობა

თუ ჩივილები გრძელდება ან 7 დღის შემდეგ თქვენი მდგომარეობა არ უმჯობესდება, ან უარესდება, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს, თუ გრძნობთ, რომ ბრონქოლიტინი აივი-ს მოქმედება ძალიან ძლიერია, ან ძალიან სუსტია.

თუ თქვენ მიღეთ დოზა, რომელიც აღემატება ბრონქოლიტინი აივი-ს საჭირო დოზას
თუ თქვენ მიიღეთ ბრონქოლიტინი აივი-ს საჭიროზე მეტი დოზა, შესაძლოა გაგიჩნდეთ გულისრევა, ღებინება, დიარეა, ან აგზნების შეგრძნება. ამ შემთხვევაში გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან და თან წაიღეთ ეს ინსტრუქცია. 

 

თუ თქვენ გამოტოვეთ ბრონქოლიტინი აივი-ს მიღება
მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ.

თუ გაქვთ დამატებითი შეკითხვები, რომლებიც დაკავშირებულია ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენებასთან, ჰკითხეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

4. შესაძლო გვერდითი მოქმედება
როგორც ყველა სამკურნალო პრეპარატმა, ამ პრეპარატმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ყველას არ უვლინდება.

ხშირი გვერდითი მოვლენები (შეიძლება შეეხოს 1-ს 10 პაციენტიდან):

გულისრევა, ღებინება, დიარეა.

არახშირი გვერდითი მოვლენები (შესაძლოა შეეხოს 1-ს 100 პაციენტიდან):

ალერგიული რეაქციები (ჭინჭრის ციება, კანის გამონაყარი, სახეზე კაპილარების გაფართოვება, მოხრჩობის შეგრძნება).

 

ცნობები გვერდითი მოვლენების შესახებ

თუ განგივითარდათ გვერდითი მოვლენები, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.  ეს მოიცავს ყველა შესაძლო გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის აღწერილი ამ ინსტრუქციაში. გვერდითი მოვლენების შესახებ შეტყობინებით შეგიძლიათ თქვენი წვლილი შეიტანოთ ამ სამკურნალო პრეპარატის უსაფრთხოების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღებაში.

 

5. როგორ უნდა შეინახოთ ბრონქოლიტინი აივი
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ეს სამკურნალო პრეპარატი არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
ვარგისობის ვადა: 2 წელი.
ვარგისობის ვადა ბოთლის გახსნის შემდეგ: 6 (ექვსი) თვე.

 

არ გამოიყენოთ ეს სამკურნალო პრეპარატი მუყაოს კოლოფზე მითითებული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.  ვარგისობის ვადად ითვლება  შეფუთვაზე მითითებული თვის ბოლო დღე.

არ გადაყაროთ სამკურნალო პრეპარატები კანალიზაციაში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. კითხეთ თქვენს ფარმაცევტს როგორ გადააგდოთ სამკურნალო პრეპარატები, რომლებსაც უკვე არ იყენებთ. ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

 

6. შეფუთვის შიგთავსი და დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ბრონქოლიტინი აივი
- აქტიური ნივთიერება: სუროს ფოთლების მშრალი ექსტრაქტი (Hედერა ჰელიხ L., ფოლიუმ, Iვყ ლეაფ დრყ ეხტრაცტ). 1 მლ სიროფი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას 7 მლ სუროს ფოთლების მშრალ ექსტრაქტს (5-7,5 : 1), ექსტრაგენტი: ეთანოლი 30% (მ/მ).
- სხვა შემადგენელი ნაწილები: ქსანტანის გუმფისი (E415), სორბიტოლი (E420),  ლიმონმჟავას მონოჰიდრატი (E330), კალიუმის სორბატი (E202),  თხევადი არომატიზატორი “ლიმონი”, გასუფთავებული წყალი.

როგორ გამოიყერება ბრონქოლიტინი აივი და რას შეიცავს შეფუთვა
120 მლ სიროფი ყავისფერი შუშის ბოთლში პოლიეთილენის ხრახნიანი თავსახურით.
შეფუთვა შეიცავს პოლიპროპილენის საზომ ჭიქას.

აფთიაქიდან გაცემის პირობები:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სად შევიძინოთ?