Nuk
ბრომჰექსინი 8 ბერლინ-ხემი / Bromhexin 8 Berlin-chemie


პრეპარატ ბრომჰექსინი 8 ბერლინ-ხემის აღწერა და გამოყენება

პრეპარატი ბრომჰექსინი 8 ბერლინ-ხემი შეიცავს ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდს, რომელიც წარმოადგენს ამოსახველებელ საშუალებას (ხელს უწყობს ნახველის გათხელებას ბლანტი ნახველის წარმოქმნის თანხლებით მიმდინარე სასუნთქი გზების დაავადებების დროს).

 

ბრომჰექსინი 8 ბერლინ-ხემი გამოიყენება ნახველის გათხელებისთვის ბლანტი ნახველის წარმოქმნის თანხლებით მიმდინარე ბრონქებისა და ფილტვების მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს. 

 

6 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში, მოზარდებსა და მოზრდილებში გამოსაყენებლად. 

 

რა უნდა იცოდეთ პრეპარატ ბრომჰექსინი 8 ბერლინ-ხემის გამოყენებამდე

პრეპარატ ბრომჰექსინი 8 ბერლინ-ხემის მიღება არ შეიძლება, თუ:

► გაქვთ ალერგია ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდის ან მოცემული პრეპარატის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ (იხ. პარაგრაფი 6).

 

ბავშვები

მოქმედი ნივთიერების მაღალი კონცენტრაციის გამო არ შეიძლება ბრომჰექსინი 8 ბერლინ-ხემის გამოყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.

 

გაფრთხილება და სიფრთხილის ზომები

პრეპარატ ბრომჰექსინი 8 ბერლინ-ხემის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

ცნობილია კანის მხრივ მძიმე რეაქციების შესახებ ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდის მიღებასთან დაკავშირებით. კანზე გამონაყარის გამოვლენის შემთხვევაში (პირის, ყელის, ცხვირის, თვალების, სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსების დაზიანების ჩათვლით), დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატ ბრომჰექსინი 8 ბერლინ-ხემის მიღება და მიმართეთ ექიმს. 

 

ბრომჰექსინი 8 ბერლინ-ხემის მიღების დაწყებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს შემდეგ შემთხვევებში:

► თუ გაქვთ (ან წარსულში გქონდათ) კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, რადგან ბრომჰექსინი 8 ბერლინ-ხემს შეუძლია დაარღვიოს კუჭისა და ნაწლავების ლორწოვანი გარსის ბარიერული ფუნქცია. 

► ჭარბი რაოდენობის სეკრეტის შეგუბებით მიმდინარე ბრონქების ზოგიერთი იშვიათი დაავადების დროს (მაგალითად, პირველადი ცილიარული დისკინეზია [წამწამოვანი დისკინეზია]). ამ შემთხვევაში, სეკრეტის შესაძლო შეგუბების გამო, ბრომჰექსინი 8 ბერლინ-ხემის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით.  

► თირკმელების ფუნქციის დარღვევების ან ღვიძლის სერიოზული დაავადებების დროს (ამ შემთხვევაში ბრომჰექსინი 8 ბერლინ-ხემი მიიღება ექიმის მითითების შესაბამისად პრეპარატის მიღებებს შორის ინტერვალის გახანგრძლივებით ან დოზის შემცირებით). თირკმლის ფუნქციის მნიშვნელოვანი დარღვევებისას შესაძლებელია ღვიძლში ბრომჰექსინი 8 ბერლინ-ხემის დაშლის პროდუქტების დაგროვება. 

 

აუცილებელია ღვიძლის ფუნქციის პერიოდული კონტროლი, განსაკუთრებით ხანგრძლივი მკურნალობისას. 

 

სხვა სამკურნალო საშუალებები და ბრომჰექსინი 8 ბერლინ-ხემი

აცნობეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ, ახლო წარსულში იღებდით ან შეიძლება მიგეღოთ ნებისმიერი სხვა სამკურნალო საშუალება. 

 

ბრომჰექსინი 8 ბერლინ-ხემის ხველის საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთდროულად მიღებისას შესაძლებელია სეკრეტის სახიფათო შეგუბება ხველის რეფლექსის შესუსტების შედეგად; ამიტომ, აღნიშნული კომბინირებული მკურნალობა ინიშნება განსაკუთრებით მკაცრი გამოკვლევის ჩატარების შემდეგ. 

 

ისეთი პრეპარატების მიღებისას, რომლებიც იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი გარსის გაღიზიანების სიმპტომებს, ბრომჰექსინი 8 ბერლინ-ხემის მიღების ფონზე შესაძლოა გამაღიზიანებელი მოქმედების გაძლიერება კუჭის ლორწოვან გარსზე. 

 

ორსულობა და ძუძუთი კვება 

ორსულობის ან ძუძუთი კვების პერიოდში, აგრეთვე, ორსულობაზე ეჭვის არსებობის ან ორსულობის დაგეგმვის შემთხვევაში, მოცემული პრეპარატის მიღებამდე კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს. 

 

დღემდე ორსულობის დროს მოცემული პრეპარატის გამოყენების გამოცდილება არ არის;   ამიტომ ორსულობის დროს ბრომჰექსინი 8 ბერლინ-ხემი უნდა დაინიშნოს მხოლოდ ექიმის მიერ სარგებელის და რისკის კარგად შეფასების შემდეგ; რეკომენდებული არ არის მოცემული პრეპარატის გამოყენება ორსულობის პირველ ტრიმესტრში.

 

ბრომჰექსინი გადადის დედის რძეში. ბრომჰექსინის ზემოქმედება ახალშობილებზე არასაკმარისად არის შესწავლილი, ამიტომ არ შეიძლება ამ პრეპარატის გამოყენება ძუძუთი კვების პერიოდში. 

 

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა

ბრომჰექსინი 8 ბერლინ-ხემი არ მოქმედებს ან ახდენს უმნიშვნელო ზეგავლენას სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე.

 

პრეპარატი ბრომჰექსინი 8 ბერლინ-ხემი შეიცავს ლაქტოზას, გლუკოზას და საქაროზას. 

 

თუ თქვენთვის ცნობილია შაქრის რომელიმე სახეობის მიმართ აუტანლობის შესახებ, მოცემული პრეპარატის მიღების წინ კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

პრეპარატ ბრომჰექსინი 8 ბერლინ-ხემის მიღების წესი
მოცემული პრეპარატი მიიღება ამ ჩანართში მოყვანილი ინსტრუქციის ზუსტად დაცვით, ან მკურნალი ექიმის ან ფარმაცევტის დანიშნულების შესაბამისად. პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებით რაიმე ეჭვის არსებობის შემთხვევაში კონსულტაციისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს. 

 

დოზირება

რეკომენდებული დოზა დაწვრილებით მითითებულია ქვემოთ მოყვანილ ცხრილში. 

პაციენტები

დოზირება

მოზრდილები და მოზარდები 14 წლის ასაკიდან 

1-2 ტაბლეტი სამჯერ დღეში (რაც შეესაბამება 24-48 მგ ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდს დღე-ღამეში)

ბავშვები და 6-დან 14 წლამდე ასაკის მოზარდები, ასევე, 50 კგ-ზე ნაკლები სხეულის მასის მქონე პაციენტები

1 ტაბლეტი სამჯერ დღეში (რაც შეესაბამება 24 მგ ბრომჰექსინის ჰიდროქლორიდს დღე-ღამეში)


6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პრეპარატი გამოდის სხვა სამკურნალწამლო ფორმით - მოქმედი ნივთიერების უფრო ნაკლები შემცველობით. 

 

თირკმელების ფუნქციის დარღვევის ან ღვიძლის მძიმე დაავადებების დროს პრეპარატი მიიღება მცირე დოზით ან მიღებებს შორის ინტერვალის გახანგრძლივებით. 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციისთვის მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს. 

 

მიღების წესი

მიიღეთ ტაბლეტები ჭამის შემდეგ, დიდი რაოდენობის სითხის მიყოლებით. 

 

მითითება:

პრეპარატის მიღება რეკომენდებულია საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად.

 

მკურნალობის ხანგრძლივობა

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ხასიათსა და სიმძიმეზე და განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ. 

 

სიმპტომების გაღრმავების შემთხვევაში, ან თუ არ გაგიუმჯობესდათ მდგომარეობა 4-5 დღის განმავლობაში, მიმართეთ ექიმს.

აცნობეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ ფიქრობთ, რომ პრეპარატ ბრომჰექსინი 8 ბერლინ-ხემის მოქმედება თქვენს ორგანიზმზე ძალიან ძლიერი ან სუსტია.

 

თუ თქვენ მიიღეთ პრეპარატ ბრომჰექსინი 8 ბერლინ-ხემის საჭიროზე მეტი დოზა
დოზის გადაჭარბების სიმპტომები, როგორც წესი, არ სცილდება ამ პრეპარატის ჩვეულებრივი გვერდითი მოქმედებების ფარგლებს. დაავადების მძიმე სიმპტომების გამოვლენისას შეიძლება საჭირო გახდეს სისხლის მიმოქცევის კონტროლი და აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობა, რომელიც მიმართული იქნება სიმპტომების აღმოფხვრისკენ. 

 

იმ შემთხვევაში, თუ ბავშვმა მიიღო პრეპარატ ბრომჰექსინი 8 ბერლინ-ხემის დიდი რაოდენობა, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. 

 

თუ დაგავიწყდათ პრეპარატ ბრომჰექსინი 8 ბერლინ-ხემის მიღება

არ მიიღოთ პრეპარატის ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.

 

თუ დაგავიწყდათ ბრომჰექსინი 8 ბერლინ-ხემის მიღება ან მიიღეთ საჭიროზე დაბალი დოზა, მომდევნო მიღებისას მიიღეთ ჩვეულებრივი დანიშნული დოზა. 

 

თუ შეწყვიტეთ პრეპარატ ბრომჰექსინი 8 ბერლინ-ხემის მიღება

არ შეწყვიტოთ მკურნალობა მკურნალ ექიმთან კონსულტაციის გარეშე. აღნიშნულმა შეიძლება გააღრმავოს თქვენი დაავადება.  

 

მოცემული პრეპარატის გამოყენების შესახებ კითხვების შემთხვევაში მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

 

 

შესაძლო გვერდითი მოქმედება 

როგორც ყველა სამკურნალო საშუალებას, მოცემულ პრეპარატსაც აქვს გვერდითი მოქმედებები, თუმცა ისინი არ ვითარდება ყველა პაციენტში.

 

თუ შენიშნავთ რომელიმე ქვემოთ მითითებულ გვერდით მოქმედებას, შეწყვიტეთ პრეპარატ ბრომჰექსინი 8 ბერლინ-ხემის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. 

 

გვერდითი მოქმედება, რომელიც ვლინდება ზოგჯერ (შეიძლება აღენიშნოს 100 პაციენტიდან 1-ს)

► ცხელება

► გულისრევა, ტკივილი მუცლის არეში, ღებინება, დიარეა. 

 

გვერდითი მოქმედება, რომელიც ვლინდება იშვიათად (შეიძლება აღენიშნოს 1000 პაციენტიდან 1-ს)

► ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები

► გამონაყარი, ჭინჭრის ციება

სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის დადგენა შეუძლებელია) 

► ანაფილაქსიური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკის ჩათვლით, ანგიონევროზული შეშუპება (კანის, კანქვეშა უჯრედისის, ლორწოვანი გარსების ან ლორწოსქვეშა ქსოვილების სწრაფი შეშუპება) და კანის ქავილი

► მძიმე არასასურველი რეაქციები კანზე (მათ შორის, მულტიფორმული ერითემა, სტივენს-ჯონსონის სინდრომი/ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი და მწვავე გენერალიზებული ეგზანთემატოზური პუსტულოზი)

 

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციის პირველივე ნიშნების გამოვლენისას, ასევე, კანსა და ლორწოვან გარსებზე უჩვეულო ცვლილებების გამოვლენის შემთხვევაში, შეწყვიტეთ პრეპარატ ბრომჰექსინი 8 ბერლინ-ხემის მიღება. ამ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

 

შეტყობინება გვერდითი მოქმედებების შესახებ

რომელიმე გვერდითი მოქმედების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს,  ფარმაცევტს ან მედდას. ეს ეხება ნებისმიერ შესაძლო გვერდით მოქმედებას, მათ შორის ისეთებს, რომლებიც არ არის მითითებული მოცემულ ჩანართში. 

გვერდითი მოქმედებების შესახებ ინფორმაციის გაგზავნით თქვენ დაგვეხმარებით მოცემული სამკურნალო საშუალების უსაფრთხოების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში. 

 

 

პრეპარატ ბრომჰექსინი 8 ბერლინ-ხემის შენახვის პირობები

პრეპარატი შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

 

არ გამოიყენოთ მოცემული სამკურნალო საშუალება ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია ბლისტერსა და მუყაოს კოლოფზე. ვარგისობის ვადის გასვლის თარიღი გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს.

 

პრეპარატი შეინახეთ არა უმეტეს 25˚С ტემპერატურის პირობებში.

 

ვარგისობის ვადა: 3 წელი. 

 

სამკურნალო საშუალებების კანალიზაციის მილში ან ნაგავთან ერთად გადაგდება არ შეიძლება. პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ფარმაცევტს. აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

 

 

გაცემის პირობა

გაცემის წესი:

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სად შევიძინოთ?