Nuk
ბიოტინოქსი / Biotynox


შემადგენლობა

1 ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ბიოტინს.
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, A ტიპის კროსპოვიდონი, ნატრიუმის კროსკარმელოზა, კოლოიდური უწყლო სილიციუმის დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

აღნიშნული პრეპარატი მიეკუთვნება ვიტამინების ჯგუფს. მის შემადგენლობაში შემავალი წყალში ხსნადი ვიტამინი, ბიოტინი, შედის B ჯგუფის ვიტამინების ჯგუფში.

ბიოტინი ხელს უწყობს კერატინის წარმოქმნისა და თმისა და ფრჩხილების ეპიდერმული უჯრედების დიფერენციაციას, რაც მათ მდგომარეობას აუმჯობესებს.

 

ჩვენებები:
ბიოტინოქსი გამოიყენება ბიოტინის დეფიციტის მკურნალობის დროს, ისეთი სიმპტომების არსებობისას, როგორიცაა:თვალის, ცხვირის, პირის და ყურის გარშემო, და შორისის მიდამოებში კანის ანთებითი მოვლენები;
თმის ცვენა;
თმისა და ფრჩხილების ზრდის დარღვევა;

 

მიღების წესები და დოზები
რეკომენდებული საწყისი დოზა - 5 მგ დღეში. 
მძიმე სიმპტომების არსებობის შემთხვევაში - 10 მგ დღეში 4 კვირის განმავლობაში, შემდეგ შეიძლება დოზის შემცირება 5 მგ–მდე დღეში.
მიიღება პერორალურად, ჭამის წინ, 1 ჭიქა წყლის მიყოლებით.

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ხასიათსა და მიმდინარეობაზე. სიმპტომები ქრება პრეპარატით მკურნალობის დაწყებიდან დაახლოებით 4 კვირის შემდეგ.

 

უკუჩვენება
ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი ინგრედიენტების მიმართ.

გვერდითი მოვლენები
პრეპარატის მიღების დროს შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები:
ძალიან იშვიათი (1-დან 10 პაციენტამდე 10 000-ში):
ჭინჭრის ციება, ალერგიული რეაქციები
სიხშირე უცნობია (არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირე ვერ დგინდება):
თავის ტკივილი
გამონაყარი

 

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენება  ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში  რეკომენდებული არ არის.

 

ბავშვები და მოზარდები
გამოყენების შეზღუდული გამოცდილების გამო, პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

ბიოტინოქსი  შეიცავს ლაქტოზას
თუ პაციენტს აქვს ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, პრეპარატის მიღებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

 

შენახვის პირობები და ვადები

სამკურნალო პროდუქტის შენახვასთან დაკავშირებით სპეციალური რეკომენდაციები არ არსებობს.

პრეპარატი ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ და შეუმჩნეველ ადგილას.

პრეპარატი არ გამოიყენება მუყაოს კოლოფსა და ბლისტერზე აღნიშნული ვარგისობის ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისობის ვადა არის აღნიშნული თვის ბოლო დღე.

 

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.