Nuk
ბიოლევოქსი / Biolevox

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • მწარმოებელი კომპანია: Biovico
  • მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
  • გამოშვების ფორმა: 22 მგ/1 მლ მზა შპრიცი სტერილურ შეფუთვაში ერთ სტერილურ ნემსით
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა:

თითოეული მილილიტრი შდგება:

ნატრიუმის ჰიალურონატი  22.0 მგ

NaCl  8.5 მგ

Disodium hydrogenphosphate 0.563 მგ

Sodium dihydrogenphosphate 0.045 მგ

საინექციო წყალი

 

წყარო / წარმოშობა

ეს პროდუქტი ნატრიუმის ჰიალურონატი  2.2% მიღებულია ფერმენტაციის გზით და გამოიყენება სახსარშიდა ვისკოელასტიურობის გასაუმჯობესებლად, სსაინექციო მიზნით სტერილიზებულია ორთქლით.

შემადგენლობა

1 მლ ხსნარი შეიცავს  22.0 მგ ფერმენტაციით მიღებულ, სტერილურ, იზოტონურ, უპიროგენებო, სუსტი ფოსფატის ბოფერის მქონე  ნატრიუმის ჰიალურონატს,  ph 7,2 და საინექციო წყალი.

თერაპიული სფერო

დეგენერაციული ან ტრავმული მიზეზით გამოწვეული მუხლის ან სხვა სინოვიალურ სახსარის  ტკივილი და სახსრის შეზრუდული მობილობა.

უკუჩვენებები

პროდუქტი არ უნდა იქნას გამოყენებული პაციენტებში

ჰიპერმგრძნობელობით  ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ.

მოხმარების წესი

პრეპარატი უნდა გაკეთდეს სასახსრე ღრუში, სისხლძარღვში არ მიმდებარე ქსუვილში ინექცია დაუშვებელია. რადგან  არ არსებობს ცლინიკური მონაცემები ჰიალურონატის გამოყენების შესახებ ბავშვებში, ორსული ან მეძუძურ ქალებში, ამ პროდუქტის გამოყენება დასახელებულ პაციენტებში არ არის რეკომენდირებული.

არ გამოიყენოთ თუ მზა შპრიცს ან სტერილურ პაკეტს აღენიშნება დაზიანება. არ გამოიყენოთ კოლოფზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლი  შემდეგ.

შესაძლო გვერდითი მოვლენები

ადგილობრივი სიმპტომები, როგორიცაა ტკივილი, სიწითლე და შეშუპება

შეიძლება გამოვლინდეს დამუშავებულ სახსარზე.

ეს სიმპტომები შემცირდება ყინულის პაკეტის დადებით 5 ან 10 წუთიანი პერიოდულობით.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ამ დროისთვის არ არსებობს მონაცემები ამ პროდუქტის სხვა სახსარშიდა საშუალებებთან შეუთავსებლობის შესახებ.

ადმინისტრირების შემდგომ რამდენიმე დღის განმავლობაში მიზანშეწონილია ტკივილგამაყჩებლის და ანთების საწინააღმდეგო საშუალების მიღება.

გამოყენება და დოზირება

პრეპარატი  გამოიყენება კვირაში ერთი სახსარშიდა ინექციისათვის.  3 ან 5 ინექცია. დადებითი ეფექტი 3 ან 5 ჯერადი ინექციის შემდგომ ნარჩუნდება მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. სახსარში სითხის არსებობის შემთხვევაში რეკომენდირებულია ინექციამდე  მოხდეს სითხის შემცირება.

გაწმინდეთ  კანი შესაბამისი ადგილობრივი ანტისეპტიკური საშუალების გამოყენებით.

ამოიღეთ მზა შპრიცი პაკეტიდან, მოხსენით დამცავი და გამოიყენეთ შესაბამისი შპრიცი ინექციამდე შპრიციდან უნდა იყოს გამოდევნილი ნებისმიერი საჰაერო ბუშტი.

თვისებები და მოქმედების მექანიზმი

სახსარშიდა სითხე ჩვეულებრივ შეიცავს ჰიალურონატს, სითხეს რომელიც განაპირობებს  სასრის ელასტიურობას და უზრუნველყოფს უმტკივნეულო მოძრაობას მისი საპოხი და დარტყმის ჩამქრობი თვისებების წყალობით. გარდა ამისა სახსარშიდა სითხე კვებავს სახსრის ხრტილოვან ქსოვილს. დეგენერაციული დაავადების დროს სახსარშიდა სითხის საპოხი თვისება მნიშვნელოვნად მცირდება რაც იწვევს მოძრაობის შეზღუდვას, ტკივიოლს, სახსრის დაზიანებას. ჰიალურონატის სახსარშიდა ინექციის გზით სახსარშიდასითხის ჩანაცვლება აუმჯობესებს სახსარშიდა სითხის საპოხ თვისებას 3 ან 5 ჯერადი კურსის პირველივე ინექციისთანავე, სახსრის მოქნილობა უმჯობესდება და ტაზიანებულ ადგილებში ტკივილი მცირდება.

ფორმა

ყოველი კოლოფი შეიცავს სტერილური ნემსით, რომელიც ცალკე სტერილურად არის შეფუთული. მხოლოდ ექიმის მიერ უნდა იქნას გამოყენებული.

სად შევიძინოთ?