Nuk
ბიფიკოლი / BIFIKOLUM


შემადგენლობა

წარმოადგენს ერთობლივად ნაზარდ, ანტაგონისტურად აქტიური შტამების: ბიფიდობაქტერიებისა (B. ბიფიდუმ ) და ნაწლავის ჩხირის (E.ჩოლი M17) მიკრობულ მასას, ლიოფილურად გამშრალს კულტივირების არეში საქაროზა-ჟელატინის ნიადაგის (სჟ) დამატებით. ვარგისიანობის მთელი ვადის განმავლობაში პრეპარატი ერთ დოზაში შეიცავს არა ნაკლებ 108 ცოცხალ ბიფიდობაქტერიებს და არა ნაკლებ 107 ცოცხალ ნაწლავის ჩხირს. 
არააქტიური ნივთიერებები: 1) საქაროზა 6-დან 10%-მდე 2) ჟელატინი 1-დან 1,5%-მდე.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ნაწლავური მიკროფლორის ნორმალიზება. არეგულირებს ნაწლავური მიკროფლორის ფიზიოლოგიურ თანაფარდობას, გააჩნია ანტაგონისტური აქტივობის ფართო სპექტრი პათოგენური და პირობით-პათოგენური მიკროოორგანიზმების მიმართ, ასტიმულირებს ადგილობრივ რეპარაციულ პროცესებს ნაწლავებში, ამაღლებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს ნივთიერებეთა ცვლას.

ჩვენებები
გამოიყენება დიარეის (ფაღარათის), დისბაქტერიოზების, სხვადასხვა ეთიოლოგიის ქრონიკული კოლიტების დროს, რეკონვალესცენტებში მწვავე ნაწლავური ინფექციების გადატანის შემდეგ და ნაწლავური დისფუნქციის არსებობის დროს. პრეპარატი მიიღება 6 თვის ასაკიდან.

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი ავადმყოფმა უნდა მიიღოს მისი განზავების შემდეგ: ამპულა უჭირავთ წვეროთი ქვემოთ, მოამტვრევენ ამპულის წვეროს და ამპულის შიგთავსს ანზავებენ ოთახის ტემპერატურის მქონე ანადუღარი წყლით 5 მლ (ერთი ჩაის კოვზი) ერთ დოზა პრეპარატზე.
განზავების წესი. ჭიქაში ჩაასხამენ წყალს ჩაის კოვზით იმდენჯერ, რამდენი დოზაც აწერია ამპულას (5). შემდეგ ჭიქიდან მცირე რაოდენობის წყალს გადაიტანენ ამპულაში და შეანჯღრევენ. ამპულის შიგთავსს პრეპარატის სრული გახსნის შემდეგ გადაიტანენ ისევ ჭიქაში და კვლავ შეანჯღრევენ. ასეთი განზავების შედეგად ერთ ჩაის კოვზში იქნება ერთი დოზა პრეპარატი. მიიღებენ შესაბამის დოზას ჭამამდე 20-30 წუთით ადრე.
დღიურ დოზას და მკურნალობის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი. 
ჩვეულებისამებრ ბიფიკოლი მიიღება 6 თვიდან 1 წლამდე - 5 დოზა დღეში, 1 წლიდან 3 წლამდე - 5-10 დოზა დღეში, 3 წლის ზემოთ და ასევე მოზრდილებში - 5-10 დოზა ერთ ან ორ მიღებაზე დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა შეადგენს 14-20 დღიდან 45-60 დღეს.

გვერდითი მოვლენები
არ არის გამოვლენილი.

უკუჩვენება
არ არის გამოვლენილი.

ორსულობა და ლაქტაცია
შეზღუდვაზე მონაცემები არ არის.

განსაკუთრებული მითითებები
განსაკუთრებული მითითებები. განზავებული პრეპარატი არ ინახება. ამპულაზე ბზარის შემჩნევისას პრეპარატი არ გამოიყენება.

გავლენა ავტომობილების მძღოლებზე და პოტენციურად საშიშ მანქანა-დანადგარებთან მომუშავე პერსონალზე: არ ახდენს გავლენას.

ჭარბი დოზირება
ჰიპერდოზირების შემთხვევები არ არის გამოვლენილი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
შეზღუდვები არ გააჩნია.

შენახვის პირობები და ვადები
შენახვის პირობები და ტრანსპორტირება. პრეპარატი ინახება მშრალ, ბნელ ადგილას (+4 - +10)oC ტემპერატურაზე. ტრანსპორტირება დასაშვებია ყველა სახის დახურული ტრანსპორტით არა უმეტეს +10oC ტემპერატურაზე. 
ვარგისიანობის ვადა. 1 წელი.

სად შევიძინოთ?