Nuk
ბეტადინი® მალამო / BETADINE®


შემადგენლობა

ბეტადინი® მალამო
აქტიური ნივთიერება: პოვიდონ-იოდის (პვპ-იოდი) 2გ ადვილად მოსაშორებელ 20 გ მალამოში. 
სხვა კომპონენტები: ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, პოლიეთილენგლიკოლი 400, 1000, 1500, 4000 და გამოხდილი წყალი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ელემენტარულ იოდს აქვს ძლიერი ჰერმიციდული ეფექტი. ინ ვიტრო ექსპერიმენტებში ის სწრაფად ანადგურებს ყველა ბაქტერიას, სოკოებს, ვირუსებს და ზოგიერთ უმარტივეს ორგანიზმებს.

ჩვენებები
ბეტადინი მალამო _ ფართო სპექტრის ანტისეპტიური საშუალებაა ადგილობრივი გამოყენებისათვის, ასევე, ინფექციის პროფილაქტიკისათვის მცირე ზომის ჭრილობების და ნაკაწრების, მცირე დამწვრობების და მინიმალური ქირურგიული პროცედურების დროს.
პრეპარატი რეკომენდირებულია კანის სოკოვანი და ბაქტერიული ინფექციების, ასევე ნაწოლების და ტროფიკული წყლულების სამკურნალოდ.

მიღების წესები და დოზები
- პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისთვისაა;
- ინფექციების სამკურნალოდ: უნდა იქნას წასმული 1 ან 2-ჯერ დღეში არაუმეტეს 14 დღისა.
- ინფექციების პროფილაქტიკისთვის: უნდა იქნას წასმული 1 ან 2-ჯერ კვირაში მანამ, სანამ საჭიროება მოითხოვს.
- დაზიანებული კანი უნდა გაიწმინდოს და გაშრეს. ბეტადინის მალამო უნდა იქნას წასმული დაზიანებულ ადგილას. დამუშავებული კანი შეიძლება დაიფაროს სახვევით.

გვერდითი მოვლენები
პოვიდონ-იოდი, ბეტადინის მალამოს აქტიური კომპონენტი, ძალიან კარგად აიტანება პაციენტების მიერ. ითვლება, რომ მას აქვს უფრო სუსტი გამაღიზიანებელი ეფექტი, ვიდრე იოდს, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს კანის ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მაგალითად: კონტაქტური დერმატიტი ფსორიაზისმაგვარი წითელი პატარა ბულოზური ელემენტების განვითარებით. პოვიდონ-იოდის ხანგრძლივმა გამოყენებამ, ასევე, მისმა წასმამ დიდი ზომის ჭრილობებზე ან მძიმე დამწვრობებზე შეიძლება გამოიწვიოს ჭარბი დოზირების სიმპტომები.

უკუჩვენება
- ალერგია ან იოდზე შესაძლო ალერგია;
- უკუნაჩვენებია პრეპარატის რეგულარული გამოყენება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის მქონე პირებისათვის (კერძოდ, კოლოიდული კვანძოვანი ჩიყვით, ენდემური ჩიყვით და ჰაშიმოტოს თიროიდიტით).
- დურინგის ჰერპეტიფორმული დერმატიტი;
- თერაპია და სცინტიგრაფია რადიოაქტიური იოდის გამოყენებით. 
უსაფრთხოების ზომები :
- სიფრთხილეა საჭირო რეგულარული გამოყენების დროს ავადმყოფებში თირკმლის ქონიკული უკმარისობით.
- საჭიროა ბეტადინის მალამოს რეგულარული გამოყენებისგან თავის შეკავება ავადმყოფებისათვის, რომლებიც იღებენ ლითიუმის პრეპარატებს.
- ხანგრძლივი გამოყენების დროს საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის კონტროლი.
- ბავშვებისათვის საჭიროა ყველაზე მცირე შესაძლებელი დოზის გამოყენება, მკურნალობის კურსი კი უნდა იყოს რაც შეიძლება ხანმოკლე.

ორსულობა და ლაქტაცია
საჭიროა პოვიდონ-იოდის რეგულარული გამოყენებისგან თავის შეკავება ორსული და მეძუძური ქალებისათვის, რადგან აბსორბირებული იოდი გადის პლაცენტარულ ბარიერს და შეიძლება გამოიყოს დედის რძით. მიუხედავად იმისა, რომ შეზღუდული დროით გამოყენების შემთხვევაში არ გამოვლინდა არასასურველი ეფექტები, საჭიროა სიფრთხილის დაცვა და მალამოს როგორც სამკურნალო ეფექტის სარგებლის, ისე აბსორბირებული პრეპარატის მიერ ნაყოფის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციასა და განვითარებაზე შესაძლო ზემოქმედების გათვალისწინება.

განსაკუთრებული მითითებები
ტრანსპორტისა და მექანიზმების მართვა
პრეპარატი არ მოქმედებს ამ სახის სამუშაოების შესრულებაზე.

ჭარბი დოზირება
იოდის მომატებულმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს ჩიყვი და ჰიპოთირეოზის ან ჰიპერთირეოზის განვითარება. იოდის სისტემურმა აბსორბციამ პოვიდონ-იოდის მრავალჯერადი გამოყენებისას ჭრილობის ფართო ზედაპირზე ან დამწრობაზე შეიძლება გამოიწვიოს მრავალი არასასურველი ეფექტი: პირში ლითონის გემო, ნერწყვის გაძლიერებული გამოყოფა, პირის ღრუში ან ხახაში ტკივილის ან წვის შეგრძნება, თვალების გაღიზიანება და შეშუპება, კანისმიერი რეაქციები, დარღვევები კუჭ-ნაწლავის მხრივ და ფაღარათი, გაძნელებული სუნთქვა, ფილტვების შეშუპება, ნივთიერებათა ცვლის დარღვევა (მეტაბოლური აციდოზი და სისხლში ნატრიუმის მაღალი დონე), თირკმლის ფუნქციის დარღვევა.
ჭარბი დოზირების ეჭვისთანავე საჭიროა ექიმის კონსულტაცია.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
- პოვიდონ-იოდის გამოყენება მადეზინფიცირებელ პრეპარატებთან ერთად, რომლებიც შეიცავს ვერცხლისწყალს, ვერცხლს, ტაუროლიდინს, წყალბადის ზეჟანგსა და ბენზოის მჟავას, ამცირებს ორივე პრეპარატის ეფექტურობას.
- დაუზიანებელი კანით ან ჭრილობის ზედაპირით აბსორბირებულმა იოდმა შეიძლება ზემოქმედება მოახდინოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გამოკვლევის შედეგებზე.
- პოვიდონ-იოდის ნარჩენებმა შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთი სახის გამოკვლევის ცრუდადებითი შედეგები განავალში ფარული სისხლის, ასევე, შარდში სისხლის და გლუკოზის გამოვლენისას.

შენახვის პირობები და ვადები
შეინახეთ ტემპერატურაზე 15°-25oC ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას!
ვარგისიანობის ვადა 3 წელი.
არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, რომელიც მითითებულია კოლოფზე.

აფთიაქში გაცემის წესი
ურეცეპტოდ. (III ჯგუფი)

სად შევიძინოთ?