Nuk
ბელერგამინი / BELLERGAMIN


რას წარმოადგენს ბელერგამინი და რისთვის გამოიყენება
ბელერგამინი – კომბინირებული სამკურნალო საშუალებაა. მის შემადგენლობაში მოქმედი ნივთიერებების სახით შედის შმაგას ალკალოიდები, ერგოტამინი და ფენობარბიტალი. მცენარე შმაგას ალკალოიდები ხსნიან კუჭის და ნაწლავების, შარდის გამომტანი გზების და სანაღვლე გზების გლუვი კუნთების სპაზმს. თრგუნავენ სეკრეციას მრავალ ორგანოში, რაც ხელს უწყობს კუჭის მომატებულ სეკრეციასთან დაკავშირებული მდგომარეობის კონტროლს. ერგოტამინი იწვევს სისხლძარღვების შევიწროვებას, თავის ტვინის სისხლძარღვების ჩათვლით და გამოიყენება სისხლძარღვოვანი თავის ტკივილის სამკურნალოდ, როგორიცაა შაკიკი. ფენობარბიტალი აქვეითებს ტვინის და ნერვულ აქტივობას და იწვევს დამშვიდებას.
ბელერგამინი გამოიყენება სისხლძარღვოვანი თავის ტკივილის (შაკიკი), კლიმაქტერული სინდრომის (წამოხურება, შფოთვა, მომატებული ოფლიანობა, უძილობა) სიმპტომატური მკურნალობისათვის; ვეგეტატიურ სიმპტომატიკაზე ზემოქმედებისათვის (შფოთვა, გულის ფრიალი, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, სპაზმები), გულ-სისხლძარღვთა სისტემის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის და შარდ-სასქესო სისტემის მხრივ ფუნქციური დარღვევებისას.

ბელერგამინის მიღების დაწყებამდე
არ მიიღოთ ბელერგამინი
- თუ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) ბელერგამინის ნებისმიერი მოქმედი, ან დამხმარე ნივთიერების მიმართ
- თუ გაქვთ ალერგია ბარბიტურატების სპორინიის პრეპარატებისადმი
- თუ გაქვთ მომატებული არტერიული წნევა (არტერიული ჰიპერტენზია); გულის დაავადებები, როგორიცაა ტკივილი გულის არეში (სტენოკარდია), მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის რითმის გახშირება (ტაქიკარდია); პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებები (თრომბოფლებიტი); პორფირია (მემკვიდრული დაავადება, რომელიც დაკავშირებულია ჰემოგლობინის ცვლასთან); ღვიძლის ან თირკმლის მძიმე დაავადებები; მომატებული თვალის შიდა წნევა (დახურულ კუთხოვანი გლაუკომა); წინამდებარე ჯირკვლის გადიდება, სეფსისი; ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატება (ჰიპერთირეოიდიზმი); ფილტვების დაავადებები, რომელსაც თან ახლავს მოხრჩობა.

ბელარგამინი არ უნდა მიიღონ პაციენტებმა ანამნეზში ალკოჰოლის ან წამლების ჭარბი გამოყენებით ან წამალდამოკიდებულებით.

განსაკუთრებული სიფრთხილე დაიცავით ბელერგამინის გამოყენებისას
პრეპარატის გამოყენებამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.  
თუ გაქვთ ნებისმიერი შემდეგი დაავადებებიდან და მდგომარეობებიდან: შარდვის გაძნელება; კუჭის და ნაწლავების დაავადებები, როგორიცაა დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი რეფლუქს-ეზოფაგიტით, აქალაზია (საყლაპავის ფუნქციონირების დარღვევა), პილოროდუოდენური სტენოზი, პარალიზური ილეუსი, ნაწლავის ატონია ხანდაზმულ პაციენტებში, ტოქსიური მეგაკოლონი, დიარეა; გრავის მიასთენია (კუნთების სისუსტე); მაღალი ტემპერატურა, გულის კუნთის სისუსტე (გულის უკმარისობა). თქვენი ექიმი შეგიმცირებთ პრეპარატის დოზას, ან დაგინიშნავთ სხვა მკურნალობას.
ბელერგამინი შეიცავს ერგოტამინს. ერგოტამინის მოქმედებისადმი განსაკუთრებით მგრძნობიერენი არიან პაციენტები სეფსისით, თირკმლის დაავადებებით, პერიფერიული სისხლძარღვების ონკოლოგიური დაავადებებით. ბელერგამინი შეიცავს ფენობარბიტალს, რომელმაც ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება გამოიწვიოს წამალდამოკიდებულება. მკურნალობის მკვეთრ შეწყვეტას შესაძლოა თან ახლდეს მოხსნის სინდრომი. არ შეწყვიტოთ ბელერგამინის მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება
გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს, თუ იღებთ, ან ახლახან იღებდით სხვა სამკურნალო საშუალებებს, იმ პრეპარატების ჩათვლით, რომლებიც გაიცემა ურეცეპტოდ. ბელერგამინმა შეიძლება შეცვალოს შემდეგი სამკურნალო საშუალებების მოქმედება:
- სუმატრიპტანი (შაკიკის სამკურნალოდ);
- პარკინსონის დაავადების სამკურნალო;
- დეპრესიის სამკურნალო (იმიპრამინი; მიანსერინი; მაო-ს ინჰიბიტორები, როგორიცაა მოკლობემიდი);
- ფენოთიაზიდური ნეიროლეპტიკები (ქლორპრომაზინი, პრომაზინი), რომლებიც გამოიყენება ფსიქოზის სამკურნალოდ;
- ალერგიული მდგომარეობების სამკურნალო (ანტიჰისტამინური სამკურნალო საშუალებები);
- გულის დაავადების სამკურნალო, როგორიცაა საგულე გლიკოზიდები, ქინიდინი და პროკაინამიდი, ბეტა-ადრენობლოკატორები (პროპრანოლოლი), კალციუმის არხების ბლოკატორები (ვერაპამილი, დილთიაზემი, ნიმოდიპინი);
- სოკოს საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები (სოკოს სამკურნალო), როგორიცაა კეტოკონაზოლი, იტრაკონაზოლი;
- მაკროლიდური ანტიბიოტიკები (ერითრომიცინი, კლარითრომიცინი), სხვა ანტიბიოტიკები – დოქსიციკლინი, გრიზეოფულვინი, სულფონამიდები;
- შიდსის სამკურნალო პრეპარატები (რიტონავირი, ინდინავირი, ამპრენავირი, ატაზანავირი, ნელფინავირი);
- ადრენალინი, ნორადრენალინი, ფენილეფრინი (სისხლის წნევის ასაწევად);
- კოფეინი (კომბინირებული სამკურნალო საშუალებები, რომლებიც შეიცავენ კოფეინს);
- შედედების საწინააღმდეგო პრეპარატები (დიკუმაროლი, ვარფარინი);
- ჰორმონები (კორტიკოსტეროიდები, პერორალური კონტრაცეპტივები);
- ფენილბუტაზონი, ანტიპირინი (ანთების საწინააღმდეგო, ანტირევმატიული სამკურნალო საშუალებები);
- ზოგიერთი სიმსივნის საწინააღმდეგო საშუალება;
- ნატრიუმის ვალპროატი და ვალპროის მჟავა (კრუნჩხვების სამკურნალო);
- ფენიტოინი (ეპილეფსიის სამკურნალო).

ბელერგამინის გამოყენება საკვებ პროდუქტებთან და სასმელებთან
ბელერგამინით მკურნალობისას, არ გამოიყენოთ სპირტიანი სასმელები. ალკოჰოლმა შეიძლება გააძლიეროს მისი ზოგიერთი გვერდითი მოვლენა. არ გამოიყენოთ კოფეინის შემცველი სასმელები.

ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებამდე, მიმართეთ რჩევისთვის თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.
ბელერგამინმა შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის დაზიანება. არ გამოიყენოთ ის, თუ თქვენ ხართ ორსულად. აცნობეთ თქვენს ექიმს, თუ დაორსულდით ბელერგამინით მკურნალობის პერიოდში. ბელერგამინის მოქმედი ნივთიერებები აღწევენ დედის რძეში და შეიძლება გავლენა მოახდინონ ძუძუზე მყოფ ბავშვზე. თუ ბავშვი გყავთ ძუძუთი კვებაზე, განიხილეთ მკურნალობის საკითხი თქვენს ექიმთან. მან შესაძლოა გირჩიოთ ძუძუთი კვების შეწყვეტა, ან დაგინიშნოთ სხვა სამკურნალო პრეპარატი.

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
ბელერგამინმა შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დარღვევა, ძილიანობა, რეფლექსების გაუარესება, ყურადღების დაქვეითება. 
ბელერგამინით მკურნალობისას, თავი აარიდეთ სატრანსპორტო საშუალებების მართვას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბელერგამინის ზოგიერთი კომპონენტის შესახებ
თუ თქვენმა ექიმმა გითხრათ, რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრების აუტანლობა, ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან. სამკურნალო საშუალება შეიცავს ხორბლის სახამებელს. ბელერგამინი უსაფრთხოდ ითვლება იმ პირებისათვის, ვისაც აქვს ცელიაკია. პაციენტებმა ალერგიით ხორბალზე (ცელიაკიისაგან განსხვავებით), არ უნდა მიიღონ ეს სამკურნალო საშუალება.
ტაბლეტის გარსში შედის აზოსაღებავი E124, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.

როგორ მიიღოთ ბელერგამინი
ბელერგამინი ყოველთვის მიიღეთ თქვენი ექიმის დანიშნულების ზუსტი დაცვით. თუ არ ხართ დარწმუნებული რამეში, კითხეთ თქვენს ექიმს. არ გადააჭარბოთ დანიშნულ დოზას. ტაბლეტები მიიღეთ შიგნით, წყლის დაყოლებით. ჩვეულებრივი დოზა შეადგენდს:
მოზრდილები: 1 ტაბლეტი 3-4 ჯერ დღეში. თავისი შეხედულებით ექიმმა შეიძლება გაზარდოს სადღეღამისო დოზა 6 ტაბლეტამდე.

ბავშვები და 18 წლამდე ასაკის მოზარდები: ბელერგამინის გამოყენება არ არის რეკომენდირებული ბავშვებსა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებში.

თუ თქვენ მიიღეთ ბელერგამინის საჭიროზე მეტი დოზა
სამკურნალო პრეპარატის მაღალმა დოზებმა შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სიმპტომები: მშრალი გაწითლებული კანი, პირის სიმშრალე, გულისრევა, ღებინება, გუგების გაფართოება, გულის შეკუმშვათა რითმის გახშირება, კიდურების სპაზმი, შარდის გამოყოფის გაძნელება, აგძნება, მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაციები, კრუნჩხვები.
ასეთი სიმპტომების გამოვლენისას, დაუყოვნებლივ მიმართეთ მკურნალ ექიმს, ან საავადმყოფოს.

თუ თქვენ დაგავიწყდათ ბელერგამინის მიღება
თუ თქვენ გამოტოვეთ ერთი დოზა, მიიღეთ ის რაც შეიძლება მალე. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.
თუ გაქვთ ნებისმიერი დამატებითი შეკითხვა, რომელიც დაკავშირებულია ამ სამკურნალო საშუალების გამოყენებასთან, გთხოვთ კითხოთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

შესაძლო გვერდითი მოვლენები
სხვა სამკურნალო საშუალებების მსგავსად, ბელერგამინმა შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ ის ყველას არ უნვითარდება.
ზოგიერთი გვერდითი მოვლენა შედარებით ხშირია (>1/100) – ასეთია თავბრუსხვევა, ძილიანობა, პირის სიმშრალე, შეკრულობა, ოფლის გამოყოფის შემცირება, ადგილობრივი შეშუპებები (სახის, თითების, ტერფების), დაღლილობის შეგრძნება. 
შედარებით იშვიათად (სიხშირით <1/100) მკურნალობის დროს შეიძლება აღინიშნოს: დისკომფორტი კუჭ-ნაწლავის მხრივ (გულისრევა, ღებინება, კოლიკები), ყლაპვის დარღვევა (დისფაგია), ყელის ანთება, დიარეა, მუცლის შებერილობა (მეტეორიზმი), ნერვიულობა, არეულობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, გულის შეკუმშვათა სიხშირის მომატება, ძალიან დაბალი გულის რითმი (ბრადიკარდია), ტკივილი გულის არეში, სისხლის წნევის მომატება, მხედველობის დარღვევა, თვალის შიდა წნევის მომატება (გლაუკომის გაუარესება), სუნთქვის გაძნელება, შარდვის გაძნელება, კიდურების ტკივილი და სპაზმი, განსაკუთრებით სიარულისას, კიდურების გაფერმკრთალება ან გალურჯება, ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება, ტვინის იშემია, კანის გამონაყარი, სტივენს-ჯონსონის სინდრომი (დაავადება, რომელსაც თან ახლავს კანზე, თვალებზე და სასქესო ორგანოებზე ბუშტუკების გაჩენა), სისხლის სურათის შეცვლა (აგრანულოციტოზი, თრომბოციტოპენია), კრუნჩხვები, მაღალი ტემპერატურა, ღვიძლის დაზიანება.
პირებს, რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა ერგოტამინისადმი, შესაძლოა განუვითარდეთ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები (ანგიოედემა), ლოკალური შეშუპებები, ქავილი.
ფენობარბიტალის გამოყენების ფონზე აღინიშნა მძიმე ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენის შემთხვევები (DღEშშ-სინდრომი). DღEშშ-სინდრომი ვლინდება გამონაყარით, ცხელებით, ეოზინოფილიით და სისტემური სიმპტომებით, როგორიცაა ადენოპათია (ლიმფური ჯირკვლების გადიდება), ჰეპატიტი, თირკმლის ფუნქციის დარღვევა, ფილტვების დაავადება. გამონაყარის განვითარებისას, დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება, თერაპიის განუახლებლად მიმართეთ ექიმს.
თუ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა ხდება სერიოზული, ან შენიშნეთ სხვა მოვლენები, რომლებიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, გთხოვთ აცნობოთ თქვენს ექიმს.

როგორ შეინახოთ ბელერგამინი
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში, მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 250ჩ ტემპერატურის პირობებში. 
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენოთ ბელერგამინი მუყაოს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
სამკურნალო საშუალებები არ გადააგდოთ კანალიზაციაში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. კითხეთ თქვენს ფარმაცევტს, როგორ გაანადგუროთ თქვენთვის არასაჭირო სამკურნალო საშუალებები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას.

დამატებითი ინფორმაცია
რას შეიცავს ბელერგამინი
- მოქმედი ნივთიერებები: შმაგას ფესვების თხევადი ნაყენი, ალკალოიდების ექვივალენტი, 0,1 მგ ატროპინზე, 0,3 მგ ერგოტამინზე, 20 მგ ფენობარბიტალზე გადაანგარიშებით ერთ ტაბლეტზე.
- დამხმარე ნივთიერებები: 
ტაბლეტის ბირთვის შემადგენლობა: ხორბლის სახამებელი, მონოჰიდრატების ლაქტოზები, ჟელატინი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტალკი, მაგნიუმის სტეარატი; კრემნიუმის დიოქსიდი, კოლოიდური, უწყლო.
გარსის შემადგენლობა: ტალკი, ტიტანიუმის დიოქსიდი, საქაროზა, ჟელატინი, აკაციის ფისი, ვარდისფერი საღებავი ოპალუქსი Aშ-24825 (საქაროზა, E120, E 124, E 1201, E 211, E132), მაკროგოლი 6000, გლიცერინი.

როგორ გამოიყურება ბელერგამინი და რას შეიცავს შეფუთვა
ვარდისფერი, უსუნო, მრგვალი, ორმხრივ ამობურცული ტაბლეტები, პრიალა ზედაპირით.
20 (ოცი) გარსით დაფარული ტაბლეტი პვქ აპკისებურ და ალუმინის ფოლგაზე, 1 (ერთი) ბლისტერი მუყაოს კოლოფში დანართ ფურცელთან ერთად.

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის II ჯგუფი- გამოიყენება ექიმის დანიშნულებით.
სად შევიძინოთ?