Nuk
ბაქტისტატინი / Baktistatin


შემადგენლობა

სტერილიზებული კულტურალური სითხე (Bacillus Subtilis) – 200 მგ;
ბუნებრივი ენტეროსორბენტი (ცეოლიტი) – 195 მგ;
სოიოს ფქვილის ჰიდროლიზატი – 100 მგ;
კალციუმის სტეარატი (აეროსილი) – 5 მგ.
ბაქტერია Bacillus Subtilis აპროდუცირებს ფერმენტებსა და ანტიბიოტიკების მსგავს ნივთიერებებს, რომლებიც განაპირობებენ ბაქტერიოციდულ და ბაქტერიოსტატულ მოქმედებას პათოგენურ და პირობით პათოგენურ მიკრობებეზე, ისე, რომ არ ახდენენ ნეგატიურ გავლენას ნაწლავის ნორმალურ მიკროფლორაზე.
Bacillus Subtilis მოქმედებს Helicobacter Pylori-ზე; გააჩნია ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება; აძლიერებს ნაწლავის ადგილობრივ იმუნიტეტს და ანეიტრალებს პათოგენურ მიკროფლორას.
ცეოლიტი – ბუნებრივი სორბენტია, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მთელ სიგრძეზე აქტიურად ახორციელებს ტოქსინების აბსორბციას, მონაწილეობს იონთა ცვლაში, ისე, რომ არ ურთიერთქმედებს ვიტამინებთან, ამინომჟავებთან, ცილებთან და სხვა სასარგებლო ნივთიერებებთან და წარმოადგენს მიკროელემენტების დამატებით წყაროს. ახდენს ტოქსინების გაზებისა და ალერგენების ადსორბციას და ორგანიზმიდან მათ გამოდევნას; აფერხებს დუღილისა და ლპობის პროცესებს ნაწლავში; აღადგენს საჭმლის მონელების პროცესს.
სოიოს ფქვილის ჰიდროლიზატი – წარმოადგენს ცილებისა და ამინომჟავეის ბუნებრივ წყაროს. იგი უზრუნველყოფს ნაწლავში ნორმალური მიკროფლორის ზრდისათვის საჭირო გარემოს შექმნას. - ასტიმულირებს ნაწლავში ბიფიდობაქტერიების ზრდასა და აქტივობას.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ბაქტისტატინი პრობიოტული მოქმედების საშუალებაა, რომელიც აღადგენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციას ორგანიზმიდან ტოქსიკური შენაერთების გამოდევნისა და ნაწლავის მიკროფლორის აღდგენის გზით.
ბაქტისტატინი აძლიერებს ერადიკაციული თერაპიის ეფექტურობას 
• Helicobacter Pylori-ზე ჩატარებული ერადიკაციული თერაპიის ეფექტურობა იზრდება 18%-ით; 
• ამცირებს ერადიკაციული თერაპიის დროს გამოხატულ გვერდით ეფექტებს.

ჩვენებები
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე და ქრონიკული დაავადებები, რომელსაც ახლავს დისბაქტერიოზი; გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი; ნაწლავური ინფექციები; ანტიბიოტიკოთერაპიისა და სხივური თერაპიის შემდგომი პერიოდი; სხვადასხვა სახის მოწამვლები, მათ შორის მძიმე მეტალებით; ალკოჰოლური ინტოქსიკაცია; ალერგიული დაავადებები (ეგზემა, ჭინჭრის ციება) კომბინირებული თერაპიის დროს; დერმატოლოგიური დაავადებები (ეგზემა, ნეიროდერმიტი, ფსორიაზი) კომპლექსური თერაპიის დროს.

მიღების წესები და დოზები
დოზირება: 1-2 კაფსულა დღეში 2-ჯერ ჭამის დროს.
მკურნალობის კურსი: 2-4 კვირა.
მოწამვლისას: 2 კაფსულა 3-ჯერ დღეში 3 დღის განმავლობაში.

აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტის გარეშე

სად შევიძინოთ?