ათერომოდი / Atheromod

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • გამოშვების ფორმა: შემოგარსული ტაბლეტი N100
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

წამლის ფორმა
შემოგარსული ტაბლეტი N100

შეფუთვა
350 მგ-იანი ტაბლეტები, 10ტაბლეტი ბლისტერზე ან პლასტმასის კონტეინერში 100 ტაბლეტი, მოთავსებული მუყაოს ყუთში.

ჩვენებები
ათეროსკლეროზის პრევენცია
ამცირებს ქოლსეტეროლს, LDL-ს და ტრიგლიცერიდებს; ზრდის HDL-ს
ამცირებს სისხლში შაქრის დონეს
ანტიოქსიდანტი და ჰეპატოპროტექტორი
ადიუვანტური თერაპია IBS-ის (გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი) სიმპტომების შემსუბუქებისათვის

შემადგენლობა
არტიშოკის ფოთლების ექსტრაქტი
მოქმედი ნივთიერებები
ქლოროგენისა და ცინარინის შემცველი, კოფეინის მჟავის წარმოებულები.

ფარმაკოლოგიური ეფექტები და მოქმედების მექანიზმები 
არტიშოკი (Cynara scolymus)   გამოიყენება ჰეპატიტის,  მადის დაქვეითების, დისპეფსიის და ნაღვლის ბუშტის ფუნქციური დარღვევების დროს.
დისპეფსიის მკურნალობისას, იზრდება ნაღვლის ნაკადი ღვიძლიდან საჭიროებისამებრ. ქლოროგენული მჟავა და ცინარინი ზრდიან ნაღვლის ნაკადს. ცინაროპირცინს და სესქვიტერპენულ ლაქტონებს აქვთ ჰიპოგლიკემიური და ჰიპოლიპიდემიური თვისებები. ცინარინი ამცირებს შრატში ქოლესტეროლს თავისი ნაღვლმდენი თვისებებით, მაგრამ მაღალი დოზები და გახანგრძლივებული დროით მკურნალობა აუცილებელია.

დოზირება და მიღების წესი
3 ჯერ დღეში, ყოველ მიღებაზე 1-2 ტაბლეტი, კვებასთან ერთად.

უკუჩვენებები და გაფრთხილებები
ათერომოდის შემოგარსული ტაბლეტის მიღება სანაღვლე გზების ობსტრუქციის და Compositae ოჯახის მცენარეებზე ჰიპერმგრძნობელობის არსებობის შემთხვევაში უკუნაჩვენებია.  კენჭების არსებობის შემთხვევაში, მიიღება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები არ გამოვლენილა 

ურთიერთქმედება სხვა წამლებთან
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება არ გამოვლენილა.

ორსულობის და ლაქტაციის დროს მიღება
არ არის მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს არტიშოკის ექსტრაქტის ტოქსიკურობაზე ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში; თუმცა ის არ უნდა იქნეს მიღებული ჭარბი რაოდენობით.

დამატებითი შენიშვნები
სისხლში ლიპიდების ზრდა, განსაკუთრებით ქოლესტეროლის,  ცნობილია, როგორც ათეროსკლეროზის რისკ-ფაქტორი, რომელიც არის გავრცელებული მდგომარეობა უფროსი ასაკის ადამიანებში და სიკვდილიანობის მნიშვნელოვანი მიზეზი.   ათერომოდის შემოგარსულ ტაბლეტებს აქვს მნიშვნელოვანი ეფექტი ათეროსკლეროზის რისკის დაწევაში, ქიმიური ჰიპო-ლიპიდემიური მედიკამენტების  გვერდითი მოვლენების გარეშე.
ალერგიული რეაქციის შემთხვევაში, შეწყვიტეთ მიღება და გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან.
სხვა მედიკამენტების მსგავსად ათერომოდის შემოგარსული ტაბლეტები შეინახეთ ბავშვების მხედველობის არეს მოშორებულ და მიუწვდომელ ადგილას. 
შეინახეთ მედიკამენტი თავის კონტეინერში, სინათლისაგან მოშორებულ ადგილას 15-30°Cტემპერატურაზე.

აფთიაქიდან გაცემის წესი:
გაიცემა ურეცეპტოდ