ათეროქსი / Aterox


შემადგენლობა

ათეროქსის თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10მგ-20მგ-40 მგ ათორვასტატინს და ტიტანის დიოქსიდს, როგორც დამხმარე საშუალებას.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ათეროქსი არის სინთეზური ჰიპოლიპიდური პრეპარატი, ჰმგ-კოA(3-ჰიდრიქსი-3-მეთილგლუტარილკოენზიმ A) რედუქტაზის სელექტიური კონკურენტული ინჰიბიტორი. აბლოკირებს რა ჰმგ-კოA-ს ამცირებს ქოლესტერინის სინთეზს ღვიძლში. ათეროქსი ამცირებს ქოლესტერინის და ლიპოპროტეინების დონეს პლაზმაში და ზრდის ღვიძლის LDL რეცეპტორების რაოდენობას უჯრედების ზედაპირზე, რასაც მივყავართ ქოლესტერინის შებოჭვის და კატაბოლიზმის გაზრდისკენ.
ათეროქსი ეფექტურად ამცირებს ქოლესტერინი/LDL დონეს ჰომოზიგოტური ქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში.
ათეროქსის დოზის დამოკიდებულების ეფექტის შესწავლისას დამტკიცდა,რომ პრეპარატი (დოზით 10მგ-80მგ) აქვეითებდა საერთო ქოლესტერინის რაოდენობას (30-46%), ქოლესტერინი/LDL რაოდენობას (41-61%-ით), აპოლიპოპროტეინი B (34-50% -ით) და ტრიგლიცერიდებს (14-33%-ით). მკურნალობის რეზულტატები იყო მსგავსი ოჯახური ჰეტეროზიგოტული ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში, არამემკვიდრული ქოლესტერინემიის ფორმების და შერეული ჰიპერლიპიდემიით დაავადებულებში, მათ შორის ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებში.
ათეროქსი აქვეითებს საერთო ქოლესტერინის დონეს, ქოლესტერინი/LDL-ს, აპოლიპოპროტეინ B, აგრეთვე ტრიგლიცერიდებსა და ქოლესტერინს რომლებიც არ შედიან HDL შემადგენლობაში, და ზრდის ქოლესტერინი/HDL რაოდენობას იზოლირებული ჰიპერტრიგლიცერიდემიის მქონე პაციენტებში. ათეროქსი და მისი ზოგიერთი მეტაბოლიტი ფარმაკოლოგიურად აქტიურია ადამიანისთვის. პირველი სამიზნე ორაგანო ათეროქსისთვის არის ღვიძლი, სადაც მიმდინარეობს ქოლესტერინის სინთეზი და LDL-ის კლირენსი. ათეროქსის დოზა შეირჩევა მისი თერაპიული ეფექტის მიხედვით.

ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა
ათეროქსი მიღების შემდეგ მალე აბსორბირდება. Cmax მიიღწევა 1-2 საათში. აბსოლუტური ბიოშეღწევადობა 14%-ია, ხოლო ჰმგ-კოA მაინჰიბირებელი აქტივობის სისტემური ბიოშეღწევადობა დაახლოებით 30%-ია. დაბალი სისტემური ბიოშეღწევადობა აიხსნება საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვან შრეში პრესისტემური კლირენსით და/ან ღვიძლში ‘’პირველი გასვლის’’ დროს მეტაბოლიზმით.
განაწილება:
ათეროქსის საშუალო VD შეადგენს საშუალოდ 381 ლიტრს. ათეროქსის პლაზმის ცილებთან დაკავშირების ხარისხი >=98%.
მეტაბოლიზმი
ათეროქსი P450 3A4 საშუალებით აქტიურად მეტაბოლიზირდება და წარმოქმნის ბეტა-ჟანგვის სხვადასხვა პროდუქტს და ორთო და პარაჰიდროქსილირებულ წარმოებულებს. ორთო და პარაჰიდროქსილირებული მეტაბოლიტების ინ ვიტრო მაინჰიბირებელი ეფექტი ჰმგ-კოA –ს მიმართ მსგავსია ათეროქსის მოქმედებისა.
გამოყოფა
ათეროქსი და მისი მეტაბოლიტები გამოიყოფა ძირითადად ნაღველით ღვიძლისმიერი და/ან არაღვიძლისმიერი მეტაბოლიზმის შედეგად ; თუმცა, როგორც ჩანს, ათეროქსს არ ემუქრება ნაწლავურ-ღვიძლისმიერი რეცირკულაცია. თ1/2 შეადგენს დაახლოებით 14 სთ, თუმცა მაინჰიბირებელი აქტივობის ნახევრადგამოყოფის პერიოდი ჰმგ-კოA მიმართებაში ტოლია 20-30 სთ-ის, რაც აიხსნება მისი მეტაბოლიტების მატებით. ათეროქსის კონცენტრაცია მნიშვნელოვნად იზრდება Cmax da AUC დაახლოებით 16-ჯერ და 11-ჯერ შესაბამისად) ღვიძლის ქრონიკული ალკოჰოლური დაავადებების მქონე პაციენტებში.

ჩვენებები
გამოიყენება კომბინაციაში დიეტასთან მომატებული საერთო ქოლესტერინის, ქოლესტერინი/LDL, აპოლიპოპროტეინი B და ტრიგლიცერიდების დონის დასაკლებლად, ასევე HDL ქოლესტერინის დონის ასამაღლებლად პირველადი ჰიპერქოლისტერინემიის, ოჯახური და არაოჯახური ჰეტეროზიგოტული ჰიპერქოლესტერინემიის და კომბინირებული (შერეული) ჰიპერლიპიდემიის მქონე პაციენტებში( ტიპიIIა და ტიპიIIბ-ფრედრიქსონის მიხედვით).
გამოიყენება დიეტასთან კომბინაციაში მომატებული შრატისმიერი ტრიგლიცერიდების(ტიპიIV-ფრედრიქსონის მიხედვით) დონის მქონე პაციენტების სამკურნალოდ და დისბეტალიპოპროტეინემიის(ტიპიIII) მქონე პაციენტებში, ვისთვისაც დიეტოთერაპია ადექვატურ შედეგს არ იძლევა. გამოიყენება საერთო ქოლესტერინის და ქოლესტერინი/LDL დონის დასაწევად ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიის მქონე პაციენტებში, როდესაც დიეტოთერაპია და სხვა არაფარმაკოლოგიური სამკურნალო მეთოდები არაეფექტურია.

მიღების წესები და დოზები
ათეროქსის დანიშვნამდე პაციენტს აუცილებლად უნდა ვურჩიოთ დაიცვას სტანდარტული ჰიპოლიპიდემიური დიეტა, რომელიც უნდა გაგრძელდეს მკურნალობის განმავლობაში.
საწყისი დოზა შეადგენს საშუალოდ 10მგ დღეში. დოზა მერყეობს 10მგ-დან 80მგ-მდე დღეში. პრეპარატი შეიძლება მიღებული იქნას დღის ნებისმიერ მონაკვეთში საკვებთან ერთად ან მის გარეშე. ათეროქსის დოზა შეირჩევა ქოლესტერინი/LDL-ის დონის, თერაპიული მიზნების და ინდივიდუალური ეფექტის გათვალისწინებით. მკურნალობის დასაწყისში და/ან ათეროქსის დოზის გაზრდის დროს აუცილებელია ყოველ 2-4 კვირაში გაკონტროლდეს ლიპიდების დონე პლაზმაში და შესაბამისად მოხდეს დოზის კორექცია. პირველადი ჰიპერქოლესტერინემიით და კომბინირებული (შერეული) ჰიპერლიპიდემიით დაავადებულებში აუცილებელი ეფექტი მიიღწევა ათეროქსის გამოყენებისას დოზით 10მგ დღეში. თერაპიული მოქმედება გამოვლინდება 2 კვირის განმავლობაში და ჩვეულებრივ აღწევს მაქსიმუმს 4 კვირაში. ხანგრძლივი მკურნალობის შემდგომ ათეროქსის ეფექტი შენარჩუნდება.
ათეროსკლეროზის ევროპული საზოგადოების ჰიპოლიპიდემიური თერაპიის მიზნები

პაციენტების პოპულაცია მგ/დლმკურნალობის მიზანიმმოლმმოლ
გიდ-ის და რისკის ფაქტორების არ არსებობაქოლესტერინი/LDL155-1754-4,5
გიდ-ის არ არსებობა, ერთი რისკფაქტორიქოლესტერინი/LDL35-1553,5-4
გიდ-ი, ორი რისკფაქტორი, პერიფერიული სისხლძარღვების დაზიანება, ან ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიაქოლესტერინი/LDL115-1353-3,5


ოჯახური ჰომოზიგოტური ჰიპერქოლესტერინემია.
ჰომოზიგოტური ოჯახური ჰიპერქოლესტერინემიით დაავადებულ მოზრდილებში ჩატარებულ კვლევაში 80მგ ათეროქსით თერაპიის ფონზე უმრავლეს შემთხვევაში ქოლესტერინი/LDL-ის დონემ დაიკლო 15%-ზე მეტად(18-45%).
ბავშვებში ათეროქსის (80მგ-იანი დოზის) გამოყენების გამოცდილება შეზღუდულია.
თირკმლის უკმარისობის და თირკმლის დაავადების მქონე პაციენტებში პრეპარატის გამოყენებისას არ იცვლება პლაზმაში ათეროქსის კონცენტრაცია, ან ქოლესტერინი/LDL-ის შემცველობის დაქვეითების ხარისხი, ამიტომაც პრეპარატის დოზის ცვლილება არ არის საჭირო.
პრეპარატის გამოყენების თავისებურება მოხუცებულებში უსაფრთხოების, ეფექტურობის და ჰიპოლიპიდემიური თერაპიის მიზნის მიღწევის კუთხით არ აღინიშნა საერთო პოპულაციასთან შედარებით.

გვერდითი მოვლენები
ძირითადი გვერდითი მოვლენები , რომელიც ათეროქსით მკურნალობისას აღინიშნა იყო დისპეპსია, ტკივილი მუცლის არეში, თავის ტკივილი, გულისრევა, მიალგიები, ასთენია, დიარეა და უძილობა. ქვემოთ ჩამოთვლილია სხვა არასასურველი გამოვლინებები, რომლებიც აღინიშნა ათეროქსის კლინიკური გამოკვლევების შედეგად: ანგიონევროზული შეშუპება, კუნთების კრუნჩხვები, მიოზიტი, მიოპათია, პარესთეზიები, პერიფერიული ნევროპათიები, პანკრეატიტი, ჰეპატიტი, ანორექსია, ღებინება, შეშუპება, გამონაყარი, იმპოტენცია, ჰიპერგლიკემია, ჰიპოგლიკემია.
ჩამოთვლილი გამოვლინებებიდან ყველას არ უკავშირებდნენ ათეროქსს.
ათორვასტატინის ფართოდ გამოყენების პროცესში აღწერილი იყო იშვიათი არასასურველი გამოვლინებები(გარდა ზემოთჩამოთვლილისა), რომლებიც შეიძლება არც კი იყვნენ დაკავშირებული მკურნალობასთან: ალერგიული რეაქციები(ანაფილაქსიური რეაქციის და ჭინჭრის ციების ჩათვლით), ართრალგიები, ბულოზური გამონაყარი(მულტიფორმული ერითემა, სტივენ-ჯონსონის სინდრომი, ლაილას სინდრომი/ ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი), რაბდომიოლოზი, თრომბოციტოპენია.
ათეროქსი ჩვეულებრივ კარგად გადაიტანება. გვერდითი მოვლენები, როგორც წესი, იყო მსუბუქი და გარდამავალი. გვერდითი ეფექტების გამო, რომელსაც უკავშირებდნენ ათორვასტატინს, კლინიკური კვლევიდან გამოირიცხა დაავადებულთა 2%-ზე ნაკლები.

უკუჩვენება
ღვიძლის მწვავე დაავადება ან გაურკვეველი გენეზის ტრანსამინაზების შრატისმიერი მომატებული აქტივობა(3-ჯერ მეტი დასაშვებ ნორმაზე).
ორსულობა
ლაქტაცია(ძუძუთი კვება)
პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობისას ათეროქსის კატეგორია—X
ათეროქსი უკუნაჩვენებია ორსულობისას და ლაქტაციის პერიოდში(ძუძუთი კვებისას) რეპროდუქციული ასაკის ქალები მკურნალობის განმავლობაში უნდა სარგებლობდნენ კონტრაცეფციის ადექვატური მეთოდებით.

განსაკუთრებული მითითებები
ათეროქსით მკურნალობის ჩატარების შემდეგ, როგორც სხვა ჰიპოლიპიდემიური პრეპარატების გამოყენებისას, აღინიშნებოდა ამინოტრანსფერაზების დონის შრატისმიერი აქტივობის ზომიერი მომატება(ზედა ზღვარზე 3-ჯერ მეტი). პაციენტებში, რომლებიც მკურნალობდნენ ათორვასტატინისთ აღინიშნებოდა მიალგიები. მიოპათიის დიაგნოზი( კუნთების ტკივილი და/ან სისუსტე შერწყმული კფკ-ს მომატებულ კონცენტრაციასთან-ზედა ზღვარზე 10-ჯერ მეტი) საჭიროა განვიხილოთ გავრცელებული მიალგიების მქონე პაციენტებში.
აუცილებლობის შემთხვევაში დოზას ვამცირებთ ან საერთოდ ვწყვეტთ ატორვასტატინით მკურნალობას. ათორვასტატინის და ამ ჯგუფის სხვა პრეპარატების გამოყენებისას, აღწერილია რაბდომიელოზის შემთხვევები მწვავე თირკმლის უკმარისობით, რომელიც მიოგლობინურიით იყო განპირობებული.

ჭარბი დოზირება
მკურნალობა: აუცილობლობის დროს მიმართავენ სიმპტომურ თერაპიას. გამომდინარე ათეროქსის აქტიური შეკავშირების უნარიდან პლაზმის ცილებთან ჰემოდიალიზი თითქმის არ მოქმედებს ათეროქსის კლირენსის გაზრდაზე. სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
მკურნალობის განმავლობაში მიოპათიის რისკი იზრდება ამ ჯგუფის სხვა პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას ციკლოსპორინთან, ფიბრატებთან, ერითრომიცინთან, აზოლამის და ნიაცინის ჯგუფის ანტიფუნგალურ პრეპარატებთან.
ერთდრუული გამოყენებისას ათეროქსის და სუსპენზიის, რომელიც შეიცავდა მაგნიუმს და ალუმინის ჰიდროქსიდს, ათეროსის კონცენტრაცია 35%-ით დასწია, თუმცა ქოლესტერინი/LDL-ის დაქვეითების ხარისხი არ შეცვლილა.
ერთდროული გამოყენებისას ათეროქსი არ მოქმედებს ანტიპირინის ფარმაკოკინეტიკაზე; ასე რომ, ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან, რომლებიც ციტოქრომის იმავე ფერმენტებით მეტაბოლიზირდებიან არ არის მოსალოდნელი.
კოლესტიპოლის და ათეროქსის ერთდროული გამოყენებისას, ამ უკანასკნელის კონცენტრაცია პლაზმაში 25%-ით იკლებს, თუმცა ამ პრეპარატების კომბინაცია გაცილებით ეფექტურია ვიდრე ცალ-ცალკე თითოეული პრეპარატის ეფექტი.
დიგოქსინის და 10მგ ათორვასტატინის განმეორებითი მიღების შემდეგ დიგოქსინის კონცენტრაცია პლაზმაში არ შეცვლილა, თუმცა 80მგ ათორვასტატინის მიღების შემდეგ დიგოქსინის კონცენტრაციამ 20%-ით დაიკლო. პაციენტები, რომლებიც ერთდროულად იღებენ დიგოქსინს და ათორვასტატინს უნდა იყვნენ მევალყურეობის ქვეშ.
ათორვასტატინის და ერითრომიცინის (აინჰიბირებს ციტოქრომ P450 3A4)ერთდროული გამოყენებისას ათორვასთატინის კონცენტრაციამ პლაზმაში 40%-ით მოიმატა.
ათორვასტატინის და ორალური კონტრაცეპტივების ერთდროული გამოყენებისას, რომლებიც შეიცავენ ეთინილესტრადიოლს და ნორეტინდრონს, აღინიშნებოდა მნიშვნელოვანი მომატება AUC; ეთინილესტრადიოლს და ნორეტინდრონის კონცენტრაცია შესაბამისად დაახლოებით 20 და 30%-ით გაიზარდა. ეს ეფექტი უნდა იქნას გათვალისწინებული ქალბატონებში, რომლებიც იღებენ ორალურ კონტრაცეპტივებს და პარალელურად ათორვასტატინს.
ათორვასტატინის, ვარფარინის და ციმეტიდინის ერთდროული გამოყენებისას პრეპარატებს შორის ურთიერთმოქმედება არ აღინიშნა.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი უნდა შენახულ იქნას კონტროლირებადი ოთახის ტემპერატურის პირობებში(20ºC - 25ºC), ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე. შენახვის ვადა-3 წელი.

აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით

რეგისტრაციის # და თარიღი
#r-001769 24.02.2010