Nuk
ატენოლოლ-დენკი 50 / Atenolol-Denk 50


შემადგენლობა

თითოეული შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 50 მგ ატენოლოლს.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ატენოლოლი წარმოადგენს ჰიდროფილურ ბეტა-რეცეპტორის ბლოკატორს, რომელიც შედარებით სელექტიურად მოქმედებს β1-რეცეპტორებზე (კარდიოსელექტიურია). მას არ გააჩნია შინაგანი სიმპათომიმეტური მოქმედება და მემბრანის მასტაბილიზირებელი მოქმედება.
სიმპათომიმეტური ტონუსიდან გამომდინარე პრეპარატი ამცირებს გულის შეკუმშვის სიხშირეს და ძალას. იგი აგრეთვე ამცირებს AV გამტარობას და პლაზმის რენინის აქტივობას. β2- რეცეპტორების დაინჰიბირების ხარჯზე ატენოლოლს შეუძლია გაზარდოს გლუვი კუნთების ტონუსი.

ფარმაკოკინეტიკა
შიგნით მიღების შემდეგ, ატენოლოლის 50% შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. რადგან ატენოლოლი არ განიცდის ღვიძლის პირველი გასვლის მეტაბოლიზმს, ამის გამო მისი სისტემური შეწოვა შეადგენს დაახლოებით 50%-ს. პლაზმაში მისი მაქსიმალური კონცენტრაცია აღინიშნება დაახლოებით 2-4 საათის შემდეგ. პლაზმის ცილებს უერთდება პრეპარატის 3%. განაწილების მოცულობა შეადგენს დაახლოებით 0.7 ლ/კგ-ს.
ატენოლოლი მხოლოდ მცირედ განიცდის მეტაბოლიზმს. რაიმე კლინიკური ღირებულების მქონე მეტაბოლიტები არ წარმოიქმნება.
ატენოლოლის დაახლოებით 90% გამოიყოფა უცვლელი სახით თირკმელების საშუალებით 48 საათის განმავლობაში. თირკმლის ნორმალური ფუნქციის შემთხვევაში, ატენოლოლის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 6-10 საათს. თირკმლის ტერმინალური უკმარისობის შემთხვევაში ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება 140 სთ-მდე.

ჩვენებები
- გულის ფუნქციური ჩივილები (ჰიპერკინეზური გულის სინდრომი, ჰიპერტონიის რეგულაციის დარღვევები).
- კარდიოვასკულარული დაავადებები (ქრონიკული სტაბილური სტენოკარდია ან არასტაბილური სტენოკარდია, იმ შემთხვევაში თუ მომატებულია გულის რითმი და არტერიული წნევა).
- ტაქიკარდიით მიმდინარე არითმია:
- სუპრავენტრიკულური არითმია; დამატებითი თერაპიული საშუალების სახით გამოიყენება თირეოტოქსიოზით გამოწვეული სინუსური ტაქიკარდიის, პაროქსიზმული სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიის, წინაგულების ფიბრილაციის და ციმციმის დროს (იმ შემთხვევაში თუ საგულე გლიკოზიდების მაღალი დოზებით ვეღარ ხერხდება მათი მკურნალობა).
- ვენტრიკულური არითმია, მათ შორის სიმპათიკური სისტემის გააქტიურებით (ფიზიკური დატვირთვა, ინდუქციის ფაზა ანესტეზიის დროს, ჰალოთანის ანესთეზია და ეგზოგენური სიმპათომიმეტური საშუალებების დანიშვნა) გამოწვეული ვენტრიკულური ექსტრასისტოლები, ვენტრიკულური ტაქიკარდია და ვენტრიკულური ფიბრილაცია (გამოიყენება მხოლოდ დროებით, განსაკუთრებით როდესაც ვენტრიკულური არითმია ვითარდება სიმპათიკური სისტემის გააქტიურების გამო). 
- მაღალი არტერიული წნევა (არტერიული ჰიპერტენზია).

მიღების წესები და დოზები
თუ არ არის განსხვავებული მითითება, ასეთ შემთხვევაში გამოიყენება შემდეგი გაიდლაინები. ატენოლოლ-დენკ 50 მიიღება ინსტრუქციის მიხედვით, წინააღმდეგ შემთხვევაში მან შესაძლებელია ვერ იმოქმედოს შესაბამისად.
- ფუნქციონალური კარდიოვასკულარული ჩივილები (ჰიპერკინეზური გულის სინდრომი, ჰიპერტონიის რეგულაციის დარღვევები): ატენოლოლ-დენკ 50-ის 1/2 შემოგარსული ტაბლეტი ერთჯერ დღეში (შეესაბამება 25 მგ ატენოლოლს).
- კარდიო-ვასკულარული დარღვევები (ქრონიკული სტაბილური სტენოკარდია ან არასტაბილური სტენოკარდია): ატენოლოლ-დენკ 50-ის 1-2 შემოგარსული ტაბლეტი ერთჯერ დღეში (შეესაბამება 50-100 მგ ატენოლოლს).
- ტაქიკარდიით მიმდინარე გულის არითმიები (სუპრავენტრიკულური და პარკუჭოვანი არითმიები): 50-100 მგ ატენოლოლი 1-2-ჯერ დღეში (შეესაბამება ატენოლოლ-დენკ 50-ის 1-4 შემოგარსულ ტაბლეტს).
- მაღალი არტერიული წნევა: მკურნალობის დასაწყისში მიიღება ატენოლოლ-დენკ 50-ის 1 შემოგარსული ტაბლეტი ერთჯერ დღეში (შეესაბამება 50 მგ ატენოლოლს). საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს მკურნალობის დაწყებიდან 1 კვირის შემდეგ 2 ტაბლეტამდე 1-ჯერ დღეში (შეესაბამება 100 მგ ატენოლოლს).
თუ ძლიერ შემცირდება გულისცემა და/ან არტერიული წნევა ან გამოვლინდება სხვა გართულება, ასეთ შემთხვევაში მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

შენიშვნა: 
დოზა უნდა დარეგულირდეს თირკმლის ფუნქციის ძლიერი დაქვეითების შემთხვევაში. თუ კრეატინინის კლირენსი შემცირებულია და შეადგენს 10-30 მლ/წთ-ს (შრატის კრეატინინი > 1.2 < 5 მგ/დლ), ასეთ შემთხვევაში დოზა უნდა განახევრდეს, ხოლო თუ კრეატინინის კლირენსი შეადგენს < 10 მლ/წთ-ს (შრატის კრეატინინი > 5 მგ/დლ), მაშინ მიიღება სტანდარტული დოზის 1/4.
ტაბლეტები უნდა გადაიყლაპოს დაუღეჭავად შესაბამისი რაოდენობის სითხესთან ერთად (მაგალითად ერთი ჭიქა წყალი), საკვების მიღებამდე. 
მკურნალი ექიმი გადაწყვეტს მკურნალობის ხანგრძლივობას. 
თუ პაციენტს სურს მკურნალობის შეწყვეტა ან დოზის შეცვლა, ასეთ შემთხვევაში კონსულტაციისთვის უნდა მიმართოს მკურნალ ექიმს. თუ ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ პაციენტს სურს ატენოლოლის მიღების შეწყვეტა ან შეჩერება, ასეთ შემთხვევაში ეს უნდა მოხდეს საფეხურეობრივად, რადგან მკურნალობის უეცარმა შეწყვეტამ შესაძლებელია გამოიწვიოს გულის იშემია, სტენოკარდიის გაძლიერება, გულის ინფარქტი ან ჰიპერტენზიის გაუარესება.

გვერდითი მოვლენები
განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში შეიძლება გამოვლინდეს ცენტრალური ნერვული სისტემის მოვლენები, მათ შორის დაღლილობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მხედველობის დარღვევა, ოფლიანობა, ლეთარგია, გონების დაბინდვა, ჰალუცინაციები, ფსიქოზი, კოშმარები ან უფრო მძაფრი სახის სიზმრები, უძილობა და დეპრესია. 
იშვიათად შესაძლებელია განვითარდეს არტერიული წნევის დაქვეითება (ჰიპოტონია), გულისცემის შემცირება (ბრადიკარდია), გონების დაკარგვის ხანმოკლე ეპიზოდი (სინკოპე), ატრიოვენტრიკულური გამტარებლობის დარღვევა ან გულის კუნთის დასუსტება (გულის უკმარისობა). 
ცალკეულ შემთხვევებში იმ პაციენტებში, რომლებშიც გულ-მკერდის ტკივილი (სტენოკარდია) იწვევს გულყრის განვითარებას, შესაძლებელია გულყრების ინტენსივობის გაძლიერება.
შესაძლებელია განვითარდეს კუჭ-ნაწლავის გარდამავალი სიმპტომები (გულისრევა, ღებინება, ყაბზობა, დიარეა). 
იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია განვითარდეს კანის ალერგიული რეაქციები (სიწითლე, ქავილი, გამონაყარი).
იშვიათ შემთხვევებში კიდურებში შესაძლებელია განვითარდეს ჭიანჭველების ცოცვის შეგრძნება, დაბუჟება ან სიცივის შეგრძნება (პარესთეზია). იშვიათად ვითარდება კუნთების სისუსტე და კუნთების სპაზმი. აღნიშნული ეფექტეი განსაკუთრებით გამოხატულია პერიფერიული ცირკულატორული დარღვევების მქონე პაციენტებში, მათ შორის პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თითების არტერიების სპაზმი (რეინოს სინდრომი).
იმის გამო, რომ არსებობს სასუნთქი გზების რეზისტენტობის გაზრდის ალბათობა, ბრონქოსპაზმისკენ მიდრეკილ პაციენტებში (განსაკუთრებით სასუნთქი გზების ობსტრუქციული დაავადებების დროს) შესაძლებელია განვითარდეს რესპირატორული დისტრესის სინდრომი. 
იშვიათად ვლინდება პირის სიმშრალე, კონიუქტივის ანთება (კონიუქტივიტი) ან ცრემლის გამომუშავების შემცირება. 
იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია გამოვლინდეს ფარულად მიმდინარე დიაბეტი (ლატენტური შაქრიანი დიაბეტი) ან გაუარესდეს უკვე გამოვლენილი შაქრიანი დიაბეტის მიმდინარეობა. ინტენსიური დახანგრძლივი შიმშილის დროს ან ძლიერი ფიზიკური დატვირთვის შემთხვევაში ატენოლ-დენკ 50-ის მიღებამ შესაძლებელია შეამციროს სისხლში გლუკოზის დონე (ჰიპოგლიკემია). აგრეთვე შესაძლებელია შეინიღბოს ჰიპოგლიკემიის ნიშნები, როგორიც არის გაძლიერებული გულისცემა (ტაქიკარდია) და თითების კანკალი (ტრემორი). ბეტა-ადრენორეცეპტორის ბლოკატორებმა როგორიც არის მაგალითად ატენოლოლ-დენკ 50, შესაძლებელია გამოიწვიოს ვულგარული ფსორიაზი ან გააუარესოს აღნიშნული დაავადების სიმპტომები ან გამოიწვიოს ფსორიაზისთვის დამახასიათებელი გამონაყარი.
ინდივიდუალურ შემთხვევებში გამოვლინდა ლიბიდოს და პოტენციის დაქვეითება.
ატენოლოლ-დენკ 50-მა აგრეთვე შესაძლებელია გამოიწვიოს მეტაბოლიზმის დარღვევა. მიუხედავად იმისა, რომ ტოტალური ქოლესტერინის დონე შესაძლებელია იყოს ნორმალური, სისხლში მცირდება HDL- ქოლესტერინის დონე და იზრდება ტრიგლიცერიდების დონე.
ატენოლოლ-დენკ 50-მა შესაძლებელია შენიღბოს თირეოტოქსიკოზის სიმპტომები (მაგალითად ტაქიკარდია, ტრემორი) ჰიპერთირეოზის მქონე პაციენტებში. თუ გამოვლინდა გვერდითი ეფექტები, რომლებიც არ არის ზემოთ აღწერილი, დაუყოვნებლივ უნდა მიემართოს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს.

უკუჩვენება
- პრეპარატი უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
- გულის კუნთის სისუსტე (მანიფესტირებული გულის უკმარისობა).
- შოკი.
- ატრიოვენტრიკულური გამტარებლობის დარღვევა (II და III ხარისხის ბლოკადა).
- სინუსის კვანძის სისუსტე.
- იმპულსის გამტარებლობის დარღვევა სინუსის კვანძსა და წინა გულებს შორის (სინო-ატრიალური ბლოკადა).
- თუ მკურნალობამდე პულსი ნაკლებია 50 დარტყმაზე წუთში (ბრადიკარდია).
- ძალიან დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტონია: სისტოლური წნევა ნაკლებია 90 მმ.ვწყ-ზე.
- სისხლში მჟავა გარემოს შექმნა (აციდოზი)
- ბრონქოსპაზმისკენ მიდრეკილება (ბრონქული ჰიპერაქტივობა, მაგალითად ასთმური ბრონქიტი)
- პერიფერიული ცირკულატორული დარღვევების გვიანი სტადია.
- MAO ინჰიბიტორებთან (მაგ. MAO-B ინჰიბიტორები) ერთად კომბინირებული მიღება.
- - ალერგია ატენოლოლის, სხვა ბეტა-ადრენორეცეპტორების ლოკატორების ან პრეპარატში შემავალი დამხმარე ინგრედიენტების მიმართ.
- უკუნაჩვენებია ვერაპამილის და დილტიაზემის ტიპის კალციუმის ანტაგონისტების ან სხვა ანტი-არითმიული პრეპარატების (მაგალითად დიზოპირამიდი) შეყვანა ინტრავენურად, იმ შემთხვევაში თუ პაციენტი ღებულობს ატენოლოლს (გამონაკლისს წარმოადგენს ინტენსიური მკურნალობა).
- პრეპარატი უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:
- გულის კუნთის სისუსტე (მანიფესტირებული გულის უკმარისობა).
- შოკი.
- ატრიოვენტრიკულური გამტარებლობის დარღვევა (II და III ხარისხის ბლოკადა).
- სინუსის კვანძის სისუსტე.
- იმპულსის გამტარებლობის დარღვევა სინუსის კვანძსა და წინა გულებს შორის (სინო-ატრიალური ბლოკადა).
- თუ მკურნალობამდე პულსი ნაკლებია 50 დარტყმაზე წუთში (ბრადიკარდია).
- ძალიან დაბალი არტერიული წნევა (ჰიპოტონია: სისტოლური წნევა ნაკლებია 90 მმ.ვწყ-ზე.
- სისხლში მჟავა გარემოს შექმნა (აციდოზი)
- ბრონქოსპაზმისკენ მიდრეკილება (ბრონქული ჰიპერაქტივობა, მაგალითად ასთმური ბრონქიტი)
- პერიფერიული ცირკულატორული დარღვევების გვიანი სტადია.
- MAO ინჰიბიტორებთან (მაგ. MAO-B ინჰიბიტორები) ერთად კომბინირებული მიღება.
- - ალერგია ატენოლოლის, სხვა ბეტა-ადრენორეცეპტორების ლოკატორების ან პრეპარატში შემავალი დამხმარე ინგრედიენტების მიმართ.
- უკუნაჩვენებია ვერაპამილის და დილტიაზემის ტიპის კალციუმის ანტაგონისტების ან სხვა ანტი-არითმიული პრეპარატების (მაგალითად დიზოპირამიდი) შეყვანა ინტრავენურად, იმ შემთხვევაში თუ პაციენტი ღებულობს ატენოლოლს (გამონაკლისს წარმოადგენს ინტენსიური მკურნალობა).
მნიშვნელოვანი გართულებები:
არ არის ცნობილი.

ორსულობა და ლაქტაცია
ატენოლოლ-დენკ 50 ორსულობის დროს ინიშნება მხოლოდ მკურნალობის სარგებლის და მასთან დაკავშირებული რისკის შეფასების შემდეგ. ლაქტაციის პერიოდში პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ.

ბავშვები და ხანდაზმულები: 
რადგან ბავშვებში არ არსებობს შესაბამისი მონაცემები პრეპარატის გამოყენების შესახებ, ატენოლოლ-დენკ 50 არ გამოიყენება აღნიშნულ ჯგუფში.
ხანდაზმულ პაციენტებში (65 წლის ზემოთ) დოზა უნდა დარეგულირდეს თირკმლის ფუნქციის შესაბამისად (იხ. დოზირება).

განსაკუთრებული მითითებები
ატენოლოლ-დენკ 50 სიფრთხილით მიიღება თირკმლის ძლიერ დარღვეული ფუნქციის შემთხვევაში, რადგან სხვა ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკატორების გამოყენების შემთხვევაში გამოვლინდა თირკმლის ფუნქციის გაუარესება.
ატენოლოლ-დენკ 50-ის მკურნალობისას რეგულარულად უნდა გადამოწმდეს ღვიძლის ფუნქციური მაჩვენებლები, რადგან სხვა ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკატორების გამოყენებისას გამოვლინდა ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. სხვა ბეტა-ადრენორეცეპტორების ბლოკატორების გამოყენებისას კანზე და ლორწოვან გარსებზე განვითარდა სისხლიანი ლაქები, რასაც თან ახლდა ან არ ახლდა თრომბოციტების რაოდენობის დაქვეითება (თრომბოციტოპენია და არა-თრომბოციტოპენიური პურპურა). ამის გამო ატენოლ-დენკ 50 –ის მიღებისას ყურადღება უნდა მიექცეს ასეთი ნიშნების გამოვლენას. 
მანქანის და სხვა მექანიზმების მართვა:
მკურნალობა უნდა ჩატარდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. ინდივიდუალური რეაქციები სხვადასხვა პაციენტში სხვადასხვანაირად ვლინდება და ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია იმოქმედოს მანქანის და სხვა მექანიზმების მართვაზე. ეს განსაკუთრებით შეიძლება გამოხატოს მკურნალობის დასაწყისში, დოზის გაზრდისას, პრეპარატის შეცვლისას ან ალკოჰოლთან ერთად კომბინირებულის გამოყენებისას.
სიფრთხილით: 
ქვემოთ მოყვანილია შემთხვევები, როდესაც ატენოლოლ-დენკ 50 მიიღება განსაკურებული სიფრხილით. საჭიროა ექიმის კონსულტაცია. ეს აგრეთვე გასათვალისწინებელია იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს ადრეც Hჰქონია მსგავსი შემთხვევები.
ქვემოთ მოყვანილ შემთხვევებში ატენოლოლ-დენკ 50 ინიშნება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მკურნალობის სარგებელი აჭარბებს მასთან დაკავშირებულ რისკს:
- ატრიოვენტრიკულური გამტარებლობის მსუბუქი ხარისხის დარღვევა (I ხარისხის ბლოკი).
- დიაბეტიანი პაციენტები (შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტები), რომელთა სისხლშიც გლუკოზის დონე მუდმივად მერყეობს (მდგომარეობა, რომლის დროსაც შესაძლებელია ძალიან შემცირდეს გლუკოზის დონე სისხლში).
- ხანგრძლივი შიმშილი და ფიზიკური დატვირთვა (მდგომარეობა, რომლის დროსაც მოსალოდნელია გლუკოზის დონის დაქვეითება სისხლში).
- ჰორმონის მაპროდუცირებელი თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე (ფეოქრომოციტომა; თუ მანამდე პაციენტს უტარდებოდა მკურნალობა ალფა-რეცეპტორების ბლოკატორებით).
- თირკმლის დარღვეული ფუნქციის მქონე პაციენტები (იხ. დოზირება).
თუ პაციენტს ამჟამად აქვს, ან ანამნეზში აღენიშნება ან ოჯახური ისტორიიდან ვლინდება მიდრეკილება ფსორიაზის მიმართ, ასეთ შემთხვევაში ბეტა- რეცეპტორების ბლოკატორები ინიშნება მხოლოდ მკურნალობის სარგებელის და მასთან დაკავშირებული რისკის შეფასების შემდეგ. 
ბეტა-რეცეპტორების ბლოკატორებმა შესაძლებელია ხელი შეუწყონ ალერგიული რეაქციების განვითარებას და აგრეთვე გააძლიერონ ანაფილაქსიური რეაქციების სიმწვავე. მიღების წესი მკაცრად უნდა დაიცვან პაციენტებმა, რომელთაც ანამნეზში აღენიშნებათ ალერგიული რეაქციები და აგრეთვე მათ, ვისაც უტარდებათ ალერგიული რეაქციების დამაქვეითებელი მკურნალობა (დესენსიბილიზაცია) (შენიშვნა: მოსალოდნელია ანაფილაქსიური რეაქციების გაძლიერება).

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების სიმპტომები:
გადაჭარბებული დოზის სიდიდიდან გამომდინარე, ინტოქსიკაციის კლინიკური სურათი ძირითადად გამოიხატება კარდიოვასკულარული და ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ. შესაძლებელია განვითარდეს შემდეგი სიმპტომები: არტერიული წნევის დაქვეითება, გულის რითმის შემცირება და გულის გაჩერებაც კი, გულის ფუნქციის დაქვეითება (გულის უკმარისობა), კარდიოგენული შოკი. აგრეთვე დამატებით შესაძლებელია გამოვლინდეს ჩივილები სასუნთქი სისტემის მხრივ, ბრონქოსპაზმი, გულისრევა, გონების დაბინდვა, ზოგჯერ გენერალიზირებული კრუნჩხვები. თუ პაციენტს გაუჩნდა ეჭვი დოზის გადაჭარბების შესახებ, მან დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს.
თერაპიული ზომების მიღება დოზის გადაჭარბების შემთხვევაში:
დოზის გადაჭარბების ან გულის რითმის და/ან არტერიული წნევის დაქვეითების შემთხვევაში ატენოლოლ-დენკ 50-ის მკურნალობა უნდა შეწყდეს. საჭიროა სასიცოცხლო ნიშნების მონიტორინგი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში მათი დარეგულირება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. დოზის გადაჭარბების დროს ანტიდოტის სახით გამოიყენება შემდეგი პრეპარატები:
ატროპინი: 0.5-2.0 მგ ინტრავენური დარტყმითი დოზის სახით.
გლუკაგონი: დასაწყისში ინტრავენურად შეჰყავთ 1-10 მგ, ხოლო შემდგომ პერიოდში 2-2.5 მგ/სთ წვეთოვანი ინფუზიის სახით.
სიმპათომიმეტური საშუალებები, რაც დამოკიდებულია სხეულის მასაზე და ეფექტებზე: დოფამინი, დობუტამინი, იზოპრენალინი, ორციპრენალინი და ადრენალინი.
ბრადიკარდიის განვითარების შემთხვევაში შესაძლებელია დროებითი ფეის-მექერის ჩადგმა.
ბრონქოსპაზმის განვითარების შემთხვევაში უნდა დაინიშნოს β2-სიმპათომიმეტური საშუალებები აეროზოლის სახით (ან თუ ეფექტი არასაკმარისია, ასეთ შემთხვევაში ინტრავენური ინფუზიის სახით) ან ამინოფილინი ი/ვ.
გენერალიზირებული გულყრის შემთხვევაში რეკომენდირებულია დიაზეპამის შეყვანა ნელი ინტრავენური ინფუზიის სახით.
შესაძლებელია ატენოლოლის ელიმინაცია დიალიზის საშუალებით.
ატენოლოლის მცირე დოზის მიღება:
მკურნალობა უნდა გაგრძელდეს ექიმის დანიშნულების შესაბამისად.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ატენოლოლ-დენკ 50-ის და სხვა პრეპარატების კომბინირებული გამოყენებისას შესაძლებელია გამოვლინდეს შემდეგი რეაქციები:
- არტერიული წნევის დამქვეითებელი პრეპარატები, დიურეტიკები, ვაზოდილატატორები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები, ბარბიტურატები, ფენოთიაზინი: ზრდიან არტერიულ წნევას ატენოლოლ-დენკ 50-ის ეფექტის შემცირების ხარჯზე.
- არითმიის სამკურნალო პრეპარატები: შესაძლებელია გაძლიერდეს ატენოლოლის დამთრგუნველი მოქმედება გულზე (კარდიო-დეპრესიული მოქმედება).
- ვერაპამილის და დილტიაზემის ტიპის კალციუმის არხის ანტაგონისტები, არითმიის სამკურნალო სხვა პრეპარატები (მაგალითად დიზოპირამიდი): მოსალოდნელია არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება (ჰიპოტენზია), გულისცემის შემცირება (ბრადიკარდია) ან სხვა სახის არითმიები.
- ნიფედიპინის ტიპის კალციმის არხის ანტაგონისტები: არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითება, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში განვითარდა გულის უკმარისობა.
- საგულე გლიკოზიდები, რეზერპინი, ალფა-მეთილდოპა, გუანფაცინი, კლონიდინი: გულისცემის შემცირება, გულის გამტარებლობის დაქვეითება. თუ ატენოლოლ-დენკ 50-ის მკურნალობის დროს პაციენტი უეცრად შეწყვეტს კლონიდის მიღებას, ამან შესაძლებელია გამოიწვიოს არტერიული წნევის ძლიერი მომატება. შესაბამისად ატენოლოლ-დენკ 50-ის მკურნალობა უნდა შეწყდეს კლონიდინის მიღების შეწყვეტამდე რამდენიმე დღით ადრე. ამის შემდეგ კლონიდინის მკურნალობა უნდა შეწყდეს საფეხურეობრივად.
- ჰიპოგლიკემიური პრეპარატები, ინსულინი: ჰიპოგლიკემიური ეფექტების გაძლიერება. შესაძლებელია მოხდეს ჰიპოგლიკემიის ნიშნების, მაგალითად გახშირებული გულისცემის (ტაქიკარდია) და თითების კანკალის (ტრემორი) მასკირება ან შემცირება.
- ნორადრენალინი და ადრენალინი: მოსალოდნელია არტერიული წნევის მომატება.
- ანთების სამკურნალო პრეპარატები (მაგალითად ინდომეტაცინი): შესაძლებელია შემცირდეს ატენოლოლის ჰიპოტენზიური ეფექტი.
- საანესთეზიო საშუალებები და ნარკოტიკები: ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება, გულის ფუნქციის დამთრგუნველი ეფექტის გაძლიერება (ნეგატიური ინოტროპული ეფექტი. ანესთეზიოლოგმა უნდა იცოდეს, რომ პაციენტი ღებულობს ატენოლოლს).
- პერიფერიული კუნთის რელაქსანტები (მაგალითად სუქცამეთონიუმის ჰალოგენიდი, ტუბოკურარინი): ატენოლოლი აძლიერებს და ახანგრძლივებს მიორელაქსანტების მოქმედებას (ანესეზიოლოგმა უნდა იცოდეს, რომ პაციენტი ღებულობს ატენოლოლს).
გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული მკურნალობა აგრეთვე ეხება უახლოესი პერიოდის განმავლობაში მიღებულ პრეპარატებს.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება არა უმეტეს 25oC ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
არ გამოიყენება ვადის გასვლის შემდეგ

რეგისტრაციის # და თარიღი
05.09.2009 - 05.09.2013

სად შევიძინოთ?