Nuk
ასკორბინის მჟავა 250მგ.ტაბ. / Ascorbic acid


შემადგენლობა 

თითო ტაბლეტი შეიცავს 250 მგ ასკორბინის მჟავას.

ჩვენებები
წყალში ხსნადი ვიტამინი C მნიშვნელოვან როლს ასრულებს კოლაგენისა და უჯრედშიდა ნივთიერებების სინთეზში. ვიტამინი C- ს უკმარისობა ვითარდება არაადეკვატული კვების დროს. 
ვიტამინი C უკმარისობა იწვევს სკორბუტს. მას ახასიათებს კაპილარების სიმყიფე, სისხლდენა (განსაკუთრებით წვრილი სისხლძარღვებიდან და ღრძილებიდან), ანემია, ხრტილებისა და ძვლების დაზიანება, ჭრილობების ძნელად შეხორცება. ვიტამინი C გამოიყენება უკმარისობის მკურნალობისა და პრევენციისათვის. იგი სრულად აქრობს უკმარისობის სიმპტომებს.

მიღების წესები და დოზები
მკურნალობა: მოზრდილებში: 500 მგ დღეში 1-2 დოზად.
ბავშვებში: 100-300მგ დღეში , დოზებად დაყოფილი.
პროფილაქტიკა: 50 მგ დღეში ორსულობის დროს, 100 მგ დღეში ლაქტაციის პერიოდში.

გვერდითი მოვლენები
ასკორბინის მჟავა კარგად აიტანება და არასასურველი ეფექტები არ ვლინდება 1.5გ-მდე დოზის მიღებისას. უფრო მაღალი დოზების მიღებისას შესაძლებელია განვითარდეს გასტროინტესტინალური დარღვევები.

ორსულობა და ლაქტაცია
ასკორბინის მჟავა ჩვეულებრივი დოზებით უსაფრთხოდ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. დიდი დოზების უეცრად შეწყვეტამ შესაძლებელია ბავშვებში გამოიწვიოს სკორბუტი (უკუქცევის ეფექტი).

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის დიდი დოზებით მიღებამ შესაძლებელია ხელი შეუშალოს შარდში გლუკოზის განსაზღვრას. ხანგრძლივად დიდი დოზების მიღებამ ისეთ პაციენტებში, რომელთაც აღენიშნებათ თირკმლის დისფუნქცია შესაძლებელია გამოიწვიოს ოქსალატის კენჭების ჩამოყალიბება თირკმელებში.

ჭარბი დოზირება
ჭარბი დოზირება არ იწვევს სერიოზულ გვერდით ეფექტებს.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება მშრალ,სინათლისაგან დაცულ ადგილზე არაუმეტეს 25oC ტემპერატურაზე. მოარიდეთ ლითონებს.
შენახვის ვადა: 36 თვე

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III- გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.

სად შევიძინოთ?