Nuk
ართრა პლუსი / Artra Plus


შემადგენლობა:  ქონდროიტინ ნატრიუმის სულფატისა და გლუკოზამინის ჰიდროქლორიდის ნარევი (ქონდროიტინ ნატრიუმის სულფატი, გლუკოზამინის ჰიდროქლორიდი, გასუფთავებული წყალი), გადამტანი მიკროკრისტალური ცელულოზა, სტაბილიზატორი დიკალციუმის ფოსფატ დიჰიდრატი, გადამტანი ნატრიუმის კროსკარმელოზა, სტაბილიზატორი სტეარინის მჟავა, ტაბლეტის გარსი (გადამტანი ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა, საღებავი ტიტანის დიოქსიდი, სტაბილიზატორი პოლიდექსტროზა, ანტიადჰეზიური აგენტი ტალკი, მალთოდექსტრინი, საშუალო ჯაჭვის ტრიგლიცერიდები, სტაბილიზატორი პოლიეთილენგლიკოლი, საღებავი რკინის ყვითელი ოქსიდი), სტაბილიზატორი მაგნიუმის სტეარატი.

 

რეკომენდაციები გამოყენებისათვის:  მოზრდილები: 1-2 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში ჭამის დროს.

მიღების ხანგრძლივობა  - 1-2 თვე. აუცილებლობის შემთხვევაში მიღება უნდა განმეორდეს.

გამოყენების სფერო:  ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატი - გლუკოზამინის, ქონდროიტინის სულფატის  წყარო.

 

დღიური დოზა (1 ტაბლეტი) აკმაყოფილებს:

ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება

2 ტაბლეტი შეიცავს

% ადეკვატური მოხმარებისას *

გლუკოზამინი

672 მგ

48

ქონდროიტინის სულფატი

1000 მგ

83


შენიშვნა: *
ევრაზიის ეკონომიკური კავშირის (EurAsEC) საბაჟო კავშირის

«პროდუქტების მიმართ, რომლებიც ექვემდებარებიან  სანიტარულ-ეპიდემიოლოგიურ კონტროლს, ერთიანი სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური და ჰიგიენური მოთხოვნების» თანახმად.

 

ართრა® პლიუსი არის  გლუკოზამინისა და ქონდროიტინის წყარო.

ქონდროიტინი და გლუკოზამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ შემაერთებელი ქსოვილის აღდგენაში, აუმჯობესებენ ხრტილების ამორტიზაციის უნარს, აძლიერებენ სახსრების მოძრაობას.

ჩამოთვლილ კომპონენტებს კომბინაციაში აქვთ  სინერგიული ეფექტი, ავსებენ და აძლიერებენ ერთმანეთის ეფექტებს.

 

ართრა® პლიუსის კომპონენტები:

· წარმოადგენენ წყაროს, ხრტილოვანი მატრიქსის და შემაერთებელი ქსოვილის ფორმირებისათვის, ხელს უწყობენ მათ აღდგენას

· ხელს უწყობენ სახსრების მოძრაობის გაზრდას

· აჩქარებენ ხრტილოვანი ქსოვილის რეგენერაციას

· იცავენ სასახსრე ხრტილებს

 

რას შეიცავს ართრა® პლიუსი

გლუკოზამინი და ქონდროიტინის სულფატი მონაწილეობენ შემაერთებელი ქსოვილის სინთეზში. გლუკოზამინი არის სტრუქტურული კომპონენტი ხრტილების სტრუქტურების სხვა კომპონენტების ფორმირებისათვის (სინთეზი), იგი ხელს უშლის სახსრების დეგენერაციული პროცესების განვითარებას, აღადგენს მათ ფუნქციას. ეგზოგენური გლუკოზამინის შეყვანა აძლიერებს ხრტილოვანი მატრიქსის გამომუშავებას.

ქონდროიტინ ნატრიუმის სულფატი წარმოადგენს დამატებით სუბსტრატს ჯანმრთელი ხრტილოვანი მატრიქსის წარმოქმნისათვის, შედის სინოვიალური სითხის შემადგენლობაში, რომელიც უზრუნველყოფს სახსრების ზედაპირის სრიალს, ასევე კვებავს ხრტილებს და ამცირებს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატების გამოყენების საჭიროებას.

უკუჩვენებები: ბად-ის შემადგენელი კომპონენტების ინდივიდუალური აუტანლობა, ორსულობა და ლაქტაციის  პერიოდი.

გამოყენებამდე რეკომენდებულია ექიმთან კონსულტაცია.

ვარგისობის ვადა: 2 წელი.

 

შენახვის პირობები: ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, 15°С - 25°С ტემპერატურაზე.  ჰაერის ფარდობითი ტენიანობა-არაუმეტეს 60%. 

პრეპარატის უსაფრთხოებისა და ხარისხის კონტროლის მიზნიზნით, ნებისმიერი ინფორმაცია არასასურველი რეაქციების შესახებ და პრეტენზიები პროდუქტის ხარისხის შესახებ აუცილებელია  შეატყობინოთ  ელ/ფოსტაზე: [email protected]

სად შევიძინოთ?