Nuk
არტოქსანი / ARTOXAN


შემადგენლობა

რექტალური სუპოზიტორია შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ტენოქსიკამი 20 მგ.
დახმარე ნივთიერება: ვიტეპსოლი H 15.
აღწერილობა: წაგრძელებული ფორმის სუპოზიტორიები, ერთგვაროვანი, ყვითელი ფერის, სუსტი სუნით.

ფარმაკოლოგიური თვისებები
არტოქსანი – ეფექტური ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატი (აასს) ძლიერი ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური და ნაკლებად გამოხატული სიცხის დამწევი მოქმედებით. პრეპარატის თვისებები განპირობებულია ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას ორივე იზოფორმის ინჰიბირებით, რაც იწვევს არაქიდონის მჟავის მეტაბოლიზმის დარღვევას და პროსტაგლანდინების სინთეზის ბლოკადას.
არტოქსანის ანთების საწინააღმდეგო ეფექტი განპირობებულია კაპილარების განვლადობის შემცირებით (ზღუდავს ექსუდაციას), ლიზოსომური მემბრანების სტაბილიზებით (ხელს უშლის ქსოვილების დამაზიანებელი ლიზოსომური ფერმენტების გამოთავისუფლებას), ანთების მედიატორების (პროსტაგლანდინები, ჰისტამინი, ბრადიკინინი, ლიმფოკინები, კომპლემენტის ფაქტორები) სინთეზის დათრგუნვით ან ინაქტივაციით. პრეპარატი ანთების კერაში ამცირებს თავისუფალი რადიკალების რაოდენობას, ამცირებს ქემოტაქსისს და ფაგოციტოზს; აფერხებს ანთების პროლიფერაციული ფაზის განვითარებას; ამცირებს ქსოვილების პოსტანთებით სკლეროზირებას; ახასიათებს ქონდროპროტექტორული მოქმედება.
პრეპარატი ამცირებს ტკივილის შეგრძნებას ანთების კერაში და მოქმედებს ტკივილის თალამურ ცენტრებზე, გააჩნია მადესენსიბილიზებელი მოქმედება (ხანგრძლივი გამოყენებისას). რევმატიული დაავადებების დროს ამცირებს სახსრების ტკივილს, როგორც მოსვენებულ მდგომარეობაში ასევე მოძრაობისას, ამცირებს დილის შებოჭილობას და სახსრების შეშუპებას, აუმჯობესებს მათ ფუნქციას და ზრდის მოძრაობის დიაპაზონს.

ფარმაკოკინეტიკა
რექტალური გამოყენებისას ბიოშეღწევადობა შეადგენს 80%. ჩმახ მიიღწევა 2 საათში. სისხლის ცილებს უკავშირდება 99%-ით. 20-40 მგ-ის ერთჯერადი პერორალური მიღების შემდეგ, პლაზმაში მიიღწევა მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია 2-4მგ/ლ. 20 მგ ტენოქსიკამის ყოველდიღური მიღების შემდეგ (ერთჯერ დღეში), 10-12 დღეში მიიღწევა დაახლოებით თანაბარი მდგრადი პლაზმური კონცენტრაცია 11მგ/ლ.
განაწილების მოცულობა შეადგენს 0,15ლ/კგ, ნახევარგამოყოფის პერიოდი 60-75 საათს. 
მიღებული დოზის 2/3 გამოიყოფა შარდით, 1/3 - ფეკალიებით.
ტენოქსიკამი ადვილად აღწევს ოსტეოართრიტით და რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტების სინოვიურ სითხეში. დასტურდება ღვიძლში ტრანსფორმაცია არააქტიურ მეტაბოლიტებად. ერთ-ერთი მათგანი (5-ჰიდროქსიპირიდილი) გამოიყოფა შარდით, დანარჩენი გამოიყოფა ნაღველით გლუკურონის კონიუგატების სახით.

ჩვენებები
საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ანთებით-დეგენერაციული დაავადებები, თანმხლები ტკივილის სინდრომით:
- სახსროვანი სინდრომი პოდაგრის, რევმატიული ართრიტის, ოსტეოართროზის, მაანკილოზებელი სპონდილიტის, ოსტეოქონდროზის, რევმატიზმის სახსროვანი ფორმის (პერიართრიტი, ტენდინიტი, ბურსიტი, მიოზიტი) დროს;
- ტკივილი ხერხემალში, ნევრალგია, მიალგია, იშიალგია, ლუმბაგო;
- ალგოდისმენორეა;
- ტკივილი ტრავმების, დამწვრობის დროს.

მიღების წესები და დოზები
გამოიყენება რექტალურად. ჩვეულებრივ ინიშნება დოზით 20 მგ ერთჯერ დღე-ღამეში ერთსადაიმავე დროს. 
მწვავე პოდაგრული ართრიტის დროს ინიშნება 40 მგ ერთჯერ დღე-ღამეში 2 დღის განმავლობაში, შემდეგ 20 მგ დღეში ერთჯერ 5 დღის განმავლობაში.
გამოყენება პედიატრიაში: 
ბავშვებში გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის.

გვერდითი მოვლენები
კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ: დისპეფსია, გულისრევა, ღებინება, გულძმარვა, დიარეა, მეტეორიზმი, ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება მუცელში, სტომატიტი, ანორექსია; მაღალ დოზებში ხანგრძლივი გამოყენებისას კუჭ-ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი გართულებები.
ნერვული სისტემის და გრძნობათა ორგანოების მხრივ: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, დეპრესია, მომატებული აგზნებადობა. ალერგიული რეაქციები: ჭინჭრის ციება, ქავილი, ერითემა, სტივენს-ჯონსისა და ლაილის სინდრომები.
სხვა: თირკმლების ფუნქციის დარღვევა, პლაზმაში კრეატინინის, აზოტის, შარდოვანას, ბილირუბინის კონცენტრაციის მომატება, ღვიძლის ტრანსამინაზების აქტივობის მომატება, სისხლდენის დროის გახანგრძლივება. სანთლების გამოყენებისას შესაძლებელია ადგილობრივი გაღიზიანება, მტკივნეული დეფეკაცია.

უკუჩვენება
- მომატებული მგრძნობელობა ტენოქსიკამის ან სხვა აასს-ების მიმართ;
- საჭმლის მომნელებელი სისტემის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანებები;
- სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან;
- ასპირინული ტრიადა (ბრონქული ასთმის თანხლებით);
- ღვიძლისა და თირკმელების გამოხატული დარღვევები;
- შაქრიანი დიაბეტი;
- არტერიული ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა, შეშუპება;
- ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი;
- სისხლის დაავადებები.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის დროს პრეპარატი უკუნაჩვენებია. ლაქტაციის პერიოდში დანიშვნის აუცილებლობისას საკითხი უნდა გადაწყდეს ძუძუთი კვების შეწყვეტის შესახებ.

განსაკუთრებული მითითებები
სიფრთხილით გამოიყენება მკურნალობისათვის ასაკოვან პაციენტებში, დიურეტიკების, ნეფროტოქსიური პრეპარატების მიღებისას, უშუალოდ ქირურგიული ჩარევის შემდგომ. ქირურგიულ ჩარევამდე რამდენიმე დღით ადრე არტოქსანის მიღება უნდა შეწყდეს. ხანგრძლივი მკურნალობის პროცესში საჭიროა ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის, სისხლში პროთრომბინული ინდექსის, სისხლში გლუკოზის შემცველობის კონტროლი. მკურნალობის ფონზე კუწ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაზიანების ან სისხლდენის შემთხვევაში აუცილებელია პრეპარატის მიღების შეწყვეტა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა.

ზეგავლენა ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე:
მკურნალობის პერიოდში ავტომობილის მართვისა და სხვა პოტენციურად საშიში საქმიანობის შესრულებისას, რომლებიც საჭიროებენ ყურადღების მომატებულ კონცენტრაციასა და ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს, აუცილებლად უნდა დავიცვათ სიფრთხილე.

ჭარბი დოზირება
დოზის გადაჭარბების შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
არტოქსანი აძლიერებს ლითიუმის პრეპარატების (მ. შ. ტოქსიურობას), არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების, პერორალური ჰიპოგლიკემიური საშუალებების (სულფანილშარდოვანას წარმოებულები) ეფექტს. 
სხვა აასს-ები ამაღლებენ გვერდითი ეფექტების განვითარების რისკს, განსაკუთრებით, კუჭ-ნაწლავის მხრივ.
მიელოტოქსიური სამკურნალო საშუალებები აძლიერებენ ჰემატოტქსიკურობას.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა:
3 წელი წარმოების თარიღიდან.
არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II (გაცემის რეჟიმი: რეცეპტით).

სად შევიძინოთ?