Nuk
არომაზინი® / Aromazin


შემადგენლობა

ყოველი ტაბლეტი შეიცავს:
აქტიური ნივთირება: ექსემესტანი 25მგ;
დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი 26.0მგ, ჰიპრომელოზა 1.50მგ, პოლისორბატ-80 0.125მგ, კროსპოვიდონი 2.125მგ, სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი 0.125მგ, მიკროკრისტალური ცელულოზა 4.625მგ, ნატრიუმის კარბოქსიმეთილსახამებელი 2.375მგ, მაგნიუმის სტეარატი 0.625მგ.
შაქრიანი გარსის შემადგენლობა: ჰიპრომელოზა 1.81მგ, სიმეთიკონის ემულსია 0.009მგ, მაკროგოლი-6000 0.181მგ, მაგნიუმის კარბონატი 1.157მგ, ტიტანის დიოქსიდი 3.453მგ, მეთილ-პარაჰიდროქსიბენზოატი 0.003მგ, პოლივინილის სპირტი 0.697მგ, საქაროზა 30.19მგ; (გამაპრიალებელი კომპონენტები: ცეტილეთერის ცვილი 0.0175მგ, ტალკი 0.01მგ, კარნაუბის ცვლილი 0.225მგ).
მელნის შემადგენლობა: შელაქი, ეთანოლი, იზობუთანოლი, საღებავი, რკინის ოქსიდი (E172), ტიტანის დიოქსიდი (E171).
აღწერილობა
მრგვალი, ორმხრიოვამობურცული თეთრი ან თეთრი-მონაცრისფრო ელფერის მქონე ტაბლეტები, რომელიც დაფარულია შაქრიანი გარსით, შავი ფერის საღებავის მარკირებით '7663' ერთ მხარეს.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
ექსემესტანი – არომატაზის შეუქცევადი სტეროიდული ინჰიბიტორი, რომელიც თავისი სტრუქტურით ჰგავს ბუნებრივ ნივთიერებას - ანდროსტენდიონს. პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფ ქალებში ესტროგენების პროდუქცია ძირითადად ხდება პერიფერიულ ქსოვილებში ფერმენტ არომატაზის ზემოქმედებით, ანდროგენების ესტროგენებად გარდაქმნის გზით. ესტროგენების წარმოქმნის ბლოკირება არომატაზის ინჰიბირების გზით წარმოადგენს პოსტმენოპაუზის პერიოდში ჰორმონდამოკიდებული ძუძუს კიბოს მკურნალობის მეთოდს. პრეპარატის არომაზინი მოქმედების მექანიზმი გაპირობებულია იმით, რომ ის შეუქცევადად უკავშირდება ფერმენტის აქტიურ ფრაგმენტს და იწვევს მის ინაქტივაციას. დაწყებული 5მგ დოზიდან, პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფ ქალებში, არომაზინი® მნიშვნელოვნად აქვეითებს ესტროგენების კონცენტრაციას სისხლის შრატში, თუმცა მაქსიმალური შემცირება ( > 90%) მიიღწევა 10-25მგ დოზის მიღებისას. პოსტმენოპაუზის პერიოდში მყოფ პაციენტებს, რომლებსაც გამოვლენილი აქვთ ძუძუს კიბო, და რომლებიც ყოველდღიურად იღებენ 25მგ პრეპარტს, არომატაზის ფერმენტის საერთო დონე ორგანიზმში ეცემა 98%-ით. 
ექსემესტანს არ გააჩნია პროგესტაგენური და ესტროგენური აქტივობა. ვლინდება მხოლოდ უმნიშვნელო ანდროგენული აქტივობა, უპირატესად მაღალი დოზების მიღებისას. არომაზინი® არ ახდენს ზეგავლენას კორტიზოლისა და ალდოსტერონის ბიოსინთეზზე თირკმელზედა ჯირკვლებში, რაც ადასტურებს პრეპარატის მოქმედების შერჩევითობას. ამასთან დაკავშირებით არ არსებობს აუცილებლობა, გამოყენბული იქნას ჩანაცვლებითი თერაპია გლუკოკორტიკოიდებით და მინერალოკორტიკოიდებით. პრეპარტის უმნიშვნელო დოზებით მიღებისას, აღინიშნება მალუთენიზირებელი ჰორმონის (მჰ) და ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის (ფმჰ) უმნიშვნელო მომატება შრატში, რაც წარმოადგენს მოცემული ფარმაკოლოგიური ჯგუფის პრეპარატის დამახასიათებელ ნიშანს და ალბათ ვითარდება ჰიპოფიზის დონეზე უკუკავშირის პრინციპით: ესტროგენების კონცენტრაციის დაქვეითება ასტიმულირებს ჰიპოფიზში გონადოტროპინის სეკრეციას, ისევე როგორც ქალებში პოსტმენოპაუზის პერიოდში.

ფარმაკოკინეტიკა
შიგნით მიღებისას, ექსემესტანი სწრაფად შეიწოვება, ძირითადად საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. პრეპარტის აბსოლუტური ბიოშეღწევადობა დადგენილი არ არის. ვარაუდობენ, რომ ის შეზღუდულია ღვიძლში პირველი გავლის ექსტენსიური ეფექტით. 25მგ-ის ერთჯერადი მიღებისას, პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაცია, რომელიც უდრის 17 ნმგ/მლ-ს, მიიღწევა 2 საათის შემდეგ. საკვების მიღება ზრდის პრეპარატის ბიოშეღწევადობას 40%-ით. ფარმაკოკინეტიკურ პარამეტრებს აქვთ ხაზოვანი ხასიათი. ნახევარგამოყოფის საბოლოო პერიოდი შეადგენს დაახლოებით 24 საათს. პლაზმის ცილებთან კავშირი – დაახლოებით 90%. ექსემესტანი და მისი მეტაბოლიტები არ უკავშირდებიან ერითროციტებს. განმეორებითი მიღებისას ექსემესტანის არაპროგნოზირებადი კუმულაცია არ აღინიშნება. 
ექსემესტანის ბიოტრანსფორმაციის პროცესი ხორციელდება მეთილენის ჯგუფის დაჟანგვის გზით 6 პოზიციად, იზოფერმენტ CYP3A4 ზემოქმედებით ან/და 17-კეტოჯგუფის აღდგენით ალდოკეტორედუქტაზის ზემოქმედებით, შემდგომი კონიუგაციით. ექსემასტანის მეტაბოლიზმის პროდუქტები არომატაზას ინჰიბირებასთან მიმართებაში, ან არააქტიურები არიან ან ნაკლებად აქტიურები, ვიდრე საწყისი შენაერთები. 
ექსემესტანის თითქმის თანაბარი რაოდენობა (დაახლოებით 40%) გამოიყოფა შარდით ან განავლით კვირის განმავლობაში. მიღებლი დოზის დაახლოებით 0.1-დან 1%-მდე გამოიყოფა შარდით, შეუცვლელი სახით. არ არის დადგენილი გამოხატული კავშირი პრეპარტის სისტემურ ზემოქმედებასა და ასაკს შორის. იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი (KK) < 30 მლ/წთ) ექსემენტანის სისტემური ზემოქმედება 2-ჯერ მეტია, თუმცა დოზის კორექცია საჭირო არ არის. 
იმ პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ღვიძლის ზომიერი ან მძიმე უკმარისობა, ექსემენტანის სისტემური ზემოქმედება 2-3-ჯერ მაღალია, თუმცა დოზის კორექცია საჭირო არ არის.

ჩვენებები
ძუძუს გავრცელებული კიბო, ქალებში ბუნებრივი ან ინდუცირებული პოსტმენოპაუზის პერიოდში, დაავადების პროგრესირების დროს ანტიესტროგენული თერაპიის ფონზე, აგრეთვე დაავადების პროგრესირებისას სხვადასხვა სახის ჰორმონული თერაპიის მრავალჯერადი მიღების შემდეგ.
ქალებში, ძუძუს ადრეული კიბოს ადიუვანტური თერაპია, პოსტმენოპაუზურ პერიოდში მყოფ ქალებში ესტროგენ-დადებეითი რეცეპტორებით, ან უცნობი რეცეპტორული სტატუსით, ტამოქსიფენით 2-3 წლიანი საწყისი ადიუვანტური თერაპიის შემდეგ, რეციდივების (ცალკეული ან რეგიონული), ასევე ძუძუს კონტრალატერალური კობოს რისკის შემცირების მიზნით.

მიღების წესები და დოზები
შიგნით.
მოზრდილები და ხანდაზმული პაციენტები
რეკომენდებული დოზა შეადგენს 25მგ-ს დღეში ერთხელ, სასურველია ჭამის შემდეგ.
პაციენტებში ძუძუს ადრეული კიბოთი პრეპატრატით მკურნალობის გაგრძელება რეკომენდებულია მანამდე, სანამ თანმიმდევრული ადივანტური ჰორმონული თერაპიის საერთო ხანგრძლივობა არ მიაღწევს 5 წელს. ძუძუს გავრცელებული კიბოს მქონე ავადმყოფების მკურნალობა – ხანგრძლივია. ძუძუს კიბოს ნიშნების გამოვლენისას, არომაზინით® მკურნალობა უნდა შეწყდეს. 
ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა
დოზის კორექცია არ არის საჭირო.
ბავშვები
გამოყენება რეკომენდებული არ არის

გვერდითი მოვლენები
ზოგადად, არომაზინი® კარგად გადაიტანება; პრეპარატის გამოყენებისას დოზით 25მგ/დღეში გვერდითი ეფექტები ძირითადად უმნიშვნელო ან სუსტად გამოხატულია. ქვემოთ მოყვანილია არასასურველი რეაქციები, განაწილებული ორგანოთა სისტემების და სიხშირის მიხედვით: ძალიან ხშირად ( > 10%), ხშირად ( > 1%, < 10%), არახშირად ( > 0,1%, < 1%), იშვიათად ( > 0,01%, < 0,1%).
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად – გულისრევა; ხშირად – ანორექსია, ტკივილი მუცლის არეში, ღებინება, ყაბზობა, დისპეფსია, დიარეა, მადის გაძლიერება; არახშირად – კუჭის წყლული*.
ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად – უძილობა, თავის ტკივილილ ხშირად – დეპრესია, განგაში, ცნობიერების დაბინდვა, თავბრუსხვევა, მაჯის არხის სინდრომი, პარესთეზია, ჰიპესთეზია, ასთენია; არახშირად – ნეიროპათია.
სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად – <<ალები>>.
კანის და კანქვეშა ქსოვილების მხრივ: ძალიან ხშირად – ოფლიანობა; ხშირად – გამონაყარი, ქავილი, დერმატიტი, ალოპეცია.
ძვალ-კუნთოვანი სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად – სახსრების და ჩონჩხ-კუნთოვანი ტკივილები (ართრალგიის, კიდურებში ტკივილის, ზურგის არეში ტკივილის, ართრიტის, მიალგიის, სახსრებში მოძრაობის შეზღუდვის ჩათვლით); ხშირად – ოსტეოართროზი, ოსტეოპოროზი, ოსტეოქონდროზი პათოლოგიური მოტეხილობები.
მხედველობის ორგანოს მხრივ: ხშირად – მხედველობის დარღვევა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ძალიან ხშირად – არტერიული წნევის მომატება. სასუნთქი ორგანოების მხრივ: ხშირად – ქოშინი, ხველა, ბრონქიტი, სინუსიტი, ფარინგიტი, რინიტი, ტკივილი გულმკერდის არეში, ზემოსასუნთქი გზების ინფექციები. შარდ-სასქესო სისტემის მხრივ: ხშირად – საშარდე გზების ინფექციები.
დარღვევები სისხლის და ლიმფური სისტემის მხრივ: ხშირად – ლიმფედემა.
სხვა: ძალიან ხშირად – მომატებული დაღლილობა, ხშირად – დაუზუსტებელი ლოკალიზაციის ტკივილი, პერიფერიული შეშუპებები ან ფეხების შეშუპებები, გრიპის მსგავსი სინდრომი, ცხელება, ზოგადი სისუსტე, ინფექციები.
პაციენტების დაახლოებით 20%-ში (განსაკუთრებით, პაციენტ ქალებში საწყისი ლიმფოპენიით), შეიმჩნეოდა ლიმფოციტების რიცხვის პერიოდული შემცირება. თუმცა, ლიმფოციტების საშუალო რიცხვი ამ პაციენტებში დროთაAგანმავლობაში მნიშვნელოვნად იცვლებოდა, და ვირუსული დაავადებებით თანმდევი ავადობის ზრდა შეიმჩნეოდა. ხანდახან შეიმჩნეოდა `ღვიძლის ფერმენტების და ტუტე ფოსფატაზის აქტივობის გაზრდა უპირატესად იმ პაციენტებში, რომლებასაც აღენიშნებათ მეტასტაზები ღვიძლში და ძვლებში, აგრეთვე ღვიძლში სხვა დაზიენებების არსებობისას (არ არის დადგენილი დაკავშირებულია თუ არა ეს ცვლილებები პრეპარტის მიღებასთან). 
* პაციენტების უმეტესობას გააჩნდა წყლულოვანი ანამნეზი ან იტარებდნენ ანთების საჭინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატებით ტერაპიას. 
პოსტმარკეტინგული კვლევები:
კლინიკური კვლევების ჩარჩოებში და პოსტმარკეტინგულ ეტაპზე შეიმჩნეოდა ჰეპატიტის იშვიათი შემთხვევები, ქოლესტაზური ჰეპატიტის ჩათვლით.

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა ექსემესტანის ან პრეპარტის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. პრემენოპაუზური ენდოკრინული სტატუსი. 
ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.

ორსულობა და ლაქტაცია
ორსულობის დროს ექსემესტანის გამოყენება, ნაყოფის პოტენციური რისკის არსებობის გამო აკრძალულია. პრეპარატის დანიშნვა ასევე არ შეიძლება ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები
თირლმლის ან ღვიძლის ფუნქციის დარღვევა. 

არომაზინის® დანიშვნა არ შეიძლება ქალებში, პრემენოპაუზური ენდოკრინული სტატუსით, ამიტომ, იმ შემთხვევაში, როცა ეს კლინიკურად დასაბუთებულია, პოსტმენოპაუზური სტატუსი უნდა დადასტურდეს მალუთენიზირებელი ჰორმონის, ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონის და ესტრადიოლის დონის განსაზღვრით. არომაზინის® დანიშვნა არ შეიძლება ესტროგენების შემცველ პრეპარტებთან ერთად. ექსემესტანის ძლიერი ესტროგენშემამცირებელ ეფექტთან დაკავშირებით შესაძლებალია ძვლოვანი ქსოვილის მინერალური სიმკვრივის შემცირება. ექსემენტანით ადიუვანტური თერაპიის დაწყებამდე, რეკომენდებულია დენსიტომეტრიის ჩატარება ქალებში (ოსტეოპოროზით ან ოსტეოპოროზის მომატებული რისკით) ძვლოვანი ქსოვილის სიმკვრივის შესაფასებლად. ოსეოპოროზის მქონე ქალებში, ექსემესტანით მკურნალობისას აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღება, შესაბამისი თერაპიის დანიშნვით. 
პაციენტები აუცილებლად უნდა იყვნენ გაფრთხილებული, რომ არომაზინით® მკურნალობისას შეიძლება გამოვლინდეს ძილიანობა, ასთენია და თავბრუსხვევა. ასეთი სიმპტომების გამოვლენისას რეკომედნებულია ავტომობილის და სხვა პოტენციურად საშიში ქმედებისგან თავის შეკავება, რომლებიც მოითხოვენ ყურადღების კონცენტრაციის მომატებას და სწრაფ ფსიქო-მოტორულ რეაქციებს.

ჭარბი დოზირება
პრეპარტის ერთჯერადი დოზა, რომელსაც შეეძლო გამოეწვია სიცოხლისთვის საშიში სიმპტომები დადგენილი არ არის. კარგად გადაიტანებოდა ექსემესტანის ერთჯერადი, 800მგ-მდე დოზა ჯანრთელ ქალებში და დღიური 600მგ-მდე დოზა პოსტმენოპაუზურ პერიოდში მყოფ ქალებში, ძუძუს გავრცელებული კიბოთი. სპეციფიკური ანტიდოტები არ არსებობს.
მკურნალობა – სიმპტომური, სიცოცხლიათვის მნიშვნელოვანი ფუნქციების კონტროლით და დაკვირვებით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ესტროგენების შემცველი პრეპარატები ახდენენ ექსემესტანის ფარმაკოლოგიური მოქმედების სრულ ნიველირებას. 
პრეპარატი ექვემდებარება მეტაბოლიზმს ციტოქრომ P450 (CYP)3A4 და ალდოკეტორედუქტაზას ზემოქმედებით და არ აინჰიბირებს არცერთ მთავარ CYP იზოფერმენტს. იზოფერმენტის CYP3A4 სპეციფიკური ინჰიბირება კეტოკონაზოლით არ ახდენს სარწმუნო ზეგავლენას ექსემესტანის ფარმაკოკინეტიკაზე. არომაზინის, CYP3A4-ის ძლიერ ინდუქტორთან - რიფამპიცინთან დამტკიცებული ფარმაკოკინეტიკური ზემოქმედების მიუხედავად, არომაზინის® ფარმაკოლოგიური აქტივობა (ესტროგენების დათრგუნვა) რჩება უცვლელი, ამიტომ დოზის კორექცია საჭირო არ არის.

შენახვის პირობები და ვადები
შენახვის ვადა: 3 წელი. 
არ შეიძლება პრეპარტის გამოყენება შეფუთვაზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ. 
შენახვის პიროებები
არაუმეტეს 30ºC ტემპერატურაზე. 
ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქში გაცემის წესი
რეცეპტით.

სად შევიძინოთ?