Nuk
არკორელაქსი მშვიდი ძილისთვის / Arkorelax Sleep Fort 8H


ბუნებრივი საშუალება უძილობის პრობლემის მოსაგვარებლად

 

შემადგენლობა: 

მელატონინი - 1,9მგ, ვიტამინი B6 – 0,7მგ, ვალერიანის ექსტრაქტი - 100მგ, პასიფლორას ექსტრაქტი - 150მგ, ეშოლციას ექსტრაქტი - 480მგ.

არ შეიცავს ტიტანის დიოქსიდს, ლაქტოზას და გლუტენს. 

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

ინოვაციური, ორშრიანი ტაბლეტი, ინგრედიენტების ორ ეტაპად გამოთავისუფლებით: პირველ ეტაპზე ხდება მელატონინის 1მგ-ის, ვალერიანის და პასიფლორას ექსტრაქტების სწრაფი გამოთავისუფლება სწრაფი ჩაძინებისთვის; მეორე ეტაპი კი მოიცავს მელატონინის 0,9მგ-ის, B6 ვიტამინის და ეშოლციას ექსტრაქტის გახანგრძლივებულ გამოთავისუფლებას 8 საათის განმავლობაში, ღამის გამოღვიძებების მინიმიზაციისთვის და სრულყოფილი ძილის უზრუნველსაყოფად. 

არკორელაქსი მშვიდი ძილისთვის წარმოადგენს უძილობის სამკურნალო ბუნებრივ საშუალებას, რომელიც არ იწვევს მიჩვევას, უზრუნველყოფს სწრაფ ჩაძინებას, უწყვეტ ძილს ღამის გამოღვიძებების გარეშე და დღის განმავლობაში ძილიანობის არარსებობას. 

 

მიღების წესი და დოზირება:

დღეში 1 ტაბლეტი, დაძინებამდე ერთი საათით ადრე. 

მკურნალობის კურსი - 15 დღე.

 

განსაკუთრებული მითითებები: 

გამოიყენება 18 წლის ასაკიდან;

მნიშვნელოვანია დოზირების რეჟიმის დაცვა;

 

ორსულობა და ლაქტაცია:
არ არის რეკომენდებული ორსულებისა და მეძუძური დედებისთვის. 

 

შენახვის პირობები:
შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.  

 

გამოშვების ფორმა:
15 ტაბლეტი შეფუთვაში. საკვები დანამატი.