აქვალორი / AQualor


აღწერა: გამჭვირვალე უფერო სითხე
გამოშვების ფორმა : სპრეი ნაზალური
მარილის იზოტონური შემცველობის ზღვის წყლით:  NaCI 9გ/ლ
1. აქვალორი ბეიბი 15 მლ წვეთები, სპრეი 125 მლ
2. აქვალორ სოფტი სპრეი 125 მლ
3. აქვალორ ნორმი სპრეი 125 მლ
მარილის ჰიპერტონული  შემცველობის ზღვის წყლით: NaCI 21გ/ლ
1. აქვალორ ფორტე სპრეი  125 მლ
2.აქვალორ ექსტრა ფორტე  სპრეი 125 მლ
აქვალორში შენარჩუნებულია ზღვის წყლის ყველა აქტიური ნივთიერება და მიკროელემენტი: K, Mg, Na, Ca, Cl, Se, I, Zn, Cu, Fe

თვისებები:
- გამორეცხავს ცხვირის ღრუდან  ვირუსებს  ბაქტერიებსა  და ალერგენებს.
- ამცირებს ცხვირ-ხახის ლორწოვანის ანთებას, და ხელს უწყობს სუნთქვის აღდგენას
- ახდენს ანთების საწინააღმდეგო და დამატენიანებელ მოქმედებას
- აძლიერბს ადგილობრივ იმუნიტეტს
- აძლიერებს მოციმციმე ეპითელიუმის ბარიერულ ფუნქციას, და ხელს უწყობს ლორწოვანი ფიზიოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებას
- ამცირებს ცხვირ- ხახის მიდამოში ჩატარებული ოპერაციის შემდგომი გართულებების განვითარების რისკს
- ზრდის სამკურნალწამლო  საშუალებების (დეკონგესტანდები, ანტიბიოტიკები, ალერგიის საწინააღმდეგო)
თერაპიულ ეფექტურობას

ჩვენებები:
ცხვირის ღრუს, ცხვი ხახისა და ცხვირი დანამატი ღრუების  მწვავე და ქრონიკული დაავადებების მკურნალობა და პროფილაქტიკა
- მწვავე და ქრონიკული რინიტები
- მწვავე და ქრონიკული სინუსიტები
- მწვავე და ქრონიკული ადენოიდიტი
- ალერგიული და ვაზომოტორული რინიტი
- სუბატროფიული რინიტი ( ცხვირის ლორწოვანის სიმშრალე)
- მწვავე რესპირატორული დაავადებებისა და გრიპის კომპლექსური მკურნალობა
- ცხვირ ხახისა და ცხვირის ღრუს ყოველდღიური ჰიგიენა
- გრიპის ეპიდსეზონის  განმავლობაში პროფილაქტიკური ღონისძიებები
- ოპერაციის შემდგომი პერიოდი
1. აქვალორი ბეიბი 15 მლ წვეთები,  სპრეი 125 მლ  ბავშვებისთვის სიცოცხლის პირველივე დღეებიდან, 
     გამოფრქვევა - რბილი შხაპი. შესასხურებელი დაცულია სპეციალური რგოლით რომელიც გამორიცხავს 
     ბავშვის ცხვირის ღრუს ტრავმირების შესაძლებლობას
2. აქვალორ სოფტი  სპრეი 125 მლ  დიდებისა და პატარებისათვის 6 თვიდან. გამოფრქვევა - შხაპი. 
3. აქვალორ ნორმი სპრეი 125 მლ  დიდებისა და პატარებისათვის 6 თვიდან. გამოფრქვევა - შხაპი. ინტენსიური 
    გამორეცხვა ნაკადით.
4. აქვალორ ფორტე სპრეი  125 მლ  ბავშვებისათვის 2 წლის ზემოთ და მოზრდილთათვის. გამოფრქვევა შხაპი.
    რეკომენდებული ცხვირის  ძლიერი  გაჭედილობის დროს
5. აქვალორ ექსტრა ფორტე  სპრეი 125 მლ  დამატებით შეიცავს Aლოე Vერა - ს  და გვირილას  ექსტრაქტს ,  
    რომლებიც აძლიერებენ ზღვის წყლის ანტისეპტიკურ, ანთებისსაწინააღმდეგო და აღმდგენ თვისებებს.    
    გამოფრქვევა  ნაკადი

ორსულობა და ლაქტაცია არ წარმოადგენს  აქვალორის გამოყენების უკუჩვენებას.
გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის
გაიცემა ურეცეპტოდ