Nuk
ანტაზოლი / Antazol


შემადგენლობა:

ანტაზოლი 0.1% მოზრდილებისთვის: თითოეული მლ შეიცავს ქსილომეტაზონის ჰიდროქლორიდს USP 1მგ.

 

ფარმაკოლოგია

ანტაზოლი (ქსილომეტაზონი) არის სიმპათომიმეტიკური საშუალება გამოხატული ალფა-ადრენერგიული აქტივობით და გამოიყენება ცხვირში ჩასაწვეთებლად. იგი კუმშავს ცხვირის სისხლძარღვებს, ხსნის შეგუბებული ცხვირის ლორწოს და მიმდებარე ხახის მიდამოს. გაციებულ პაციენტს აძლევს საშუალებას ცხვირიდან ისუნთქოს უფრო მარტივად. ანტაზოლი მოქმედებას იწყებს მოხმარებიდან რამდენიმე წუთში, რომელიც გრძელდება რამდენიმე საათი. ზოგადად ანტაზოლი კარგად გადაიტანება და არ აზიანებს მოციმციმე ეპითელიუმის ფუნქციას.

ქსილომეტაზონის ცხვირში ჩაწვეთებისას ხდება სისტემური აბსორბაცია.

ჩვენება:

ცხვირის  შეგუბების  სიმპტომების მოხსნა,  მრავალწლიანი  ალერგიული  რინიტი  (მათ შორის თივის ცხელება)  სინუსიტი.

დოზა და მიღების წესი:

მოზრდილებში: 2 ან 3 წვეთი ანტაზოლი მოზრდილების ფორმულა (0.1%) ორ სამჯერ დღეში. ანტაზოლი მოზრდილების ფორმულა არ გამოიყენება 12 წლმდე ასაკის ბავშვებში.


უკუჩვენება & სიფრთხილის ზომები

ანტაზოლის ცხვირის წვეთები უკუნაჩვენებია პაციენტებში რომლებსაც ჩაუტარდათ ტრანსფენოიდალური ჰიპოფიზექტომია ან სხვა სახის ქირურგიული ოპერაციები, რომლებიც დაკავშირებული იყო თავის ტვინთან. იგი ასევე უკუნაჩვენებია პაციენტებისთვის რომლებსაც აქვთ ქსილომეტაზონის მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

ანტაზოლის თითოეული შეფუთვა  გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ ერთი პაციენტის მიერ რათა თავიდან აიცილოთ ჯვარედინი ინფექცია.

პაციენტებს ვურჩევთ რომ არ გამოიყენონ შეგუბების საწინააღმდეგო საშუალებები შვიდ დღეზე მეტი ხანგრძლივობით.

გვერდითი მოვლენები:

იშვიათად თავს იჩენს შემდეგი გვერდითი მოვლენები: ცხვირში და ყელში წვის შეგრძნება, ადგილობრივი გაღიზიანება, გულისრევა, თავის ტკივილი, ცხვირის ლორწოვანი გარსის სიმშრალე. გავლენა გულსისხლძარღვთა სისტემაზე. ანტაზოლის დანიშვნისას გაითვალისწინეთ გულსისხლძარღვთა დაავადების მქონე პაციენტები.

წამალთშორისი ურთიერთქმედება:

წამალთშორისი ურთიერთქმედება არ არის გამოვლენილი.

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს:

ემბრიონული ტოქსიურობა ან ფერტილობის კვლევები არ არის ჩატარებული ცხოველებში. მისი პოტენციური სისტემური სისხლძარღვების შემავიწროვებელი ეფექტის გათვალისწინებით ანტაზოლის მიღება ორსულობის პერიოდში არ არის რეკომენდებული.

ფარმაცევტული სიფრთხილე:

მოარიდეთ სითბოს. ჰიგიენური მიზეზის გამო არ გამოიყენოთ ბოთლი გახსნიდან 28 დღის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები:

შეინახეთ არაუმეტეს 300C ტემპერატურისა. მოარიდეთ სინათლეს და შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:

წარმოების თარიღიდან 36 თვე

როგორ მიიწოდება:

ანტაზოლი 0.1%  ცხვირის წვეთები (მოზრდილებისთვის): 15მლ პლასტმასის საწვეთურიან ბოთლში.

 

გაცემის წესი: 

არმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სად შევიძინოთ?