Nuk
B12 ანკერმანი / Ankermann


1. რას წარმოადგენს B12 ანკერმანი და რისთვის გამოიყენება ის?

B12 ანკერმანი არის ვიტამინი B 12 - პრეპარატი (ანტიანემიური საშუალება).

ვიტამინ B12-ის ნაკლებობა აფერხებს სისხლის წითელი ბურთულების წარმოქმნას (ირღვევა ჰემატოპოეზი, ვითარდება ჰიპერქრომული მაკროციტული მეგალობლასტური ანემია) და/ან იწვევს ნევროლოგიურ დარღვევებს, როგორიცაა ფუნიკულარული სპინალური დაავადება (ზურგის ტვინის დაავადება).

 ვიტამინ B12 -ის ნაკლებობა შეიძლება გამოწვეული იყოს არასწორი კვებით (მაგ. თუ ძირითადად ვეგეტარიანულ საკვებს იღებთ), მალაბსორბციით, თეძოს ნაწლავის დაავადებით (ცელიაკია), ბრმა მარყუჟის სინდრომით ან თანდაყოლილი B12 ვიტამინ B12 - ის თნდაყოლილი დეფიციტით.

 

2. რა უნდა გაითვალისწინოთ B12 ანკერმანის მიღებამდე

B12  ანკერმანის მიღება არ შეიძლება, თუ:
-ალერგიული ხართ ციანოკობალამინის (B12 ვიტამინი) ან მე-6 პუნქტში ჩამოთვლილი სხვა კომპონენტების მიმართ

 

განსაკუთრებული სიფრთხილე

პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

სისხლში და ან ნევროლოგიური დარღვევების დროს გაითვალისწინეთ შემდეგი:

დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე ან არასაკმარისი ინფორმაციის ან მკურნალობის რეჟიმის დაუცველობის გამო, ორალური თერაპიის დროს მკაცრი კონტროლის ქვეშ უნდა იყოს პაციენტი. რეკომენდებულია მკურნალობის დაწყებამდე 7 დღით ადრე შეამოწმოთ სიმპტომები, რეტიკულოციტები, სისხლის ანალიზი, ჰემოგლობინი, ასევე სისხლში წითელი ბურთულების მოცულობა. შემდგომ მკურნალობის დაწყებიდან წლის პირველ მეოთხედში 4 კვირიანი შუალედებით გადაამოწმეთ სიმპტომები და სისხლის ანალიზი, მათ შორის სისხლში წითელი ბურთულების მოცულობა, ბოლოს, წარმატებული მკურნალობის მიმდინარეობის შემთხვევაშინახევარი ან ერთი წლის შუალედითგართულებების შემთხვევაში ანალიზები უნდა გაკეთდეს შედარებით ხშირად.

 

B12 ანკერმანის მიღება სხვა პრეპარატებთან ერთად

აცნობეთ ექიმს თუ იღებდით, იღებთ ან აპირებთ რაიმე პრეპარატის მიღებას, მათ შორის იმ პრეპარატს, რომელიც არ გაიცემა რეცეპტით.

ვიტამინ B12 - ის  რეზორბციას აფერხებს კოლხიცინი (პოდაგრის სამკურნალო საშუალება), ამინოგლიკოზიდები, ნეომიცინი (ანტიბიოტიკი), ამინო სალიცილის მჟავა, ანტიეპილეფსიური საშუალებები, ბიგუანიდები, ქლორამფენიკოლი, ქოლესტირამინი, კალიუმის მარილი, მეთილდოფა და მჟავიანობის დამთრგუნველი საშუალებები (მაგ.: ომეპრაზოლი, ციმეტიდინი), ასევე ალკოჰოლი.

 

ორსულობა და ლაქტაცია

თუ ხართ ორსულად ან ბავშვი გყავთ ბუნებრივ კვებაზე, ან ვარაუდობთ ან გეგმავთ ორსულობას, პრეპარატის მიღებამდე კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან. რეკომენდირებული დღიური დოზა ლაქტაციის და ორსულობის პერიოდში შეადგენს 4მგ-. ვიტამინი B12 გადადის დედის რძეში. დიდი დოზის მიღების შემთხვევებში აქამდე არ არის გამოვლენილი უარყოფითი მოქმედებები ნაყოფზე ან ჩვილზე. B12 ანკერმანის ტაბლეტებით მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობას გადაწყვეტს თქვენი ექიმი.

 

მართვა და დანადგარების გამოყენება

არავითარი.

 

B12  ანკერმანის შეიცავს ლაქტოზას და სუკროზას.

თუ გახასიათებთ აუტანლობა შაქრის რომელიმე სახეობის მიმართ, პრეპარატის მიღებამდე მიმართეთ ექიმს.

 

3. B12 ანკერმანის მიღების წესი

მიიღეთ პრეპარატის ანოტაციის ან ექიმის ნანიშნულების მიხედვით. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმარტეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

მიიღეთ პრეპარატი დანიშნულებისამებრ, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეპარატი ვერ იმოქმედებს შესაბამისად!

მძიმე ნევროლოგიური სიმპტომების შემტხვევაში საჭიროა ინიცირებული პარენტერული გზით შეყვანა.

დოზა ინიშნება სიმპტომების მიხედვით.

 

რეკომენდებული დოზა:

სიმპტომები ვიტამინ  B12- ის ნაკლებობისას

ინიციალური მკურნალობა

ხანგრძლივი მკურნალობა

პაციენტები ჰემატოლოგიური და მძიმე ნევროლოგიური ანამნეზით

პარენტერულად

დღეში1-2 შემოგარსული ტაბლეტი

პაციენტები იზოლირებული მძიმე ნევროლოგიური ანამნეზით

პარენტერულად

დღეში 1-2 შემოგარსული ტაბლეტი

პაციენტები ჰემატოლოგიური და/ან ნევროლოგიური ანამნეზით

დღეში 2X2 შემოგარსული ტაბლეტი

დღეში 1-2 შემოგარსული ტაბლეტი

პაციენტები ჰემატოლოგიური და ნევროლოგიური სიმპტომების გარეშე

დღეში 2X1-2 შემოგარსული ტაბლეტი

დღეში 1-2 შემოგარსული ტაბლეტი

გასტრექტომიის ან სხვა რეზორბციის დარღვევების შემთხვევაში

დღეში 1-2 შემოგარსული ტაბლეტი

დღეში 1-2 შემოგარსული ტაბლეტი

დიეტით გამოწვეული დარღვევების დროს (ვეგეტარიანელი და ..)

დღეში 1-2 შემოგარსული ტაბლეტი

დღეში 1-2 შემოგარსული ტაბლეტი


მიღების
წესი

შემოგარსული ტაბლეტი მიიღეთ წყალთან ერთად დაუღეჭავად, უმჯობესია დილით უზმოზზე.

 

მიღების ხანგრძლივობა

მკურნალობის ხანგრძლივობას, გასაკუთრებით ინიციალური მკურნალობის შემთხვევაში იმ პაციენტებში, რომელთაც აქვთ პერნიციოზური ანემია (როგორც წესი 4 კვირა) განსაზღვრავს მკურნალი ექიმი.

პერნიციოზური ანემიის შემთხვევაში  ვიტამინ  B12ით მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს მთელი ცხოვრება.

 

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში არ არის გამოვლენილი მოწამვლა ან რაიმე სხვა სიმპტომი. ჭარბი დოზის მიღების შემთხევვაში მიმართეთ ექიმს.

თუ დაგავიწყდათ დოზის მიღება

არ მიიღოთ ორმაგი დოზა.

მკურნალობის შეწყვეტა

არ შეწყვიტოთ მკურნალობა ექიმთან კონსულტაციის გარეშე.

 

4. რა გვერდითი მოვლენებია მოსალოდნელი

როგორც ყველა სხვა პრეპარატს, ამ პრეპარატსაც გააჩნია გვერდითი მოვლენები.

გვერდითი  მოვლენები:

იშვიათად (10.000-დან 1 პაციენტის, მაგრამ 1000-დან 1 პაციენტზე ნაკლებ შემთხვევაში)

ალერგიული რეაქცია, გამოვლენილი შემდეგი სიმპტომებით: სიცხე, გამონაყარი, ქავილი.

სიხშირე არ არის ცნობილი

სიცხე და აკნეს მაგვარი გამონაყარი. 



5. 
B12 ანკერმანის შენახვის პირობები

შეინახეთ პრეპარატი ბავშვებისგან დაცულ ადგილას.

არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ. პრეპარატი ვარგისია მითითებული თვის ბოლო დღემდე.

შეინახეთ პრეპარატი ოთახის ტემპერატურაზე.

არ გადააგდოთ პრეპარატი საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან. ამით თქვენ ხელს შეუწყობთ გარემოს დაცვას. 

 

6. დამატებითი ინფორმაცია

რას შეიცავს B12 ანკერმანი:

1 შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს 1000 მკ ციანოკობალამინს (ვიტამინი B12).

დამხმარე ნივთიერებებია:

პოვიდონი K30, სტეარინის მჟავა, გლიკოლის სანთელი, ლაქტოზა-მონოჰიდრატი, სუკროზა, არაბული რეზინა, ტალკი, კალციუმის კარბონატი, ტიტანის დიოქსიდი, თეთრი ტონი, მაკროგოლი 6000, მაკროგოლის გლიცეროლის ჰიდროქსიდის სტეარატი, ნატრიუმის დოდეცილის სულფატი, კროსკარმელოზას ნატრიუმი, ჰიპრომელოზა, ჰიდროქსიდის პროპილის ცელულოზა, ტრიგლიცერიდი.

-არ შეიცავს გლუტენს, შეიცავს ლაქტოზას

პრეპარატის გარეგნული სახე და შეფუთვის შიგთავსი:

თეთრი შემოგარსული ტაბლეტები (შეიძლება იყოს მოვარდისფრო შემოგარსული ტაბლეტები, მაგრამ ეს არ არის პრეპარატის ნაკლი).

გაცემის წესი:
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

სად შევიძინოთ?