ანდანტე / ANDANTE


შემადგენლობა
ყოველი კაფსულა შეიცავს:
მოქმედი ნივთიერება: ზალეპლონი 10მგ
დამხმარე ნივთიერებები: კაფსულის შიგთავსი: სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი, ნატრიუმის ლაურილსულფატი, ტიტანის დიოქსიდი (E171), ინდიგოკარმინი (E132), მაგნიუმის სტეარატი, მიკროკრისტალური ცელულოზა (ტიპი 102), ლაქტოზის მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი. 
კაფსულის გარსსი: ინდიგოკარმინი (E132), ტიტანის დიოქსიდი (E171), ჟელატინი.

აღწერილობა
ღია-ცისფერი ფხვნილი, ნაცრიფერი ელფერით.
ჟელატინის მყარი კაფსულები ზომა #2
ზედა ნაწილი: ცისფერი, გაუმჭვირვალე (L890).
ქვედა ნაწილი: ლურჯი, გაუმჭვირვალე (54.038(OP). ჩ038).

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
ათქ კოდი: N05CF03

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა

ზალეპლონი არის პირაზოლო-პირიმიდინური ტიპის საძილე საშუალება, რომელიც თავისი ქიმიური სტრუქტურით განსხვავდება ბენზოდიაზეპინებისგან და სხვა საძილე საშუალებებისგან. შერჩევითად უკავშირდება I ტიპის ბენზოდიაზეპინურ რეცეპტორებს.  

ზალეპლონის ფარმაკოკინეტიკურ პროფილს ახასიათებს სწრაფი შეწოვა და ელიმინაცია (იხ. განყოფილება 5.2). ბენზოდიაზეპინურ რეცეპტორებთან მიმართებაში ამ ქვეტიპის მახასიათებლებთან ერთად,  რეცეპტორებთან სელექციური დაკავშირების მახასიათებლების, მაღალი სელექციურობით და დაბალი აფინობით, ეს თვისებები განსაზღვრავენ ზალეპლონის მახასიათებლებს მთლიანობაში. 

ზალეპლონის ეფექტურობა გამოვლინდა როგორც ძილის ლაბორატორიულ კვლევებში, ძილის შეფასების ობიექტური მეთოდის – პოლისომნოგრაფიის (პსგ) გამოყენებით, ისე ამბულატორიულ პირობებში, ძილის შეფასების კითხვარების გამოყენებით. ამ კვლევებში მოხდა პაციენტების პირველადი (ფსიქოფიზიოლოგიური) უძილობის დიაგნოსტირება. 

ამბულატორიულ კვლევებში არა-ხანდაზმულ პაციენტებში, რომლებიც ღებულობდნენ ზალეპლონს, დოზით 10მგ, შეიმჩნეოდა დაძინების ლატენტური პერიოდის შემცირება 4 კვირის განმავლობაში. 

2-კვირიან კვლევებში, ხანდაზმულ პაციენტებში, დაძინების ლატენტური პერიოდი მნიშვნელოვნად შემცირდა ზალეპლონის 5მგ დოზით მიღებისას და პლაცებოსთან შედარებით იყო სტაბილურად შემცირებული 10მგ დოზის მიღებისას. დაძინების ლატენტური დროის ასეთი შემცირება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა პლაცებოს მიღების დროს იგივე მაჩვენებლისგან. 2- და 4-კვირიანი კვლევებით მიღებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ ზალეპლონის ნებისმიერი დოზის მიღებისას, ფარმაკოლოგიური მიჩვევა არ ვითარდება.

კვლებევში პსგ-ს შეფასების ობიექტური მეთოდის გამოყენებით, ზალეპლონს გააჩნდა პლაცებოსთან უპირატესობა დაძინების ლატეტური პერიოდის შემცირებაში და ძილის გახანგრძლივებაში, ღამის პირველ ნახევარში. კონტროლირებად კვლევებში ძილის ყოველი ფაზის დროის წილის გაზომვით ნაჩვენები იყო, რომ ზალეპლონი უზრუნველყოფას  ძილის ფაზების მხარდაჭერას.

ფარმაკოკინეტიკა

შეწოვა
შიგნით მიღებისას სწრაფად და თითქმის მთლიანად აბსორბირდება და სისხლში მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა 1 საათის შემდეგ. შეწოვას ექვემდებარება შიგნით მიღებული დოზის დაახლოებით 71%. პრესისტემური მეტაბოლიზმის  შედეგად აბსოლუტური ბიოშეღწევადობა შეადგენს 30%-ს. 

განაწილება
წარმოადგენს ცხიმში ხსნად შენაერთს. განაწილების მოცულობა ინტრავენური შეყვანისას შეადგენს დაახლოებით 1,4±0,3ლ/კგ. პლაზმის ცილებთან კავშირი ინ ვიტრო შეადგენს დაახლოებით 60%. ეს იძლევა მტკიცებულებას, რომ სხვა სამკურნალო პეპარატებთან ურთიერთქმედების შესაძლებლობა ძალიან მცირეა.

მეტაბოლიზმი
პირველად მეტაბოლიზმში მონაწილეობს ალდეჰიდ-ოქსიდაზა და იწვევს 5-ოქსოზალეპლონის წარმოქმნას. ჩYP3A4 მეტაბოლიზმში ასევე მონაწილეობს დეზეტილ-ზალეპლონის წარმოქმნით, რომელიც თავის მხრივ შემდგომში ალდეჰიდ-ოქსიდაზას მონაწილეობით გარდაიქმნება 5-ოქსო-დეზეტილ-ზალეპლონად. შემდგომში ჟანგვის პროდუქტები ექვემდებარება გლუკორონის მჟავასთან კონიუგაციიას. ყველა მეტაბოლიტი არააქტიურია, რაც ნაჩვენებია როგორც ცხოველების ქცევით მოდელებში, ასევე ინ ვიტრო აქტივობის ანალიზში.

ზალეპლონის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში იზრდება ხაზობრივად, დოზაზე დამოკიდებულებით. 30მგ/დღეში დოზით მიღებისას კუმულაცია არ შეინიშნება. ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 1 საათს.

გამოყოფა
გამოიყოფა არააქტიური მეტაბოლიტების ფორმით, ძირითადად შარდით (71%) და განავლით (17%). მიღებული დოზის 57%-მდე აღმოჩენილია შარდში 5-ოქსოზალეპლონის ან მისი მეტაბოლიტების სახით (გლუკორონიდის სახით), დოზის 9% - 5-ოქსო-დეზთილ-ზალეპლონის და მისი მეტაბოლიტის (გლუკორონიდის) სახით. დოზის დანარჩენი ნაწილი გამოიყოფა შარდით შედარებით ნაკლები მნიშვნელობის მეტაბოლიტების სახით. ნაწლავებით გამოყოფილ მეტაბოლიტებს შორის, ჭარბობს 5-ოქსოზალეპლონი.

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ზალეპლონი მეტაბოლიზდება უპირატესად ღვიძლში და მნიშვნელოვანწილად ექვემდებარება პრესისტემურ მეტაბოლიზმს. ამიტომ ზალეპლონის კლირენსი შიგნით მიღების შემდეგ, პაციენტებში, ღვიძლის კომპენსირებული და დეკომპენსირებული ციროზით, შემცირდა 70% და 87%-ით შესაბამისად. ამის შედეგად შეიმჩნეოდა ჩმახ და AUჩ-ს საშუალო მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაზრდა (თითქმის 4- და 7-ჯერ, პაციენტებში, ღვიძლის კომპენსირებული და დეკომპენსირებული ციროზით, შესაბამისად), ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით. პაციენტებში, ღვიძლის მსუბუქი და საშუალო ხარისხის უკმარისობით, ზალეპლონის დოზა უნდა შემცირდეს. პაციენტებისთვის, ღვიძლის მძიმე უკმარისობით, პრეპარატის მიღება რეკომენდებული არ არის. 

თირკმლის ფუნქციის დარღვევა
ზალეპლონის ერთჯერადი დოზის ფარმაკოკინეტიკა შეისწავლეს პაციენტებში, თირკმლის უკმარისობის მსუბუქი (კრეატინინი კლირენსი 40-89მლ/წთ) და საშუალო (20-39მლ/წთ) ხარისხის სიმძიმით, ასევე ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში. პაციენტებში, საშუალო სიმძიმის დაზიანებით და ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში, აღინიშნებოდა სისხლის პლაზმაში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტარციის შემცირება დაახლოებით 23%-ით, ჯანმრთელ მოხალისეებთან შედარებით.  ზალეპლონის მოქმედება ყველა ჯგუფში იყო მსგავსი. ამგვარად, პაციენტებში, თირკმლის უკმარისობის მსუბუქი და საშუალო ხარისხის სიმძიმით, დოზის კორექცია საჭირო არ არის. პაციენტებში, თირკმლის მძიმე უკმარისობით, ზალეპლონის კვლევები არ ჩატარებულა.

მიღების ჩვენებები 
პრეპარატი ანდანტე ნაჩვენებია უძილობის მქონე პაციენტების სამკურნალოდ, დაძინების გაძნელებით. ის ნაჩვენებია მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც ამ დარღვევას გააჩნია მძიმე ხასიათი, განაპირობებს გადაჭარბებულ დაღლილობას და იწვევს შრომისუნარიანობის დაქვეითებას. 

 უკუჩვენებები
• ჰიპერმგრძნობელობა აქტიურ კომპონენტზე ან რომელიმე დამხმარე ნივთიერებაზე, ინდიგოკარმინის (E132) ჩათვლით
• ღვიძლის მწვავე უკმარისობა
• თირკმლის მწვავე უკმარისობა
• ღამის აპნოეს სინდრომი
• მიასთენია გრავის
• სუნთქვის მწვავე უკმარისობა
• ბავშვები (18 წლამდე ასაკი)

სიფრთხილით
პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ სედაციურ-საძილე საშუალებებს, აღწერილია გართულებული ქცევის ისეთი სახეები, როგორიც არის <<ძილში მართვა>> (ანუ ავტომობილის მართვა არასრული გამოღვიძების მდგომარეობაში, სედაციური-საძილე საშუალების მიღების შემდეგ, შემდგომი ამნეზიით). 

ეს მოვლენები შეიძლება განუვითარდეთ, როგორც სედაციური-საძილე საშუალებების მიმღებ პირებს, ისე მათაც ვინც არ ღებულობს მათ. მიუხედავდ იმისა, რომ ქცევის ისეთი სახეები, როგორიც არის ძილში მართვა, შეიძლება განვითარდეს მხოლოდ სედაციური-საძილე საშუალებების თერაპიული დოზების მიღების დროს, ცხადია, რომ ალკოჰოლის და ცენტრალური ნერვული სისტემის (ცნს) დამთრგუნველი საშუალებების მიღებამ სედაციურ-საძილე საშუალებებთან ერთობლივად, შეიძლება ხელი შეუწყოს ისეთივე ქცევის განვითარების რისკის გაზრდას, როგორსაც იწვევს მაქსიმალური რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება. 

პაციენტის და გარშემომყოფთა რისკთან დაკავშირებით, <<ძილში მართვის>> ეპიზოდების განვითარების შემთხვევაში, რეკომენდებულია ზალეპლონის მიღების შეწყვეტა. სედაციური-საძილე საშუალებების მიღების შემდეგ არასრული გამოფხიზლების შემთხვევაში, პაციენტებს შეიძლება აღენიშნებოდეს გართულებული ქცევის სხვა სახეები (მაგალითად, საკვების მომზადება და მიღება, სატელეფონო ზარების განხორციელება, სქესობრივი აქტი). ისევე როგორც ძილში მართვის შემთხვევაში პაციენტებს ეს მოვლენები არ ახსოვთ.  

პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ სედაციურ-საძილე საშუალებებს, მათ შორის ზალეპლონს, აღწერილია მძიმე ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები. აღწერილია ენის, ყიის ან ხორხის ანგიონევროზული შეშუპების შემთხვევები  სედაციური-საძილე საშუალებების, მათ შორის ზალეპლონის  პირეველი ან შემდგომი დოზის მიღების შემდეგ. ზოგიერთ პაციენტებში, რომლებიც ღებულობენ სედაციურ-საძილე საშუალებებს, უვითარდებოდათ ისეთი დამატებითი სიმპტომები, როგორიც არის ქოშინი, ყელის სპაზმი ან გულისრევა და ღებინება. ზოგიერთ პაციენტს დასჭიდრა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, სასწრაფო დახმარების განყოფილებაში. თუ ანგიონევროზული შეშუპება ვრცელდება ენაზე, ყიაზე ან ხოხრხზე, შეიძლება განვითარდეს სასუნთქი გზების ობსტრუქცია, რაც იწვევს ლეტალურ შედეგს. პაციენტებს, რომლებსაც ზალეპლონის მკურნალობის ფონზე განუვითარდეათ ანგიონევროზული შეშუპება, პრპერატები რომლებიც შეიცავენ ამ ნივთიერებას განმეორებით არ ენიშნებათ.  

უძილობა შეიძლება ასახავდეს პაციენტში უკვე არსებულ ფიზიკურ ან ფსიქიკურ დაავადებას. თუ ზალეპლონით ხანმოკლე მკურნალობის შემდეგ უძილობა ნარჩუნდება ან პროგრესირებს, საჭიროა კლინიკური სიტუაციის განმეორებითი შეფასება.      

იმის გამო, რომ ზალეპლონს გააჩნია სისხლის პლაზმიდან ხანმოკლე ნახევარგამოყოფის პერიოდი, თუ პაციენტს ეღვიძება შუაღამის შემდეგ მალე, საჭიროა მკურნალობის ალტერნატიული ვარიანტების განხილვა. პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ ერთი ღამის განმავლობაში არ უნდა მიიღონ პრეპარატის მეორე დოზა.

ზალეპლონის ერთობლივი მიღებისას სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად, რომლებსაც გააჩნიათ ცნობილი გავლენა იზოფერმენტზე ჩYP3A4, შეიძლება მოჰყვეს სისხლის პლაზმაში ზალეპლონის კონცენტრაციის ცვლილება (იხ. განყოფილება ,,ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან”).

შეჩვევა
ხანმოკლე მოქმედების ბენზოდიაზეპინების და ბენზოდიაზეპინების მსგავსი პრეპარატების მიღებას რამდენიმე კვირის განმავლობაში, შეიძლება ახლდეს საძილე ეფექტის შემცირება.

დამოკიდებულება
ბენზოდიაზეპინების და ბენზოდიაზეპინების მსგავსი პრეპარატების მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური და ფსიქიკური დამოკიდებულების ჩამოყალიბება, რომლის ალბათობა იზრდება მაღალი დოზების გამოყენებისას, ხანგრძლივი თერაპიისას, ქრონიკული ალკოჰოლიზმისას და პაციენტის ანამნეზში წამლისმიერი დამოკიდებულების არსებობისას. 

ჩამოყალიბებული ფიზიკური დამოკიდებულებისას, პრეპარატის უეცარი მოხსნა იწვევს <<მოხსნის>> სიმპტომების განვითარებას. ისინი შეიძლება მოიცავდეს თავის ტკივილს, კუნთების ტკივილს, მკვეთრად გამოხატულ შფოთვას, მომატებულ დაძაბულობას და გაღიზიანებულობას, ფსიქო-მოტორულ აგზნებას, ცნობიერების აღრევას. მძიმე შემთხვევებში შესაძლებელია დერეალიზაცია, დეპერსონალიზაცია, ჰიპერაკუზია, დაბუჟება, კიდურებში ჩხვლეტის შეგრძნება,  მომატებული მგრძნობელობა სინათლის, ხმის და ფიზიკურ გამღიზიანებლებზე, ჰალუცინაციები, ეპილეფსიური გულყრები.

მიღებულია შეტყობინებები (პრეპარატის პოსტმარკეტინგული გამოყენებისას) ზალეპლონის მიღებასთან დაკავშირებულ დამოკიდებულების ჩამოყალიბებაზე, უპირატესად სხვა ფსიქომოტორულ ნივთიერებებთან კომბინაციაში.

უძილობა და შფოთვა პრეპარატის მოხსნის ფონზე
მკურნალობის მოხსნის ფონზე შესაძლებელია განვითარდეს ტრანზიტორული სინდრომი, რომელსაც ახასიათებს იმ სიმპტომების დაბრუნება, რომლებიც გახდა ბენზოდიაზეპინების და ბენზოდიაზეპინების მსგავსი პრეპარატების მიღების ჩვენება. ამ სინდრომს შეიძლება ახლდეს სხვა რეაქციები, ხასიათის ცვლილების, შფოთვის ან ძილის დარღვევის და ფსიქო-მოტორული აგზნების ჩათვლით.

მკურნალობის ხანგრძლივობა
მკურნალობა უნდა იყოს რაც შეიძლება ხანმოკლე (იხ. განყოფილება ,,მიღების მეთოდი და დოზები”) და არ უნდა აჭრბებდეს ორ კვირას. მკურნალობის პერიოდის გახანგრძლივება შესაძლებელია მხოლოდ კლინიკური სიტუაციის განმეორებითი შეფასების შემდეგ.

შესაძლებელია, რომ მკურნალობის დაწყებამდე სასარგებლო იყოს ავადმყოფის ინფორმირება იმის შესახებ, რომ თერაპიის ხანგრძლივობა იქნება ხანმოკლე. მნიშვნელოვანია, რომ პაციენტი გათვითცნობიერებული იყოს <<მოხსნის>> სინდრომის განვითარების შესაძლებლობის შესახებ, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს შფოთვის შემცირებას, იმ შემთხვევაში თუ ასეთი სიმპტომები განვითარდება მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ. 

მეხსიერების და ფსიქო-მოტორული დარღვევები
ბენზოდიაზეპინებს და ბენზოდიაზეპინების მსგავს პრეპარატებს შეუძლიათ გამოიწვიონ ანტეროგრადული ამნეზია და ფსიქომოტორული დარღვევები.

ეს უმეტესად ვითარდება პრეპარატის მიღებიდან რამდენიმე საათის შემდეგ. ამ სიმპტომების განვითარების რისკის თავიდან აცილების მიზნით, პაციენტებმა ზალეპლონის მიღებიდან 4 და მეტი საათის განმავლობაში არ უნდა შეასრულონ ქმედებები, რომლებიც მოითხოვენ ფსიქო-მოტორულ კოორდინაციას (იხ. ,,გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე და მექნიზმებთან მუშაობაზე”).  

ფსიქიკური და <<პარადოქსული>> რეაქციები
ცნობილია, რომ ბენზოდიაზეპინების და ბენზოდიაზეპინების მსგავსი პრეპარატების მიღების ფონზე შეიძლება განვითარდეს ფსიქმოტორული ტიპის აგზნების, შფოთვის, გაღიზიანებულობის, კონტროლის დაქვეითების, აგრესიის, აზროვნების დარღვევის, ბოდვის, ძლიერი სიბრაზის მოვლის, ღამის კოშმარების, დეპერსონალიზაციის, ჰალუცინაციების, ფსიქოზის, მიუღებელი ქცევის, ექსტრავერსიების, ხასიათისთვის არადამახასიათებელი და ქცევის სხვა არასასურველი რეაქციები. ისინი შეიძლება გამოწვეული იყოს აქტიური ნივთიერებით, ვითარდებოდეს სპონტანურად ან იყოს ძირითადი ფსიქიკური ან ფიზიკური დაავადების შედეგი. ისინი უფრო ხშირად უვითარდებათ ხანდაზმულ ადამიანებს. მათი გამოვლენისას სჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა. ქცევის დარღვევის ნებისმიერი ახალი ნიშანი ან სიმპტომი საჭიროებს კლინიკური სიტუაციის ყურადღებიან და დაუყოვნებლივ შეფასებას.  

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები
ალკოჰოლის ან სამკურნალო პრპეპარატების ბოროტად გამოყენება
ბენზოდიაზეპინები და ბენზოდიაზეპინების მსგავსი ნივთიერებები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა დაენიშნოთ პაციენტებს, რომლებსაც ანამნეზში გააჩნიათ ალკოჰოლური ან წამლისმიერი დამოკიდებულება. 

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ბენზოდიაზეპინები და ბენზოდიაზეპინების მსგავსი ნივთიერებები უკუნაჩვენებია პაციენტებში ღვიძლის მძიმე უკმარსობით, რადგანაც მათ შეუძლიათ ხელი შეუწყონ ენცეფალოპათიის განვითარებას (იხ. განყოფილება ,,გამოყენების მეთოდი და დოზები”). პაციენტებში ღვიძლის ფუნქციის  მსუბუქი და საშუალო ხარისხის უკმარსობით, ზალეპლონის ბიოშეღწევადობა გაზრდილია შემცირებული კლირენსის გამო და შესაბამისად ასეთ პაციენტებში უნდა მოხდეს პრეპარატის დოზის კორექცია. 

თირკლმლის ფუნქციის დარღვევა
ზალეპლონი უკუნაჩვენებია თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში, რადაგანაც პაციენთაA აღნიშნულ ჯგუფში ადექვატური კვლევები არ ჩატარებულა. პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მსუბუქი და საშუალო ხარისხის უკმარსობითით, ფარმაკოკინეტიკური პროფილი მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ჯანმრთელი ადამიანების იგივე მაჩვენებლსგან. შესაბამისად ასეთ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის. 

სუნთქვის ულმარისობა
სუნთქვის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში სედაციური საშუალებების დანიშნვისას საჭიროა სიფრთხილე.

ფსიქოზი
ბენზოდიაზეპინები და ბენზოდიაზეპინების მსგავსი პრეპარატების დანიშნვა ფსიქოზური დაავადებების საწყისი მკურნალობის სახით რეკომენდებული არ არის.   

დეპრესია
ბენზოდიაზეპინები და ბენზოდიაზეპინების მსგავსი პრეპარატების მიღება მონოთერაპიის სახით არ უნდა მოხდეს დეპრესიის ან დეპრესისთან დაკავშირებული შფოთვის დროს (ასეთ პაციენტებში მათ შეუძლიათ მოახდინონ ცუიციდური ქცევის პროვოცირება). ამის გარდა, განზრახ ჭარბი დოზირების მომატებულ რისკთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვეულებრივ ადგილი აქვს დეპრესიის მქონე პაციენტებში, დანიშნული სამკურნალო საშუალების ზალეპლონის ჩათვლით) რაოდენობა უნდა შენარჩუნდეს მინიმალურ აუცილებელ დონეზე. 

პრეპარატი ანდანტე შეიცავს ლაქტოზას. პაციენტებს, რომლებსაც გააჩნიათ იშვიათი თანდაყოლილი დარღვევები, როგორიც არის გალაქტოზას აუტანლობა, ლაპ-ლაქტაზას დეფიციტი ან გლუკოზო-გალაქტოზური მალასორბცია, ეს პრეპარატის არ ენიშნებათ.    

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში
ცხოველებზე კვლევებმა არ გამოავლინა ტერატოგენური და ემბრიოტოქსიკური ეფექტები, მაგრამ ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში ზალეპლონის უსაფრთხოების შესაფასებელი კლინიკური მონაცემები საკმარისი არის. ზალაპლონის გამოყენება ორსულობის დროს რეკმენდებული არ არის. თუ პრპერატი დანიშნული აქვს შვილოსნობის უნარის მქონე ასაკის ქალს, უნდა მოხდეს მისი გაფრთხილება, რომ თუ ის გეგმავს ორსულობას ან თუ უკვე ორსულად არის, მან ამ პრეპარატის მოხსნასთან დაკავშირებით უნდა გაიაროს კონსულტაცია თავის ექიმთან. 

თუ გაურკვეველი მიზეზებით ეს პრეპარატი გამოიყენებოდა ორსულობის გვიან სტადიებზე, ან მაღალი დოზებით ან მშობიარობის დროს, მოსალოდნელია, რომ ახალშობილში ადგილი ექნება ისეთ ეფექტებს, როგორიც არის ჰიპოთერმია, ჰიპოტონია და სუნთქვის საშუალო ხარისხის დათრგუნვა, რაც გაპირობებულია ამ ნივთიერების ფარმაკოლოგიური მოქმედებით.  

ჩვილებს, რომელთა დედები ორსულობის გვიან სტადიაზე მუდმივად ღებულობდნენ ბენზოდიაზეპინებს და ბენზოდიაზეპინების მსგავს პრეპარატებს, შეიძლება განუვითარდეთ ფიზიკური დამოკიდებულება და არსებობს პოსტნატალურ პერიოდში <<მოხსნის>> სიპტომების განვითარების რისკი.

იმის გამო, რომ ზალეპლონი აღწევს ლაქტატში, ძუძუთი კვების პერიოდში ქალებმა ის არ უნდა მიიღონ.

გამოყენების მეთოდი დოზები
მოზრდილებისთვის რეკომენდებული დოზა შეადგენს 10მგ-ს.
მკურნალობის ხანგრძლივობა უნდა იყოს რაც შეიძლება ხანმოკლე, მაქსიმუმ 2 კვირა. 

პრეპარატი ანდანტე მიიღება  უშუალოდ ძილის წინ ან იმის შემდეგ, როდესაც პაციენტი იგრძნობს, რომ ვერ იძინებს. იმის გამო, რომ პრეპარატის მიღებამ უშუალოდ ჭამის შემდეგ, პლაზმაში მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის დრო შეიძლება გაზარდოს 2 საათით, პრეპარატის ანდანტე მიღება არ უნდა მოხდეს ჭამის დროს ან საკვების მიღებისთანავე.  

ყველა პაციენტში პრეპარატის ანდანტე საერთო დრიური დოზა არ უნდა აჭარბებდეს 10მგ-ს. პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ მათ არ უნდა მიიღონ პრეპარატის მეორე დოზა ერთი ღამის განმავლობაში.

ხანდაზმული ასაკის პაციენტები
ხანდაზმული ასაკის პაციენტები შეიძლება იყვნენ უფრო მგძნობიარე საძილე საშუალებების ეფექტებზე, ამიტომ პრპარატის ანდანტე რეკომენდებული დოზა მათთვის შეადგენს 5მგ-ს.

ბავშვთა ასკის პაციენტები
პრეპარატი ანდანტე ბავშვებში უკუნაჩვენებია (იხ. განყოფილება ,,უკუჩვენებები”).

ღვიძლის ფუნქციის დარღვევა
ორგანიზმიდან შენეებული გამოყოფის გამო, პაციენტებში ღვიძლის მსუბუქი და საშუალო ხარისხის უკმარისობით, პრეპარატი ანდანტე უნდა დაინშნოს დოზით 5მგ. ღვიძლის მძიმე ხარისხის უკმარისობასთან დაკავშირებული ინფორმაცია მოყვანილია განყოფილებაში ,,უკუჩვენებები”.

თირკმლის ფუნქციის დარღვევა
პაციენტებში თირკმლის ფუნქციის მსუბუქი და საშუალო ხარისხის უკმარისობით დოზის კორექცია საჭირო არ არის, რადგანაც ასეთ პაციენტებში ზალეპლონის ფარმაკოკინეტიკა არ იცვლება. თირკმლის მწვავე უკმარისობა წარმოადგენს უკუჩვენებას (იხ. განყოფილება ,,უკუჩევნებები”).

გვერდითი მოქმედება
ყველაზე ხშირი შეტყობინებებია ისეთი არასასურველი გვერდითი რეაქციების შესახებ, როგორიც არის ამნეზია, პარესთეზიები, ძილიანობა, დისმენორეა.
გვერდითი რეაქციების განვითარების სიხშირე ისაზღვება შემდეგნაირად:
ძალიან ხშირად (≥1/10)
ხშირად (≥1/100 - <1/10)    
არახშირად (≥1/1000 - <1/100)
იშვიათად (≥1/10000 - <1/1000)
ძალიან იშვიათად (<1/10000)  
უცნობი (არსებული მონაცემებით განვითარების სიხშირის განსაზღვრა შეუძლებელია)
სიხშირის ყველა ჯგუფში არასასურველი რეაქციები წარმოდეგნილია კლებადობით

ორგანო/სისტემა
(სიხშირე)

არასასურველი რეაქციები

დარღვევები იმუნური სისტეის მხრივ
ძალიან იშვიათად:


ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები

დარღვევევბი ნივთიერებათა ცვლის და კვების მხრივ
არახშირად


მადის შემცირება

ფსიქიკის დარღვევები

არახშირად

უცნობია

ასევე იხ. ქვემოთ, განყოფილებაში დეპრესია და ფსიქიკური და <<პარადოქსული>> რეაქციები

 

 

დეპერსონალიზაცია, ჰალუცინაციები, დეპრესია, ცნობიერების დაბინდვა, აპათია

სომნაბულიზმი

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ
ხშირად
არახშირად
ასევე იხილეთ ქვემოთ, განყოფილებაში ამნეზია


ამნეზია, პარესთეზიები, ძილიანობა

ატაქსია/მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, თავბრუსხვევა, ყრადღების დარღვევა, პაროსმია, მეტყველების დარღვევა (დიზარტრია, გაურკვეველი მეტყველება), ჰიპესთეზია

დარღვევები მხედველობის ორგანოს მხრივ

არახშირად

 
მხედველობის დარღვევა, დიპლოპია

დარღვევები სმენის ორგანოს მხრივ და ლაბირინთული დარღვევები

არახშირად

 

ჰიპერაკუზია

დარღვევები საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ

არახშირად

 
გულისრევა

დარღვევები ღვიძლის და სანაღვლე გზების მხრივ

უცნობი


ჰეპატოტოქსიკური მოქმედება (უპირატესად აღწერილია როგორც ტრანსამინაზების აქტივობის მომატება)

დარღვევები კანის და კანქვეშა ქსოვილებისმხრივ

არახშირად

უცნობია

 

ფოტოსენსიბილიზაციის რეაქციები

ანგიონევროზული შეშუპება

დარღვევები სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლების მხრივ

ხშირად



დისმენორეა

ზოგადი დარღვევები და დარღვევები შეყვანის ადგილზე

არახშირად

 

ასთენია, შეუძლოდ ყოფნა

ამნეზია
პრეპარატის რეკომენდებული, თერაპევტული დოზების გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს ანტეროგრადული ამნეზია. ეს რისკი იზრდება უფრო მაღალი დოზების მიღების შემთხვევაში. ამნეზიის ეფექტს შეიძლება ახლდეს მიუღებელი ქცევა (იხ. განყოფილება ,,სიფრთხილით”). 

დეპრესია
ბენზოდიაზეპინებით და ბენზოდიაზეპინების მსგავსი პრეპარატებით მკურნალობის ფონზე შესაძლებელია ფარული დეპრესიის კლინიკური ნიშნების გამოვლენა.

ფსიქიკურ დარღვევები და <<პარადოქსული>> რეაქციები
ცნობილია, რომ ბენზოდიაზეპინებით და ბენზოდიაზეპინების მსგავსი პრეპარატებით მკურნალობის ფონზე შესაძლებელია შეიძლება განვითარდეს 

ფსიქიკური და <<პარადოქსული>> რეაქციები.
ცნობილია, რომ ბენზოდიაზეპინების და ბენზოდიაზეპინების მსგავსი პრეპარატების მიღების ფონზე შეიძლება განვითარდეს ფსიქმოტორული ტიპის აგზნების, შფოთვის, გაღიზიანებულობის, კონტროლის დაქვეითების, აგრესიის, აზროვნების დარღვევის, ბოდვის, ძლიერი სიბრაზის მოვლის, ღამის კოშმარების, დეპერსონალიზაციის, ჰალუცინაციების, ფსიქოზის, მიუღებელი ქცევის, ექსტრავერსიების, ხასიათისთვის არადამახასიათებელი და ქცევის სხვა არასასურველი რეაქციები. ისინი უფრო  ხშირად ვითარდება ხანდაზმულ ადამიანებში.

დამოკიდებულება
პრეპარატის მიღებამ (თერაპევტულ დოზებშიც კი) შეიძლება გამოიწვიოს ფიზიკური დამოკიდებულება: მიღების შეწყვეტას შეიძლება ახლდეს <<მოხსნის>> სინდორომი (იხ. განყოფილება ,,სიფრთხილით”). შეიძლება ჩამოყალიბდეს ფსიქიკური დამოკიდებულება. აღწერილია ბენზოდიაზეპინების და ბენზოდიაზეპინების მსგავსი პრეპარატების ბოროტად გამოყენების შემთხვევები. 

ჭარბი დოზირება
ზალეპლონის ჭარბი დოზირების ეფექტებზე არსებობს მხოლოდ შეზღუდული მონაცემები და ადამიანებში ჭარბი დოზირების დონეები დადგენილი არ არის. 
ისევე როგორც სხვა ბენზოდიაზეპინების და ბენზოდიაზეპინების მსგავსი პრეპარატების შემთხვევაში, ჭარბი დოზირება არ წარმოადგენს სიცოხლისთვის საფრთხეს, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც პრეპარატი მიიღება ცნს-ის დამთრგუნველ საშულებებთან (ალკოჰოლის ჩათვლით).

ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატებით ჭარბი დოზირების მკურნალობისას, საჭიროა ყოველთვის გვახსოვდეს, რომ შეიძლება ადგილი ჰქონდა რამდენიმე ნივთიერების მიღებას.

ბენზოდიაზეპინების და ბენზოდიაზეპინების მსგავსი პრეპარატებით ჭარბი დოზირების (შიგნით მიღებისას) შემდეგ, თუ პაციენტი გონზეა, საჭიროა ღებინების გამოწვევა (ერთი საათის განმავლობაში), ან კუჭის ამორეცხვა, სასუნთქი გზების დაცვით, თუ პაციენტი არის უგონოდ. თუ კუჭის ამორეხცხვას არ გააჩნია უპირატესობა, საჭიროა, შეწოვის შესამცირებლად პაციენტს უნდა მიეცეს აქტივირებული ნახშირი. ინტენსიური თერაპიის ჩატარებისას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სასუნთქ და გულ-სისხლძაღღვთა სისტემებს.

ჭარბი დოზირება ბენზოდიაზეპინებით და ბენზოდიაზეპინების მსგავსი ნივთიერებებით ჩვეულებრივ ვლინდება ნერვული სისტემის სხვადასხვა ხარისხის      დათრგუნვით, როელიც ვარირებს ძილიანობიდან, კომამდე. მსუბუქ შემთხვევებში სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ძილიანობას, ცნობიერების აღრევას და ლეთარგიას. უფრო მძიმე შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს ისეთი სიმპტმები, როგორიც არის ატაქსია, ჰიპოტონია, არტერიული წნევის შემცირება, სუნთქვის დათრგუნვა, იშვიათ შემთხვევებში კომა და ძლიან იშვიათად – სიკვდილი.   

ზალეპლონის ჭარბი დოზირებისას აღწერილია ქრომატურია (შარდის შეფერვა ლურჯმწვანე  ფერად).
ანტიდოტის სახით შეიძლება ეფექტური იყოს ფლუმაზენილი. ცხოველებზე კვლევის შედეგები იძლევა იმის ვარაუდის უფლებას, რომ ფლუმაზენილი წარმოადგენს ზალეპლონის ანტიდოტს და მისი განხილა შეძლება ზალეპლონის ჭარბი დოზირების მკურნალობის საშუალების სახით.  თუმცა, ფლუმაზენილის, როგორც ზალეპლონის ანტიდოტის სახით გამოყენების კლინიკური გამოცდილება არ არსებობს. 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან
რეკომენდებული არ არის ალკოჰოლთან ერთად მიღება. პრპეპარატის ალკოჰოლთან ერთად მიღებისას სედაციური ეფექტი შეიძლება გაძლიერდეს, რაც შეიძლება გავლენას ახდენდეს ავტოტრანსპორტის მართვის და მექანიზმებთან მუშაობს უნარზე (იხ. ,,გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე  და მექანიზმებთან მუშაობაზე”). 

ცნს-ზე მოქმედ სხვა ნივთიერებებთან ერთობლივი გამოყენება მოითხოვს სიფრთხილეს. ანტიფსოქოზურ საშუალებებთან (ნეიროლეფსიურებთან), საძილეებთან, ანქსიოლიზურებთან/სედაციურებთან, ანდიდეპრესიულებთან, ნარკოტიკულ ანალგეზიურებთან, ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებებთან, საანესთეზიოებთან და სედაციური ეფექტის მქონე ანტიჰისტამინურებთან, შეიძლება აღინიშნებოდეს ცნს-ზე სედაციური ეფექტის გაძლიერება.

ზალეპლონის, დოზით 10მგ ერთობლივი გამოყენება ვენლაფაქსინთან (შენელებული გამოთავისუფლებით), დოზით 75მგ ან 150მგ დღეში არ მოქმედებდა მეხსიერებაზე (სიტყვების სწრაფი ან შეყოვნებული წარმოთქმა) ან ფსიქომოტორულ აქტივობაზე (ციფრული სიმბოლოების შეცვლის ტესტი). ამის გარდა, ზალეპლონს და ვენლაფაქსინს (შენელებული გამოთავისუფლებით) შორის ფარმაკოკინეტიკური ურთიერთქმედება არ გამოვლენილა.

ნარკოტიკულ ანალგეზიურებთან ერთობლივი მიღებისას შეიძლება აღინიშნებოდეს ეიფორიის გაძლიერება, რაც იწვევს ფიზიოლოგიური დამოკიდებულების გაძლიერებას. 

ციმეტიდინი, ღვიძლის ზოგიერთი ფერმენტის არასელექციური ინჰიბიტორი, (ალდეჰიდოქსიდაზას და ჩYP3A4-ის ჩათვლით), იწვევდა სისხლის პლაზმაში ზალელონის კონცენტრაციის მომატებას 85%-ით, რაც გამოწვეულია მისი მაინჰიბირებელი მოქმედებით, ზალეპლონის მეტაბოლიზმზე პასუხისმგებელ როგორც პირველად (ალდეჰიდოქსიდაზა) ისე მეორად (ჩYP3A4) ფერმენტებზე. ამიტომ ციმეტიდინის და ზალეპლონის ერთობლივი გამოყენებისას რეკომენდებულია სიფრთხილე.

ზალეპლონის და ერითრომიცინის (ჩYP3A4-ის ძლიერი სელექციური ინჰიბიტორი)   ერთჯერადი დოზის, 800მგ-ის გამოყენება იწვევდა სისხლის პლაზმაში ზალელონის კონცენტრაციის მომატებას 34%-ით. ზალეპლონის დოზის სტანდარტული კორექცია არ ითვლება აუცილებლობად, მაგრამ პაციენტებს უნდა ეცნობოს, სედაციური ეფექტების შესაძლო გაძლიერების შესახებ.

ამის საპირისპიროდ, რიფამპიცინი, ღვიძლის ფერმენტების (ჩYP3A4-ის ჩათვლით) ძლიერი ინდუქტორი, იწვევდა სისხლის პლაზმაში ზალეპლონის კონცენტრაციის 4-ჯერ შემცირებას. ზალეპლონის და ჩYP3A4-ის ინდუქტორების, როგორიც არის რიფამპიცინი, ერთობლივმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ზალეპლონის ეფექტურობის შემცირება.

ზალეპლონი გავლენას არ ახდენდა დიგოქსინის და ვარფარინის - ვიწრო თერაპიული დიაპაზონის მქონე, ორი ნივთიერების ფარმაკოკინეტიკაზე და ფარმაკოდინამიკაზე. ამის გარდა ზალეპლონის და იბუპროფენს შორის, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს თირკმლისმიერი ექსკრეციის შემცვლელ ნივთიერებას, ურთიერთქმედება შემჩნეული არ არის. 

უსაფრთხოების ზომები გამოყენებისას
გავლენა სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე და მექნიზმებთან მუშაობაზე    
ზალეპლონი ახდენს გამოხატულ გავლენას ავტოტრანსპორტის მართვაზე და მექნიზმებთან მუშაობაზე.

ისეთი ეფექტები, როგორიც არის სედაცია, ამნეზია, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა და აზროვნების ფუნქციების დარღვევა, შეიძლება არაკეტილსაიმედოდ აისახოს ავტოტრანსპორტის მართვაზე და მექნიზმებთან მუშაობაზე. თუ ძილის ხანგრძლივობა იყო არასაკმარისი, ყურადღების დარღვევის ალბთობა შეიძლება იყოს მომატებული (იხ. განყოფილება ,,ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან”). პაციენტებში, რომლებიც ასრულებენ მაღალი კვალიფიკაციის მომთხოვნ სამუშაოს, რეკომენდებულია სიფრთხილის დაცვა (იხ. განყოფილება ,,ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო პრეპარატებთან”). 

შეფუთვა: 
7 კაფსულა პვქ/პვდქ-ის აპკის და ალუმინის ფოლგის ბლისტერში.
ერთი ან ორი ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.
ყველა შეფუთვა შეიძლება გაყიდვაში არ იყოს 

შენახვის პირობები
ინახება ორიგინალურ შეფუთვაში, 15ჩº-დან 30ºჩ-მდე ტემპერატურაზე, ნესტისგან დაცულ ადგილზე. 

ვარგისობის ვადა
5 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები
ექიმის რეცეპტით