ანალერგინი / ANALERGIN


შემადგენლობა

ცეტირიზინის ჰიდროქლორიდი . . . . . . 10 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზას მონოჰიდრატი, სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელოზა, ტიტანის დიოქსიდი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატს გააჩნია ალერგიის საწინაარმდეგო გამოხატული ეფექტი. ფარმაკოლოგიურად აქტიურ დოზებში, არ გააჩნია სედატიური ეფექტი. ცეტირიზინი მიეკუთვნება H1-ჰისტამინური რეცეპტორების სელექტიურ ბლოკატორებს და პრაქტიკულად არ ავლენს ანტიქოლინერგულ და ანტისეროტონინულ მოქმედებას. პრეპარატი ხელს უშლის და ამსუბუქებს ალერგიული რექციის განვითარებას და მიმდინარეობას, გააჩნია ქავილის საწინააღმდეგო და ანტიექსუდაციური მოქმედება. გავლენას ახდენს ალერგიული რეაქციის ადრეულ სტადიაზე, ასევე ამცირებს ანთების უჯრედების მიგრაციას, თრგუნავს მედიატორების გამოყოფას, რომლებიც მონაწილეობენ მოგვიანებითი ტიპის ალერგიულ რეაქციებში. ამცირებს კაპილარების განვლადობას, ხელს უშლის ქსოვილების შეშუპების განვითარებას, ხსნის გლუვი მუსკულატურის სპაზმს. ხსნის კანის რეაქციას ჰისტამინზე, სპეციფიურ ალერგენებზე, ასევე გადაციებაზე (სიცივის, ჭინჭრის ციების დროს). ცეტირიზინი მნიშვნელოვნად ამცირებს ბრონქული ხის ჰიპერეაქტიულობას, რომელიც ვლინდება ჰისტამინის გამოთავისუფლების საპასუხოდ, ავადმყოფებში, ბრონქული ასთმით. თერაპიული ეფექტი ვლინდება მიღებიდან დაახლოებით 60 წუთის შემდეგ.
შიგნით მიღების შემდეგ, პლაზმის მაქსიმალური კონცენტრაცია c-max მიიღწევა 1 საათში. მცირე რაოდენობით მეტაბოლიზდება ღვიძლში (სხვა H1-ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორებისაგან განსხვავებით, რომლებიც მეტაბოლიზდებიან ღვიძლში, ციტოქრომის სისტემის მეშვეობით) ნახევარდაშლის პერიოდი (T1/2) მოზრდილებში შეადგენს 7-10 საათს, ბავშვებში 6-დან 12 წლამდე – 6 საათს. ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი გრძელდება 20 საათამდე.

ჩვენებები
სიმპტომური თერაპია:
- სეზონური და ქრონიკული რინიტი;
- ალერგიული კონიუქტივიტი;
- ქავილის და გამონაყრის თანხლებით მიმდინარე ალერგიული დერმატოზები;
- ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციება;
- კვინკეს შეშუპება.

მიღების წესები და დოზები
მოზრდილები და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები – 10 მგ (1 ტაბლეტი) დღეში ერთხელ, ყოველდღიურად.
ბავშვები 6-დან 12 წლამდე - 5 მგ (ნახევარი ტაბლეტი) დღეში 2-ჯერ ან 10 მგ (1 ტაბლეტი) დღეში ერთხელ.
პაციენტებში თირკმლის უკმარისობით საჭიროა პრეპარატის დოზის 2-ჯერ შემცირება.

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელი:
- თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა;
- პირის ღრუს სიმშრალე, დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხივ (მათ შორის ტკივილი ეპიგასტრიუმში, გულისრევა, დიარეა);
- ანგიონევროზული შეშუპება, გამონაყარი, ჭინჭრის ციება, კანის ქავილი (იშვიათ შემთხვევებში).

უკუჩვენება
- თირკმლის ქრონიკული უკმარისობის ტერმინალური სტადია (მათ შორის ჰემოდიალიზზე მყოფი ავადმყოფები);
- ბავშვთა ასაკი 6 წლამდე;
- ორსულობა და ლაქტაცია;
- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებზე

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ხანდაზმულ პაციებნტებში. პაციენტებში თირკმლის უკმარისობით საჭიროა პრეპარატის დოზის ორჯერ შემცირება. ექიმის დამატებითი კონსულტაციის გარეშე, პაციენტმა არ უნდა მიიღოს პრეპარატი ხანგრძლივად (7 დღეზე მეტხანს). მკურნალობის პერიოდში საჭიროა ალკოჰოლის მიღებისგან თავის შეკავება.
სატრანსპორტო საშუალებების და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვაზე სამკურნალო საშუალების გავლენის თავისებურებები.: ავტომობილის და სხვა ტექნიკური საშუალებების მართვისას პრეპარატის რეკომენდებული დოზის გადაჭარბება არ შეიძლება.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: პირის ღრუს სიმშრალე, შეკავებულობა, სისუსტე, თავის ტკივილი, ტაქიკარდია, შარდის შეკავება, ყაბზობა, მოუსვენრობა, მომატებული აგზნებადობა. მკურნალობა: რეკომენდებული დოზის გადაჭარბებისას და ჭარბი დოზირების სიმპტომების გამოვლენისას, საჭიროა კუჭის ამორეცხვა. სპეციფიური ანტიდოტი უცნობია. ჰემოდიალიზი არაეფექტურია. თერაპია სიმპტომური.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – 2 წელი.

აფთიაქში გაცემის წესი
პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.