Nuk
ამლიპინი / AMLIPIN


შემადგენლობა
ამლიპინი 5/5 მგ
შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ამლოდიპინი (ამლოდიპინის ბესილატის ფორმით) 5 მგ,
ლიზინოპრილი (ლიზინოპრილის დიჰიდრატის ფორმით) 5 მგ.

დამხმარე ნივთიერებები:  სახამებელი 1500, კალციუმის ჰიდროფოსფატი უწყლო, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი.

გარსის შემადგენლობა: ოპადრი II 85F250057 წითელი (პოლივინილის სპირტი ნაწილობრივ ჰიდროლიზებული, მაკროგოლი, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი, პონსო 4R, სანსეტი ყვითელი FCF, ტარტრაზინი, რკინის ოქსიდი შავი). 

 

ამლიპინი 5/10 მგ
შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ამლოდიპინი (ამლოდიპინის ბესილატის ფორმით) 5 მგ,
ლიზინოპრილი (ლიზინოპრილის დიჰიდრატის ფორმით) 10 მგ.

დამხმარე ნივთიერებები:  სახამებელი 1500, კალციუმის ჰიდროფოსფატი უწყლო, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი.

გარსის შემადგენლობა: ოპადრი II 85F18422 თეთრი (პოლივინილის სპირტი ნაწილობრივ ჰიდროლიზებული, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, ტალკი). 

 

ამლიპინი 10/10 მგ
შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ამლოდიპინი (ამლოდიპინის ბესილატის ფორმით) 10 მგ,
ლიზინოპრილი (ლიზინოპრილის დიჰიდრატის ფორმით) 10 მგ.

დამხმარე ნივთიერებები:  სახამებელი 1500, კალციუმის ჰიდროფოსფატი უწყლო, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი.

გარსის შემადგენლობა: ოპადრი II 85F250057 წითელი (პოლივინილის სპირტი ნაწილობრივ ჰიდროლიზებული, მაკროგოლი, ტიტანის დიოქსიდი, ტალკი, პონსო 4R, სანსეტი ყვითელი FCF, ტარტრაზინი, რკინის ოქსიდი შავი). 

 

ამლიპინი 10/20 მგ
შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ამლოდიპინი (ამლოდიპინის ბესილატის ფორმით) 10 მგ,
ლიზინოპრილი (ლიზინოპრილის დიჰიდრატის ფორმით) 20 მგ.

დამხმარე ნივთიერებები:  სახამებელი 1500, კალციუმის ჰიდროფოსფატი უწყლო, ლაქტოზას მონოჰიდრატი, ჰიდროქსიპროპილცელულოზა, ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი, მაგნიუმის სტეარატი.

გარსის შემადგენლობა: ოპადრი II 85F18422 თეთრი (პოლივინილის სპირტი ნაწილობრივ ჰიდროლიზებული, ტიტანის დიოქსიდი, მაკროგოლი, ტალკი).

 

ათქ კოდი: C09BB

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების სამკურნალო პრეპარატები.
ანგიოტენზინგარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორები კალციუმის არხების ბლოკატორებთან კომბინაციაში. 

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

ამლიპინი კომბინირებული ანტიჰიპერტენზიული პრეპარატია, რომლის ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია ამლოდიპინისა (კალციუმის არხების სელექტიური ბლოკატორი) და ლიზინოპრილის (აგფ-ის ინჰიბიტორი) თვისებების ერთობლიობით.

მემბრანის კალციუმის ნელი არხების ბლოკირების გზით ამლოდიპინი ხელს უშლის კალციუმის იონების ტრანსმემბრანულ გადასვლას კარდიომიოციტებსა და სისხლძარღვთა გლუვკუნთოვან უჯრედებში. მისი ზემოქმედებით მცირდება სისხლძარღვთა (არტერიოლები)  ტონუსი და სისხლძარღვთა პერიფერიული წინააღმდეგობა. არტერიოლების გაფართოებისა და პოსტდატვირთვის შემცირების ხარჯზე ამლოდიპინი ახდენს ანტიანგინალურ მოქმედებას. იმის გამო, რომ იგი არ იწვევს რეფლექტორული ტაქიკარდიის განვითარებას, მისი გამოყენებისას მცირდება მიოკარდიუმის მოთხოვნილება ჟანგბადზე. ამლოდიპინი აფართოებს როგორც ინტაქტურ, ასევე პათოლოგიურად შეცვლილ კორონარულ სისხლძარღვებს, აუმჯობესებს მიოკარდიუმის პერფუზიას; არასასურველი მეტაბოლური ეფექტები არ გააჩნია.

ლიზინოპრილი აქვეითებს ანგიოტენზინ II-ისა და ალდოსტერონის დონეს სისხლის პლაზმაში და ამავდროულად, ზრდის ბრადიკინინის დონეს, რომელსაც სისხლძარღვთა გამაფართოებელი ეფექტი გააჩნია. ლიზინოპრილის ზემოქმედებით მცირდება სისხლძარღვთა საერთო პერიფერიული წინააღმდეგობა, არტერიული წნევა, წნევა ფილტვების კაპილარებში; ლიზინოპრილი არ ცვლის გულის რითმის სიხშირეს, ამავე დროს შესაძლებელია გულის წუთმოცულობის გაზრდა და თირკმელებში სისხლის მიმოქცევის  გაძლიერება. ლიზინოპრილი ამცირებს ალბუმინურიას არტერიული წნევის დაქვეითების, ასევე გლომერულური აპარატის ჰემოდინამიკისა და მისი ქსოვილოვანი სტრუქტურის გაუმჯობესების ხარჯზე. ხანგრძლივი გამოყენებისას მცირდება მიოკარდიუმისა და რეზისტიული ტიპის სისხლძარღვების კედლის ჰიპერტროფია. ავადმყოფებში ჰიპერგლიკემიით ლიზინოპრილი ხელს უწყობს ენდოთელიუმის დარღვეული ფუნქციის აღდგენას. 

ფარმაკოკინეტიკა

შიგნით მიღების შემდეგ ამლოდიპინი ნელა და თითქმის მთლიანად (90%) შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, ჩმახ მიიღწევა 6-10 საათში. ნახევარგამოყოფის პერიოდი საშუალოდ 35-50 საათს შეადგენს. 

ლიზინოპრილი კარგად აბსორბირდება საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან და მისი შეწოვა არ არის დაკავშირებული კუჭში საკვების არსებობასთან. ბიოშეღწევადობა – 25-50%. Cmax მიიღწევა 6 საათში. ნახევარგამოყოფის პერიოდი 12 საათს შეადგენს.

ორივე მოქმედი ნივთიერების ხანგრძლივი ცირკულაცია ორგანიზმში შესაძლებელს ხდის პრეპარატის დღე-ღამეში ერთხელ მიღებას. 

 

გამოყენების ჩვენებები
- არტერიული ჰიპერტენზია;
- გულის იშემიური დაავადება (სტაბილური სტენოკარდია, პრინცმეტალის სტენოკარდია);
- გულის ქრონიკული უკმარისობა (კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში);
- დიაბეტური ნეფროპათია.

 

მიღების წესი და დოზები
ამლიპინი მიიღება შიგნით 1 ტაბლეტი ერთჯერ დღე-ღამეში. მისი მიღება კავშირში არაა კვებასთან.
საჭიროებისამებრ შესაძლებელია სადღეღამისო დოზის გაზრდა 2 ტაბლეტამდე.

 

უკუჩვენებები

- ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენეტის ან დიჰიდროპირიდინის სხვა წარმოებულების მიმართ;

- ანგიონევროზული შეშუპება ანამნეზში, მ.შ. დაკავშირებული სხვა აგფ-ის ინჰიბიტორების გამოყენებასთან;

- აორტის ან მიტრალური სარქველის ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი სტენოზი;

- გამოხატული არტერიული ჰიპოტენზია;

- კარდიოგენური შოკი;

- ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი;

- ბავშვთა ასაკი.

 

გვერდითი მოქმედება

გვერდითი რეაქციები ჩვეულებრივ გამოხატულია სუსტად და გარდამავალ ხასიათს ატარებს, პრეპარატის მოხსნა იშვიათ შემთხვევებშია საჭირო. 

გვერდითი მოვლენების სიხშირის ქვემოთ გამოყენებული პარამეტრები განსაზღვრულია შემდეგნაირად: ხშირი (≥ 1/100, < 1/10); არახშირი (≥ 1/1000, < 1/100); იშვიათი (≥ 1/10000, < 1/1000).

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: ხშირი – დიარეა, ღებინება; არახშირი - გულისრევა. ნერვული სისტემის მხრივ: ხშირი - თავის ტკივილი, სისუსტე, თავბრუსხვევა.

ალერგიული რეაქციები: არახშირი - კანის ქავილი, გამონაყარი კანზე; იშვიათი - ანგიონევროზული შეშუპება. 

სხვა: ხშირი - სახის კანის შეწითლება, ფეხების შეშუპება, მშრალი ხველა, ორთოსტატული ჰიპოტენზია; არახშირი _ ტკივილი მკერდის არეში.

 

განსაკუთრებული მითითებები

ღვიძლის დარღვეული ფუნქციის მქონე ავადმყოფებში ამლოდიპინის ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება, რაც სიფრთხილეს საჭიროებს სადღეღამისო დოზის შერჩევისას.

ავადმყოფებში, რომლებიც იღებენ დიურეზულ საშუალებებს ან სხვა გენეზის დიჰიდრატაციის დროს (ჭარბი ოფლდენა, ხანგრძლივი ღებინება, პროფუზული დიარეა), ასევე გულის უკმარისობის დრო, შესაძლოა განვითარდეს სიმპტომური ჰიპოტენზია. ამ შემთხვევაში, რეკომენდებულია ავადმყოფის დაწვენა, საჭიროების შემთხვევაში _ ნატრიუმის ქლორიდის 0.9%-იანი ხსნარის ინფუზიის წარმოება. მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია სისხლის შრატში ნატრიუმის დონის ნორმალიზება და ჰიპოვოლემიისას სითხის მოცულობის შევსება.

თირკმლის არტერიის სტენოზის (განსაკუთრებით ბილატერალური სტენოზის ან ცალი თირკმლის არტერიის სტენოზის დროს), ასევე დეჰიდრატაციის დროს ლიზინოპრილის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების ფუნქციის დარღვევა თირკმლის მწვავე უკმარისობამდეც კი, რომელიც ჩვეულებრივ შექცევადია და პრეპარატის მოხსნისთანავე ქრება. 

ოპერაციული ჩარევებისას, როდესაც ხდება სანარკოზე საშუალებების გამოყენება, რომლებსაც არტერიული ჰიპოტენზიის გამოწვევა შეუძლიათ, ლიზინოპრილი აბლოკირებს ანგიოტენზინ II-ის წარმოქმნას. ზემოაღნიშნული მექანიზმით განვითარებული ჰიპოტენზიის პრევენცია შესაძლებელია მოცირკულირე სისხლის მოცულობის შევსებით.

ხანდაზმული ავადმყოფებისათვის პრეპარატის დოზის განსაზღვრისას აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვა.

იმის გამო, რომ აგრანულოციტოზის  რისკის მთლიანად გამორიცხვა არ შეიძლება, პრეპარატის გამოყენებისას, აუცილებელია პერიოდულად პერიფერიული სისხლის ლაბორატორიული კონტროლი.

 

ზეგავლენა ავტოტრანსპორტის მართვისა და ტექნიკასთან მუშაობის უნარზე

პრეპარატის მიღებამ (განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში) შეიძლება იმოქმედოს ავტოტრანსპორტის მართვისა და იმ სამუშაოთა შესრულების უნარზე, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს, ამიტომ, ინდივიდუალური რეაქციების განსაზღვრამდე საჭიროა თავის შეკავება მსგავსი საქმიანობის შესრულებისაგან. 

 

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს

პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

 

გამოყენება პედიატრიაში

ამლიპინის უსაფრთხოება და ეფექტურობა ბავშვებში დადგენილი არ არის.

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ჰიპერკალიემიის განვითარების პრევენციისათვის პრეპარატის დანიშვნისას კალიუმის შემანარჩუნებელ დიურეზულ საშუალებებთან (სპირონოლაქტონი, ამილორიდი, ტრიამტერენი), აგრეთვე, კალიუმთან და კალიუმის შემცველ საშუალებებთან მისი კომბინირებისას, ძირითადად, თირკმელების ფუნქციის დაქვეითების დროს. პრეპარატი ინიშნება სარგებლისა და რისკის შეფასების შემდეგ სისხლში კალიუმის დონისა და თირკმელების ფუნქციის რეგულარული კონტროლის ჩატარებით. სიფრთხილის დაცვა აუცილებელია შემდეგ საშუალებებთან ერთად გამოყენებისას:

- დიურეზული საშუალებები (შესაძლებელია არტერიული წნევის მკვეთრად დაქვეითება);

- სხვა ჰიპოტენზიური საშუალებები (ადიტიური მოქმედება);

- აასს (განსაკუთრებით ინდომეტაცინთან), ვინაიდან ისინი ორგანიზმში აკავებენ ნატრიუმს და აბლოკირებენ პროსტალგანდინების სინთეზს თირკმელებში, ესტროგენული საშუალებები და ადრენოსტიმულატორები, სიმპატომიმეტიკები (შესაძლებელია თერაპიული ეფექტის დაქვეითება);

- ლითიუმი (შესაძლებელია ლითიუმის გამოყოფის გაუარესება, აუცილებელია ლითიუმის დონის კონტროლი სისხლის პლაზმაში);

ამიოდარონს, ქინიდინს, ბეტა-ადრენობლოკატორებს, ანტიფსიქოზურ საშუალებებს (ნეიროლეპტიკები) შეუძლიათ ჰიპოტენზიური ეფექტის გაძლიერება. 

 

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები: ვაზოდილატაცია არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითებით და რეფლექტორული ტაქიკარდიის გამოვლინებით.

მკურნალობა: სიმპტომური თერაპია, გულის მუშაობის, არტერიული წნევის, დიურეზისა და წყალ-ელექტროლიტური ბალანსის კონტროლით, საჭიროების შემთხვევაში ტარდება მისი კორექცია. არტერიული წნევის მნიშვნელოვანი დაქვეითებისას ავადმყოფი უნდა მოვათავსოთ „ჰორიზონტალურ“ მდგომარეობაში ზემოთ აწეული ქვედა კიდურებით. სითხის შემცვლელების ვენაში შეყვანის შემთხვევაში მათზე არადამაკმაყოფილებელი თერაპიული ეფექტისას შეიძლება საჭირო გახდეს პერიფერიული ვაზოპრესორის შეყვანა სისხლის მიმოქცევის შესანარჩუნებლად. კალციუმის ანტაგონისტის მოქმედების შესაჩერებლად შეიძლება კალციუმის გლუკონატის შეყვანა ინტრავენურად.

ამლოდიპინის ნელი შეწოვის გათვალისწინებით ცალკეულ შემთხვევებში ხდება კუჭის ამორეცხვა, გამოიყენება აქტივირებული ნახშირი.

ლიზინოპრილი ჰემოდიალიზის მეშვეობით გამოიყოფა.

 

გამოშვების ფორმა

შემოგარსული ტაბლეტები.

10 შემოგარსული ტაბლეტები ბლისტერში.

3 ბლისტერი  მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად.

 

შენახვის პირობები

ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურის პირობებში.

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!

 

ვარგისიანობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან.

ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ გამოყენება არ შეიძლება.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II – გაიცემა ფორმა #3 რეცეპტით.

სად შევიძინოთ?