Nuk
ამბროქსოლი სოფარმა / AMBROXOL SOPHARMA


რას შეიცავს ამბროქსოლ სოფარმა
- მოქმედი ნივთიერება: 15მგ ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი  5მლ სიროფში.
- სხვა შემადგენელი კომპონენტები: სორბიტოლი, მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილ პარაჰიდროქსიბენზოატი, გლიცეროლი, პროპილენ გლიკოლი, ნატრიუმის საქარინი, ლიმონმჟავას მონოჰიდრატი, ჟოლოს ესენცია, გასუფთავებული წყალი. 

ამბროქსოლ სოფარმას ფორმა
გამჭვირვალე, სიროფისმაგვარი სითხე, მკრთალი ყვითელიდან სუსტ ყავისფრამდე, ჟოლოს სუნით.

პირველადი შეფუთვა
100მლ სიროფი “პილფერპრუფ”-ის ტიპის პოლიეთილენტერეფტალატის მუქ ყავისფერ ფლაკონში, რომელიც დახუფულია პოლიეთილენის ხრახნიანი თავსახურით 
“პილფერპრუფ”-ის ტიპის ALKOზე-ს გამამაგრებლით.
მეორადი შეფუთვა – 1 (ერთი) ფლაკონი, პრეპარატის მიღების ანოტაცია-დანართ ინსტრუქციასთან და საზომ ჭიქასთან ერთად ცალკე მუყაოს კოლოფში.

რას წარმოადგენს ამბროქსოლ სოფარმა და რისთვის გამოიყენება
სიროფი ამბროქსოლ სოფარმა შეიცავს მოქმედ ნივთიერებას ამბროქსოლის ჰიდროქლორიდს, რომელიც სასუნთქი გზების სხვადასხვა დაავადებებისას ათხიერებს სქელ სეკრეტს ბრონქებში. ამ გზით ადვილდება მისი გამოყოფა, ხველა და უმჯობესდება სუნთქვა.
გამოიყენება ამოხველების გასაუმჯობესებლად და ხველების შესამსუბუქებლად სასუნთქი სისტემის მწვავე და ქრონიკული დაავადებებისას, რომლებიც დაკავშირებულია სასუნთქ გზებში სქელი სეკრეტის განვითარებასთან.

ამბროქსოლ სოფარმას გამოყენებამდე
არ გამოიყენოთ ამბროქსოლ სოფარმა
- თუ გაქვთ ალერგია (ჰიპერმგრძნობელობა) მოქმედი ნივთიერების ან სიროფის ნებისმიერი შემადგენელი კომპონენტისადმი.

დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე ამბროქსოლ სოფარმას მიღებისას
- თუ გაქვთ ალერგია ზოგიერთ სამკურნალო პრეპარატზე, ან საკვებ პროდუქტებზე;
- თუ გაქვთ თირკმლების ან ღვიძლის დაავადება;
- თუ სიროფით 5-დღიანი მკურნალობის შემდეგ არ შეგიმსუბუქდათ ხველა და არ გაუმჯობესდა მდგომარეობა, რჩევისთვის მიმართეთ ექიმს. 

სხვა სამკურნალო პრეპარატების გამოყენება
გთხოვთ, შეატყობინოთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს თუ თქვენ იღებთ ან მცირე ხნის წინ იღებდით სხვა სამკურნალო პრეპარატებს, იმ პრეპარატების ჩათვლით, რომლებიც გაიცემა ურეცეპტოდ. 
- ამბროქსოლის და ანტიბიოტიკების (ამოქსიცილინი, ცეფუროქსიმი, ერითრომიცინი, დოქსიციკლინი) ერთდროული მიღება იწვევს ფილტვის ქსოვილში ანტიბიოტიკის კონცენტრაციის ზრდას.
- არ არის რეკომენდირებული ამბროქსოლის გამოყენება ხველის დამთრგუვნელ სამკურნალო პრეპარატებთან (მაგ. კოდეინი) ერთად. 

ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი სამკურნალო პრეპარატის გამოყენებამდე მიმართეთ რჩევისთვის თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 
ამ სამკურნალო პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოება ორსულობის პერიოდში დადგენილი არ არის, ამიტომ ამბროქსოლ სოფარმას გამოყენება ორსულ ქალებში შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მკურნალი ექიმი შეაფასებს, რომ სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის. 
ამბროქსოლი გადის დედის რძეში, ამიტომ მეძუძური დედებისათვის პრეპარატის მიღების აუცილებლობისას საჭიროა ექიმის კონსულტაცია. 

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მანქანებთან მუშაობა
ამბროქსოლ სოფარმა გავლენას არ ახდენს მოძრაობით რეაქციებსა და ყურადღებაზე, ამიტომ მისი გამოყენება შეუძლიათ სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს და მანქანების ოპერატორებს. 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ამბროქსოლ სოფარმას ზოგიერთ შემადგენელ კომპონენტზე
- სიროფი ამბროქსოლ სოფარმა შეიცავს სორბიტოლს. თუ თქვენა ექიმმა გითხრათ რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა, ამ პრეპარატის გამოყენებამდე რჩევისათვის მიმართეთ მას. 
- მეთილ-და პროპილპარაჰიდროსიბენზოატმა, რომელიც შედის ამბროქსოლ სოფარმას სიროფის შემადგენლობაში, შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები (შესაძლოა შენელებული ტიპის).
- სამკურნალო საშუალება შეიცავს გლიცეროლს, რომელიც საზიანოა მაღალი დოზებით მიღების შემთხვევაში. შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, კუჭის გაღიზიანება და დიარეა.

ამბროქსოლ სოფარმას გამოყენების წესი
ამბროქსოლ სოფარმას სიროფს იღებენ შიგნით ჭამის დროს. 
მოზრდილები და ბავშვები 12 წელს ზემოთ: 10 მლ 3ჯერ დღეში პირველი 2-3 დღე, რის შემდეგაც დოზა შეიძლება შემცირდეს – 10 მლ 2ჯერ დღეში. 
ბავშვები
- 6-დან 12 წლამდე – 5 მლ 2-3ჯერ დღეში.
- 2-დან 6 წლამდე – 2.5 მლ 3ჯერ დღეში.
- 1-დან 2 წლამდე – 2.5 მლ 2ჯერ დღეში.
- 1 წელზე ნაკლები ასაკი -  არ არის რეკომენდებული. 

ამბროქსოლ სოფარმას სიროფი 2 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით! 
არ გამოიყენოთ სამკურნალო საშუალება 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ექიმის რეკომენდაციის გარეშე. 
თუ გრძნობთ რომ წამლის ეფექტი ძალიან ძლიერია, ან ძალიან სუსტია, მიმართეთ კონსულტაციისათვის თქვენს მკურნალ ექიმს. 

ამბროქსოლ სოფარმას საჭიროზე მეტი დოზის მიღების შემთხვევაში
თუ მიიღეთ საჭიროზე მეტი დოზა, მიმართეთ რჩევისათვის თქვენს ექიმს.

ამბროქსოლ სოფარმას დოზის გამოტოვების შემთხვევაში
თუ გამოტოვეთ ერთი დოზა, მიიღეთ ის რაც შეიძლება სწრაფად. თუ დადგა შემდეგი დოზის მიღების დრო მიიღეთ ის ჩვეულებისამებრ. არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის საკომპენსაციოდ. განაგრძეთ სამკურნალო პრეპარატის მიღება ამ ინფორმაციაში არსებული რეკომენდაციების გათვალისწინებით. 
ამ სამკურნალო საშუალებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დამატებით კითხვის შეთხვევაში მიმართეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს. 

შესაძლო გვერდითი მოვლენები 
სხვა პრეპარატების მსგავსად, ამბროქსოლ სოფარმას სიროფმა შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ ვლინდება ყველა ადამიანში.
ამბროქსოლ სოფარმას სიროფის გვედრითი მოვლენები – იშვიათი და გარდამავალია.
ამბროქსოლის სიროფის მიღებისას გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, თუ თქვენ გაქვთ მადის დარღვევა, ან გულისრევა, ღებინება, გამონაყარი კანზე, ან უფრო სერიოზული ალერგიული (ანაფილაქტოიდური) რეაქციები.
თუ ნებისმიერი გვერდითი მოვლენა ხდება სერიოზული, ან თქვენ შეამჩნიეთ სხვა ისეთი მოვლენა, რომელიც არ არის აღწერილი ამ დანართ ფურცელში, აცნობეთ თქვენს ექიმს, ან ფარმაცევტს.

ამბროქსოლ სოფარმას შენახვის წესი
შეინახეთ ორიგინალ შეფუთვაში მშრალ და სინათლისგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 250ჩ ტემპერატურის პირობებში. 
შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას. 
არ გამოიყენოთ სამკურნალო საშუალება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს.
ვარგისიანობის ვადა ფლაკონის პირველი გახსნის შემდეგ: ერთი თვე.
პრეპარატი არ გადაღვაროთ კანალიზაციაში, ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში. კითხეთ თქვენს ფარმაცევტს როგორ გაანადგუროთ თქვენთვის არასაჭირო პრეპარატები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას. 
შენახვის ვადა : 2 წელი
სად შევიძინოთ?