Nuk
ალერგოსანი ტაბლეტები / ALLERGOSAN tablets


რას წარმოადგენს ალერგოსანი და რისთვის გამოიყენება 
ალერგოსანი მიეკუთვნება კლასიკური ანტიჰისტამინური საშუალებების ჯგუფს ალერგიული რეაქციების სამკურნალოდ. ის თრგუნავს ჰისტამინის (ნივთიერება, რომელიც წარმოიქმნება ორგანიზმში) ეფექტს, რომელიც განაპირობებს ალერგიულ რეაქციებს.
გამოიყენება ალერგიული რინიტების და კონიუქტივიტების; სეზონური სურდოს; კანის ალერგიული რეაქციების – გამონაყარი, ქავილი, მწერების ნაკბენი, დერმოგრაფიზმი; სამკურნალწამლო და საკვების ალერგიის სიმპტომატური მკურნალობისათვის.    

ალერგოსანის გამოყენების წინ 
ნუ გამოიყენებთ ალერგოსანს
- თუ თქვენ გაქვთ ალერგია (მომატებული მგრძნობელობა) აქტიური ნივთიერების ან პრეპარატ ალერგოსანის ნებისმიერი სხვა შემდგენელი ნაწილის მიმართ. 
- თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი;
- თუ გაქვთ აქტიური კუჭ-ნაწლავის წყლული;
- პილოროდუოდენალური სტენოზის დროს (კუჭის გასავალის შევიწროება);
- ასთმური შეტევის დროს. 

დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე პრეპარატ ალერგოსანის გამოყენებისას: 
- თუ გაქვთ ჰიპერთირეოდიზმი (ფარისებრი ჯირკვლის მომატებული ფუნქცია);
- გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისას;
- თუ გაქვთ ღვიძლის დაავადება;
- თუ გაქვთ გლაუკომა (მომატებული თვალის შიდა წნევა);
- წინამდებარე ჯირკვლის ადენომის დროს;
- თუ გაწუხებთ ბრონქიალური ასთმა;
- ალერგენებით დესენსიბილიზაციის ჩატარების დროს;
- ხანში შესულ პაციენტებში თავბრუსხვევის, სედაციის და ჰოპოტენზიის გამოვლინება შესაძლებელია უფრო მეტად.     

სხვა სამკურნალო პრეპარატების მიღება
გთხოვთ შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ ღებულობთ ან უახლოეს წარსულში იყენებდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის რეცეპტის გარეშე გაცემულს.  
ალერგოსანის ერთდროულად გამოყენებამ ატროპინთან და სხვა ატროპინის მოქმედების მსგავს საშუალებებთან შეიძლება გაზარდოს გვერდითი მოქმედების გამოვლინების რისკი, როგორიცაა შარდის შეკავება, ყაზბობა, სიმშრალე პირში. 
შესაძლებელია ასევე დამაწყნარებელი (სედატიური), საძილე, სხვა ანტიალერგიული (ანტიჰისტამინური) სამკურნალო საშუალებების და ალკოჰოლის ეფექტის გაძლიერება, რის გამოც რეკომენდირებულია ალერგოსანთან მსგავსი კომბინაციების თავიდან არიდება. ტრიციკლურ ანტიდეპრესანტებს (ამიტრიპტილინს, იმიპრამინს) შეუძლიათ სედატიური მოქმედების და მისი გვერდიტი მოქმედების გაძლიერება. 
მაო-ს ინჰიბიტორებთან (მოკლობემიდი) ერთდროულად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოქმედების გაძლიერება. საჭიროა ორკვირიანი ინტერვალი მაო-ს ინჰიბიტორების გამოყენების შეწყვეტის შემდეგ.  

ალერგოსანის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად
ტაბლეტები მიიღება პერორალურად ჭამის დროს, წყლის დაყოლებით. 

ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი პრეპარატის გამოყენების წინ ჩაიტარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან. ალერგოსანის გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს უკუნაჩვენებია. 

სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მანქანებთან მუშაობა
ნუ მართავთ სატრანსპორტო საშუალებებს და ნუ გამოიყენებთ რაიმე ინსტრუმენტებს ან მანქანებს, რადგანაც ალერგოსანის გამოყენებისას შესაძლებელია ძილიანობის, კოორდინაციის და რეაქციის შენელების გამოვლინება.  

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ალერგოსანის შემადგენელი ზოგიერთი ნაწილის შესახებ
სამკურნალო პრეპარატი შეიცავს დამხმარე ნივთიერებებს ლაქტოზას და საქაროზას. თუ ექიმმა შეგატყობინათ, რომ თქვენ გაგაჩნიათ აუტანლობა საქაროზის ზოგიერთი სახეობის მიმართ, მიმართეთ მას ალერგოსანის გამოყენების წინ.  
სამკურნალო პრეპარატი შეიცავს ხორბლის სახამებელს. ის უხდება პირებს ცელიაკიით. პაციენტებმა, რომლებსაც გააჩნიათ ალერგია ხორბალზე (რომელიც განსხვავდება ცელიაკიისაგან) არ უნდა მიიღონ ეს სამკურნალო პრეპარატი.  

როგორ გამოვიყენოთ ალერგოსანი  
ყოველთვის მიიღეთ ალერგოსანი ექიმის დანიშნულების ზუსტი დაცვით. თუ რაიმეში არ ხართ დარწმუნებული, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
გამოყენების წესი: ტაბლეტებს იღებენ პერორალურად ჭამის დროს, წყლის დაყოლებით. 
ჩვეულებრივი დოზა შეადგენს: 
მოზრდილები და 14 წლამდე ასაკის ბავშვები: 1 ტაბლეტი 3-4 ჯერ დღეში. მაქსიმალური დოზა შეადგენს 6 ტაბლეტს დღეში, განაწილებული 2-2  ტაბლეტი 3 მიღებაზე. 
5-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვები: 1/2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
5 წლამდე ასაკის ბავშვები: ეს სამკურნალო ფორმა არ არის რეკომენდირებული 5 წელზე ქვევით ასაკის ბავშვებისათვის.   

თუ თქვენ გამოტოვეთ პრეპარატ ალერგოსანის მიღება
ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას გამოტოვებულის საკომპენსაციოდ. 
თუ თქვენ გამოტოვეთ ერთი დოზა, მიიღეთ ის  რაც შეიძლება მალე. თუ მეორე დოზის მიღებამდე ცოტა დროა დარჩენილი, მიიღეთ ის ჩვეულებრივად. გააგრძელეთ სამკურნალო პრეპარატის მიღება თქვენი მკურნალი ექიმის დანიშნულების დაცვით.  
თუ თქვენ გაქვთ ამ სამკურნალო პრეპარატის მიღებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს. 

შესაძლო გვერდითი მოქმედება 
როგორც სხვა სამკურნალო საშუალებებს, ალერგოსანს შეუძლია გვერდითი მოქმედებების გამოწვევა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს. 
იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს სისუსტე, დაღლილობა, ძილიანობა, ყურადღების დაქვეითება და კოორდინაციის დარღვევა, კუნთების სისუსტე, სიმშრალე პირში, სუსტი თავბრუსხვევა, გულის რევა, ღებინება, ტკივილები მუცლის არეში, ყაზბობა, დიარეა, მადის დაკარგვა, ქავილი, გამონაყარი, ფოტომგრძნობელობა, არტერიული წნევის დაქვეითება, გულისცემა, გაძნელებული შარდვა, შარდის შეკავება. ჩვეულებრივ ისინი ქრება მკურნალობის მსვლელობისას. ხანდახან აღინიშნება სხეულის წონის მომატება მადის გაზრდის გამო; მხედველობის დარღვევა და თვალის შიდა წნევის მომატება, იშვიათად ჰიპერმგრძნობელობა.  
თუ ნებისმიერი გვერდითი მოქმედება მიიღებს სერიოზულ სახეს ან თქვენ აღგენიშნებათ სხვა სიმპტომები, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართ-ფურცელში, გთხოვთ შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს.  

როგორ ინახება ალერგოსანი 
ორიგინალურ შეფუთვაში, მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25ºჩ  ტემპერატურაზე. 
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ნუ გამოიყენებთ ალერგოსანს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. ვარგისიანობის ვადა შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს. 
არ არის რეკომენდირებული სამკურანლო პრეპარატების გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში.  ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ გაანადგუროთ თქვენთვის უსარგებლო სამკურნალო პრეპარატები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას. 

დამატებითი ინფორმაცია 
რას შეიცავს ალერგოსანი 
- აქტიურ ნივთიერებას: ქლოროპირამინის  ჰიდროქლორიდს (100% ფორმით) 25 მგ ერთ ტაბლეტში.
- სხვა შემადგენელ ნაწილებს: ლაქტოზის მონოჰიდრატს, ხორბლის სახამებელს; ცელულოზას, მონოკრისტალური ტიპი 101; ნატრიუმის კარმელოზას, მაგნიუმის სტეარატს; კრემნიუმის დიოქსიდს კოლოიდურს უწყლოს.  
- გარსი: ძირითადი ბუთილ-მეტაკრილის სოპოლიმერი, პოლისორბატ 80, ტალკი, ტიტანის დიოქსიდი, საქაროზა, ჟელატინი, გუმიარაბიკი გამომშრალი გაფრქვევით, მაკროგოლ 6000, გლიცეროლი, აცეტონი, იზოპროპილის სპირტი. 

ალერგოსანის აღწერილობა და შეფუთვის შემცველობა  
გარსით დაფარული ტაბლეტები, სწორი ფორმის, პრიალა ზედაპირით, თეთრი, უსუნო. 20 ტაბლეტი ბლისტერში მყარი, უფერო, გამჭვირვალე პვქ ფირისაგან/ალუმინის ფოლგისაგან;  თითო ბლისტერი მუყაოს ყუთში ჩანართ-ფურცელთან ერთად.  

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი (გაცემის რეჟიმი: რეცეპტის გარეშე)
სად შევიძინოთ?