Nuk
ალერგოსანი 1% მალამო / ALLERGOSAN 1% ointment


რას წარმოადგენს ალერგოსანი მალამო და რისთვის გამოიყენება 
ალერგოსანი მალამო შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ქლოროპირამინს ეგრეთ წოდებული ანტიჰისტამინების ჯგუფიდან. მას გააჩნია კარგად გამოხატული ანტიალერგიული მოქმედება. კანზე დატანებისას თრგუნავს ქავილს, ამცირებს სიწითლეს, შეშუპებას და გამონაყარს კანზე.
ალერგოსანი მალამო გამოიყენება მწერების ნაკბენის, კონტაქტური დერმატიტის და სხვა ქავილის თანმხლები დერმატოზების დროს (კანის ანთება); გამონაყარისა და ქავილისას სხვადასხვა ალერგიული მდგომარეობების შემთხვევაში, რომლებიც არ მოიცავენ კანის დიდ მონაკვეთებს. 

ალერგოსანის მალამოს გამოყენების წინ 
ნუ გამოიყენებთ ალერგოსანის მალამოს
- თუ თქვენ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) აქტიური ნივთიერების ქლოროპირამინის ან პრეპარატ ალერგოზანის ნებისმიერი სხვა შემდგენელი კომპონენტის მიმართ. 
აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა პრეპარატ ალერგოსანის მალამოთი მკურნალობისას შემდეგ შემთხვევებში: 
- მწვავე კანის რეაქციებისას სეკრეტის წარმოქმნით რეკომენდირებულია სხვა სამკურნალო ფორმის – ალერგოსანის კრემის გამოყენება. 
- არ არის რეკომენდირებული მალამოს წასმა ღია ჭრილობებზე ან დამწვრობისას.  
- გამოიჩინეთ სიფრთხილე პრეპარატის დატანებისას – ნუ დაუშვებთ პრეპარატის ნაწილის მოხვედრას თვალებში ან ცხვირისა და პირის ღრუს ლორწოვან გარსზე.

სხვა სამკურნალო პრეპარატების მიღება
გთხოვთ შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ ღებულობთ ან უახლოეს წარსულში იღებდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის რეცეპტის გარეშე გაცემულს.  
არ არსებობს მონაცემები სხვა სამკურნალო საშუალებების ზეგავლენის შესახებ პრეპარატ ალერგოზანის მალამოს მოქმედებაზე. 

ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი პრეპარატის გამოყენების წინ ჩაიტარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან. 
შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი. ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, შეიძლება თუ არა თქვენთვის პრეპარატ ალერგოსანის მალამოს გამოყენება.    

სატრანსპორტო საშუალებების ტარება და მექანიზმებთან მუშაობა
ალერგოსანის მალამო არ მოქმედებს აქტიურ ყურადღებაზე და მისი გამოყენება შეუძლიათ მძღოლებს და მანქანების ოპერატორებს. 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია პრეპარატ ალერგოსანის მალამოს დამხმარე ნივთიერებების შესახებ
პრეპარატში შემავალმა დამხმარე ნივთიერებებმა ლანოლინმა და ცეტილის სპირტმა შეიძლება გამოიწვიონ კანის რეაქციები მალამოს დატანების ადგილას. (მაგალითად, კონტაქტური დერმატიტი). 

როგორ გამოვიყენოთ ალერგოსანის მალამო 
ალერგოსანის მალამო განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის – კანზე დასატანებლად.
მისი გამოყენება არ არის რეკომენდირებული ანთების დროს, რომელსაც თან ახლავს კანის ზედაპირის გამკვრივება, გასქელება (ქრონიკული დერმატოზები გამოხატული ჰიპერკერატოზით). არ არის რეკომენდირებული პრეპარატის წასმა ღია ჭრილობებზე, ცხვირის და პირის ღრუს ლორწოვან გარსზე. 

მოზრდილები და ბავშვები (ჩვილები და 18 წლამდე ასაკის ბავშვები) – ცოტაოდენი მალამო დაიტანება დაზიანებულ ზედაპირზე 2-3 ჯერ დღეში, კანში ფრთხილად შეზელით. გამოყენება შეიძლება სახვევის ქვეშ ან ფიზიოთერაპიული პროცედურების მეშვეობით, კანში უკეთესად შეღწევის და სამკურნალო ეფექტის სწრაფად მიღწევის მიზნით. 
მკურნალობის ხანგრძლივობა – 5-დან 7 დღემდე.  

თუ თქვენ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი მალამოს რაოდენობა  
ვინაიდან მალამო ისმევა კანზე, ჭარბი დოზირების შემთხვევები ნაკლებად შესაძლებელია. შემთხვევით ჭარბი რაოდენობის გამოყენებისას დახმარებისათვის მიმართეთ ექიმს. 

თუ თქვენ გამოტოვეთ პრეპარატ ალერგოსანის მალამოს საჭირო დოზის დატანება
ნუ წაისმევთ ორმაგ დოზას გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.  

შესაძლო გვერდითი მოქმედება 
როგორც სხვა სამკურნალო საშუალებებს, ალერგოსან მალამოს შეუძლია გვერდითი მოქმედებების გამოწვევა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს. 
ძალიან იშვიათად ალერგოსანის მალამოს შეუძლია კანის ქავილის და გაღიზიანების გამოწვევა.
თუ ნებისმიერი გვერდითი მოქმედება იღებს სერიოზულ სახეს ან თქვენ აღგენიშნებათ სხვა სიმპტომები, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართ-ფურცელში, გთხოვთ შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს. 

როგორ ინახება ალერგოსანის მალამო 
ორიგინალურ შეფუთვაში, მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25ºჩ  ტემპერატურაზე. 
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ნუ გამოიყენებთ ალერგოსანის მალამოს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. 
ვარგისიანობის ვადა ტუბის გახსნის შემდეგ: 1 თვემდე. 

არ არის რეკომენდირებული სამკურანლო პრეპარატების გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში.  ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ გაანადგუროთ თქვენთვის უსარგებლო სამკურნალო პრეპარატები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას. 

დამატებითი ინფორმაცია 
რას შეიცავს ალერგოსანის მალამო 
- აქტიურ ნივთიერებას: 1გ მალამო შეიცავს  ქლოროპირამინის       ჰიდროქლორიდს (chloropyramine hydrochloride) 10 მგ.
- დამხმარე ნივთიერებებს: ცეტილის სპირტს; ლანოლინს; თეთრ რბილ პარაფინს (თეთრ ვაზელინს). 

ალერგოზანის მალამოს აღწერილობა და შეფუთვის შემცველობა  
ღია-ყვითელი ფერის, უსუნო მალამო. 18 გ სამკურნალო პრეპარატი დოზირებულია მემბრანის ალუმინის ტუბებში პოლიპროპილენის პლასტმასის თავსახურით. 
თითოეულ ტუბს ჩანართ-ფურცელთან ერთად ათავსებენ ცალკეულ დასაკეც მუყაოს ყუთში, რომელიც ერთი მხრიდან დაფარულია პიგმენტით.  

გაცემის წესი: ფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი (გაცემის რეჟიმი: რეცეპტის გარეშე)
სად შევიძინოთ?