ალერგოსანი 1% კრემი / ALLERGOSAN 1% cream


რას წარმოადგენს ალერგოსანი კრემი და რისთვის გამოიყენება 
ალერგოსანი კრემი შეიცავს აქტიურ ნივთიერებას ქლოროპირამინს ეგრეთ წოდებული ანტიჰისტამინების ჯგუფიდან. მას გააჩნია კარგად გამოხატული ანტიალერგიული მოქმედება. კანზე დატანებისას თრგუნავს ქავილს, ამცირებს სიწითლეს, შეშუპებას და გამონაყარს კანზე.
ალერგოსანი კრემი გამოიყენება მწერების ნაკბენის, კონტაქტური დერმატიტის და სხვა ქავილის თანმხლები დერმატოზების დროს (კანის ანთება); გამონაყარისა და ქავილისას სხვადასხვა ალერგიული მდგომარეობების შემთხვევაში, რომლებიც არ მოიცავენ კანის ფართო მონაკვეთებს. 

ალერგოსანის საცხის გამოყენების წინ
ნუ გამოიყენებთ ალერგოსანის კრემს
- თუ თქვენ გაქვთ მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) აქტიური ნივთიერების ქლოროპირამინის ან პრეპარატ ალერგოსანის ნებისმიერი სხვა შემდგენელი კომპონენტის მიმართ. 

აუცილებელია განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა პრეპარატ ალერგოსანის კრემით მკურნალობისას შემდეგ შემთხვევებში: 
- კანის ქრონიკული დაავადებებისას ჰიპერკერატოზით (კანის ზედაპირის გამკვრივება, გასქელება) უფრო მიზანშეწონილია სხვა სამკურნალო ფორმის – ალერგოსანის კრემის გამოყენება.  
- არ არის რეკომენდირებული კრემის წასმა ღია ჭრილობებზე ან დამწვრობისას.  
- გამოიჩინეთ სიფრთხილე პრეპარატის დატანებისას – ნუ დაუშვებთ პრეპარატის ნაწილის მოხვედრას თვალებში ან ცხვირისა და პირის ღრუს ლორწოვან გარსზე.

სხვა სამკურნალო პრეპარატების მიღება
გთხოვთ შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს, თუ თქვენ ღებულობთ ან უახლოეს წარსულში იყენებდით სხვა პრეპარატებს, მათ შორის რეცეპტის გარეშე გაცემულს.  
არ არსებობს მონაცემები სხვა სამკურნალო საშუალებების ზეგავლენის შესახებ პრეპარატ ალერგოსანის საცხის მოქმედებაზე.  

ორსულობა და ძუძუთი კვება
ნებისმიერი პრეპარატის გამოყენების წინ ჩაიტარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან ან ფარმაცევტთან. 
შეატყობინეთ თქვენს ექიმს, თუ ხართ ორსულად ან კვებავთ ძუძუთი. ექიმი მიიღებს გადაწყვეტილებას, შეიძლება თუ არა თქვენთვის პრეპარატ ალერგოსანის საცხის გამოყენება.    

სატრანსპორტო საშუალებების ტარება და მექანიზმებთან მუშაობა
ალერგოსანის კრემი არ მოქმედებს აქტიურ ყურადღებაზე და მისი გამოყენება შეუძლიათ მძღოლებს და მანქანების ოპერატორებს. 

როგორ გამოვიყენოთ ალერგოსანის კრემი 
ალერგოსანის კრემი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისათვის. ალერგოსანის კრემის გამოყენება რეკომენდირებულია კანის მწვავე რეაქციების დროს ექსუდატის წარმოქმნით (ანთებითი სითხე)
არ არის რეკომენდირებული პრეპარატის წასმა ღია ჭრილობებზე, ცხვირის და პირის ღრუს ლორწოვან გარსზე. 

მოზრდილები და ბავშვები (ჩვილები და 18 წლამდე ასაკის ბავშვები) – ცოტაოდენი კრემი დაიტანება დაზიანებულ ზედაპირზე 2-3 ჯერ დღეში, კანში ფრთხილად შეზელით. გამოყენება შეიძლება სახვევის ქვეშ ან ფიზიოთერაპიული პროცედურების მეშვეობით, კანში უკეთესად შეღწევის და სამკურნალო ეფექტის სწრაფად მიღწევის მიზნით. 
მკურნალობის ხანგრძლივობა – 5-დან 7 დღემდე.  

თუ თქვენ გამოიყენეთ საჭიროზე მეტი კრემის რაოდენობა  
ვინაიდან კრემი ისმევა კანზე, ჭარბი დოზირების შემთხვევები ნაკლებად შესაძლებელია. შემთხვევით ჭარბი რაოდენობის გამოყენებისას დახმარებისათვის მიმართეთ ექიმს. 

თუ თქვენ გამოტოვეთ პრეპარატ ალერგოსანის კრემის საჭირო დოზის დატანება
ნუ წაისმევთ ორმაგ დოზას გამოტოვებულის საკომპენსაციოდ.  

შესაძლო გვერდითი მოქმედება 
როგორც სხვა სამკურნალო საშუალებებს, ალერგოსან კრემს შეუძლია გვერდითი მოქმედებების გამოწვევა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ აღენიშნება ყველა პაციენტს. 
ძალიან იშვიათად ალერგოსანის კრემს შეუძლია კანის ქავილის და გაღიზიანების გამოწვევა.
თუ ნებისმიერი გვერდითი მოქმედება მიიღებს სერიოზულ სახეს ან თქვენ აღგენიშნებათ სხვა სიმპტომები, რომლებიც არ არის აღწერილი მოცემულ ჩანართ-ფურცელში, გთხოვთ შეატყობინეთ ამის შესახებ თქვენ ექიმს ან ფარმაცევტს. 

როგორ ინახება ალერგოსანის კრემი 
ორიგინალურ შეფუთვაში, მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას, არაუმეტეს 25ºჩ  ტემპერატურაზე. 
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ნუ გამოიყენებთ ალერგოსანის კრემს შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ. 
ტუბის გახსნის შემდეგ მოცემული პრეპარატის გამოყენება შეიძლება 1 თვემდე.  
არ არის რეკომენდირებული სამკურანლო პრეპარატების გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენების კონტეინერში.  ჰკითხეთ თქვენს ფარმაცევტს, თუ როგორ გაანადგუროთ თქვენთვის უსარგებლო სამკურნალო პრეპარატები. ეს ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას. 

დამატებითი ინფორმაცია 
რას შეიცავს ალერგოსანის კრემი 
- აქტიურ ნივთიერებას: 1გ საცხი შეიცავს  ქლოროპირამინის       ჰიდროქლორიდს (chloropyramine hydrochloride) 10 მგ.
- დამხმარე ნივთიერებებს: მაკროგოლ 300 (პოლიეთილენგლიკოლი 300), მაკროგოლ 4000 (პოლიეთილენგლიკოლი 4000). 

ალერგოსანის კრემის აღწერილობა და შეფუთვის შემცველობა  
თეთრი ფერის, უსუნო კრემი. 18 გ სამკურნალო პრეპარატი დოზირებულია მემბრანის ალუმინის ტუბებში პოლიპროპილენის პლასტმასის თავსახურით. 
თითოეულ ტუბს ჩანართ-ფურცელთან ერთად ათავსებენ ცალკეულ დასაკეც მუყაოს ყუთში, რომელიც ერთი მხრიდან დაფარულია პიგმენტით.   

გაცემის წესიფარმაცევტული პროდუქტის III ჯგუფი (გაცემის რეჟიმი: რეცეპტის გარეშე)