Nuk
ალერგოკრომი / Allergocrom


შემადგენლობა

რას შეიცავს ალერგოკრომის თვალის წვეთები: ძირითად სამკურნალწამლო ნივთიერება არის ნატრიუმის კრომოგლიკატი 20მგ/მლ. სხვა კომპონენტებია: ბენზალკონიუმის ქლორიდი (კონსერვანტი), ნატრიუმის მედეტატი,გლუკოზის მონოჰიდრატი და საინექციო წყალი. 

როგორ გამოიყურება ალერგოკრომის თვალის წვეთები და მისი შეფუთვა:
ალერგოკრომის თვალის წვეთები არის გამჭვირვალე, უფერო,ოდნავ მოყვითალოდ შეფერილი თვალის წვეთი,რომელიც 10-მლ-იან ფლაკონშია ჩასხმული,თავისი პიპეტით. თითო კოლოფი შეიცავს 1 ფლაკონს პიპეტით.

ჩვენებები
ალერგოკრომი არის ალერგიულად დაწყებული კონიუქტივის სამკურნალო თვალის წვეთები.

გამოყენების სფეროები:
ალერგიულად დაწყებული მწვავე და ქრონიკული კონიუქტივიტები, მაგალითად: ჭინჭრის ციებით გამოწვეული კონიუქტივიტი, გაზაფხულის კატარი,კერატო-კონიუქტივიტი)

მიღების წესები და დოზები
ალერგოკრომის თვალის წვეთები გამოიყენეთ მხოლოდ ექიმის დანიშნულების შესაბამისად. შეეკითხეთ თქვენს ექიმს,ან ფარმაცევტს თუ თქვენ რამეში არ ხართ დარწმუნებული. ჩვეულებრივ ალერგოკრომი ინიშნება ყოველთვის ერთნაირად. ჩვეული დოზა შეადგენს:
მოზრდილებსა და ბავშვებში 1 წვეთს 4-ჯერ დღეში კონიუქ¬ტივალურ პარკში. დღიური დოზა შეიძლე გაზარდო ჩაწვეთების სიხშირის გაზრდით დღეში თითო წვეთის 6-ჯერ ჩაწვეთებამდე. ასევე დოზა შიძლება გაიზრდოს 8 ჩაწვეთებამდეც დღეში.თვალის წვეთები ძირითადად ისე უნდა გამოიყენო, რომ საწვეთარა არ მოგხვდეთ თვალში და სახის კანზე. ამოხრახნეთ დამცავი სახურავი, გადაწიეთ თავი უკან, თვალიდან გადაწიეთ ქუთუთო და მსუბუქი მოჭერით ჩაუშვით ერთი წვეთი კონიუნქტივალურ ტომარაში. ფრთხილად დახუჭეთ თვალი. გამოყენების შემდეგ კარგად დაახურეთ ფლაკონს.
Pპრეპარატ ალერგოკრომით მკურნალობა უნდა გააგრძელოთ იქამდე,სანამ ალერგიის სუბსტანციები (ოთახის მტვერი, ბეწვის ტკიპები,ტკიპები და ასე შემდეგ) აგრძელებს კონტაქტს. თერაპიული ეფექტი უნდა კონტროლდებოდეს ოფთალმოლოგის მიერ. კარგი შედეგის შემთხვევაში დოზა უნდა შემცირდეს ექიმის მიერ.
თუ ალერგოკრომი გამოიყენება დიდი ხნის განმავლობაში ხანგრძლივად,მაშინ მკურნალობის აუცილებლობა უნდა შეფასდეს ასევე ექიმის მიერ.
უცილებლად მიმართეთ თქვენს ექიმს,თუ თქვენ გაქვთ შეგრძნება რომ ალერგოკრომის მოქმედება ზედმეტად სუსტი,ან პირიქით ზედმეტად ძლიერია.

გვერდითი მოვლენები
როგორც ყველა პრეპარატს ალერგოკრომსაც შეიძლება გამოუვლინდეს გვერდითი მოვლენები, რაც ყველა შემთხვევაში არ გვხვდება. გვერდითი მოვლენების გამოვლენის სიხშირის დამუშავებისას მივიღეთ შემდეგი კატეგორიები:
ძალიან ხშირად: 1-ზე მეტსი ყოველი 10 შემტხვევიდან
ხშირად: 1-დან 10-მდე 100-დან
ხანდახან: 1-დან 10-მდე 1000-დან
იშვიათად: 1-დან 10-მდე 10.000-დან
ძალიან იშვიათად: 1-ზე ნაკლებში 10.000-დან 
უცნობია: მითითებული ვადის დარღვევის შემთხვევაში გართულებების არსებობა 

შესაძლო გვერდითი მოვლენები: 
შეიძლება შეგვხვდეს თვალების წვა, კონიუქტივის შესიება, უცხო სხეულის შეგრძნება, ასევე კონიუქტივალური ჰიპერემია.ძალიან იშვიათად შეიძლება შეგვხვდეს გენერალი ზირებული ანაფილაქსიური რეაქციები ბრონქოსპაზმით, რაც დაკავშირებულია ნატრიუმის კრომოგლიკატით თერაპიასთან. Aალერგიული ჩივილები ქრება სპონტანურად. ალერგოკრომის მიმართ მომატებულ მგრძნობელობაზე ეჭვის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს. ჩააყენეთ საქმის კურსში თქვენი ექიმი,ან ფარმაცევტი,თუ აღმოცენებული გვერდითი მოვლენების მიმდინარეობა გახანგრძლივდება,ან შეგხვდება ისეთი გვერდითი მოვლენები,რაც არაა ინსტრუქციაში მითითებული.

უკუჩვენება
ალერგოქრომის წვეთები არ გამოიყენება ნატრიუმის კრომოგლიკატზე, ან მის სხვა რომელიმე კომპონენტზე მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.ასევე არ შეიძლება ალერგოკრომის გამოყენება ალერგიულ რეაქციებზე ეჭვის არსებობის შემთხვევაშიც.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენებამდე ორსულობისა და ლაქტაციის დროს შეეკოთხეთ თქვენს ფარმაცევტსა და ექიმს. 
არ არსებობს მონაცემები ალერგოკრომის ტერატოგენური ეფექტის შესახებ. თუმცა არსებული გამოცდილებით ნაყოფის დაზიანების შესაძლო რისკი არ გამოვლენილა. ის გარკვეული რაოდენობით გადადის დედის რძეში.
ალერგოკრომის თვალის წვეთები ან არ გამოიყენება ორსულობის პირველ ტრიმესტრში,ან გამოიყენება მოსალოდნელი სარგებელისა და რისკის შეფასების შემდეგ.
ორსულობის მომდევნო მიმდინარეობის პერიოდში და ლაქტაციისას ალერგოკრომის თვალის წვეთები ასევე გამოიყენება ექიმის მიერ მოსალოდნელი სარგებლისა და რისკის შეფასების შემდეგ.
ალერგოკრომის თვალის წვეთებით მკურნალობის სარგებელისა და რისკის თანაფარდობა ფასდება მხოლოდ მკურნალი ექიმის მიერ

განსაკუთრებული მითითებები
ავტოტრანსპორტისა და ელექტრომექანიზმების მართვა
Pპრეპარატი გამოყენების შემდეგ იწვევს მხედველობის კონცენტრირების უნარის ხანმოკლე დარღვევას. ამიტომ დაიცადეთ იქამდე სანამ მხედველობის ეს ხანმოკლე დარღვევა არ გაივლის. მანამდე კი ნუ შეუდგებით მანქანისა და სხვა ავტოტრანსპორტის მართვას.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ალერგოკრომის შემადგენელი სხვა კომპონენტების შესახებ
ალერგოკრომის გამოყენებისას არ უნდა გეკეთოთ კონტაქტური ლინზები. თუ ექიმს ჰყავს პაციენტი, რომელიც ატარებს მაგარ კონტაქტური ლინზებს, მაშინ ალერგოკრომით მკურნალობის დროს თვალის წვეთების ჩაწვეთებამდე რეკომენდირებულია მოიხსნათ კონტაქტური ლინ¬ზები და კვლავ გაიკეთოთ ჩაწვეთებიდან არანაკლებ 15 წუთის გასვლის შემდეგ. არ არის რეკომენდირებული რბილი კონტაქტური ლინზების გამოყენება ალერ¬ გოკრომით მკურნალობის დროს.Bბენზალკონიუმქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს რბილი კონტაქტირი ლინზების შეღებვა.Aამიტომ რბილი კონტაქტური ლინზები უნდა ამოიღოთ ალერგოკრომის გამოყენების წინ და ჩაისვათ პრეპარატის ჩაწვეთებიდან 15 წუთის შემდეგ.

ჭარბი დოზირება
თუ თქვენ მიიღეთ ალერგოკრომის ზედმეტად დიდი დოზა,მაშინ არ არის საჭირო განსაკუთრებული ღონისძიებების გატარება.Dდოზის მცირე გადაჭარბება არ იწვევს გართულებებს.Bბავშვების მიერ წვეთების დალევის შემთხვევაშიც კი არ არის მოწამვლის საშიშროება. 

თუ თქვენ დაგავიწყდათ ალერგოკრომის მიღება
N ნუ მიიღებთ გაორმაგებულ დოზას, ჩაიწვეთეთ შემდეგი დოზა მაშინ როცა შეძლებთ და Dდაუბრუნდით მიღების ჩვეულ რითმს, როგორც ეს იყო მანამდე დანიშნული თქვენი ექიმის 
მიერ. თუ თქვენ გაქვთ პრეპარატის მიღების თაობაზე კითხვები, მიმართეთ თქვენს ექიმსა და ფარმაცევტს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
A ეს ურთიერთქმედებები არ არის ცნობილი. 
გთხოვთ შეატყობინოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს თუ თქვენ სხვა წამალსაც იღებთ ან 
თუ ცოტა ხნის წინ იღებდით. თუნდაც ეს იყოს წამალი,რომელიც უერეცეპტოდ გაიცემა.
მითითება:
თუ თქვენ დამატებით სხვა თვალის წვეთებს ან თვალის მალამოს იყენებთ, უნდა დაიცვათ 
15 წუთიანი დროის ინტერვალი თითოეული პრეპარატის გამოყენებებს შორის. თვალის 
მალამო გამოიყენება ყველაზე ბოლოს.

შენახვის პირობები და ვადები
მოარიდეთ წამალი ბავშვებს.
ნუ გამოიყენებთ წამალს კოლოფზე მითითებული ვადის ამოწურვის შემდეგ.
არ შეინახოთ 25 გრადუსზე უფრო ზემოთ ტემპერატურის პირობებში.
მითითება გამოყენებისა პრეპარატის გახსნის შემდეგ
ალერგოკრომის თვალის წვეთები არ გამოიყენება გახსნიდან 6 კვირაზე მეტი ხნის შემდეგ

სად შევიძინოთ?