Nuk
ალინატი (გრანული) / Alinat

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფიტოპრეპარატები
  • მწარმოებელი კომპანია: ნატურფარმი
  • მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
  • გამოშვების ფორმა: 50 გრ. გრანული მოთავსებული ქილაში მუყაოს შეფუთვით
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა

ტუხტის ფესვები, ხეჭრელის ქერქი, ძირტკბილას ფესვები, კამის თესლი, სელის თესლი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალ კომპონენტებს გააჩნიათ საფაღარათო მოქმედება. ანტრაცენნაწარმები აღიზიანებენ ნაწლავის ინტერორეცეპტორებს და აძლიერებენ სწორი ნაწლავის პერისტალტიკას. ეფექტი ვლინდება მიღებიდან 6-10 სთ-ის შემდეგ, არ გააჩნია შეჩვევის სინდრომი და არ მოქმედებს საჭმლის მონელებაზე.მისი მიღების ფონზე ვითარდება რეგულარული განავალი, რაც გამოარჩევს აღნიშნულ პრეპარატს სხვა საფაღარათო საშუალებებისაგან, რომლებიც მოქმედებენ ძლიერად,მაგრამ იწვევენ ფაღარათს და ნაწლავებში ტკივილს.

ჩვენებები
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ყაბზობის საწინააღმდეგო საშუალება.
გამოიყენება ყაბზობის დროს, რომელიც გამოწვეულია ჰიპოტონიით და მსხვილი ნაწლავის მოდუნებული პერისტალტიკით. ეფექტურია ატონიური და სპასტიური ყაბზობის სამკურნალოდ.

სად შევიძინოთ?