ალერ ნეო / Aler neo


შემადგენლობა

აქტიური სუბსტანცია: ცეტირიზინის დიჰიდროქლორიდი _ 10მგ;
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზას მონოჰიდრატი, სიმინდის სახამებელი, კმც, კალციუმის სტეარატი, ტალკი, შაქარი, მაგნიუმის კარბონატი, პოლივინილპიროლიდონი, ტიტანის ორჟანგი, აეროსილი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა: ,,ალერ ნეო” წარმოადგენს II თაობის ანტიჰისტამინურ საშუალებას, H1 ჰისტამინური რეცეპტორების სელექტიურ ბლოკატორს.Pპრეპარატი არ ავლენს ანტიქოლინერგულ და ანტისეროტონინულ თვისებებს. იგი ვერ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერში, თერაპიულ დოზებში თითქმის არა აქვს სედაციური ეფექტი და არ იწვევს ძილიანობას. აქვს ქავილის საწინააღმდეგო და ანტიექსუდაციური მოქმედება. მოქმედებს ალერგიული რეაქციების საწყის ჰისტამინდამოკიდებულ სტადიაზე. აფერხებს მედიატორების გამოყოფას, რომლებიც მონაწილეობას ღებულობენ ალერგიის გვიან სატადიაში. ამცირებს კაპილარების განვლადობას, ხსნის გლუვი კუნთების სპაზმს, ამცირებს ეოზინოფილების, ნეიტროფილების და ბაზოფილების მიგრაციას ალერგენის შეყვანის საპასუხოდ,Aხელს უშლის ქსოვილების შეშუპებას.Pპრეპარატი აფერხებს კანის რეაქციების განვითარებას ჰისტამინისა და სპეციფიკური ალერგენების შეყვანისას. 
თერაპიული ეფექტი ვლინდება პრეპარატის მიღებიდან 20წთ-ის შემდეგ (პაციენტების 50%-ში) ან 1-2 საათის შემდეგ (პაციენტების 95%-ში) და ნარჩუნდება 24სთ-ის განმავლობაში. ჰისტამინის მიმართ კანის რეაქტიულობის აღდგენა ხდება 3 დღის განმავლობაში. მკურნალობის პერიოდში პრეპარატის მიმართ ტოლერანტობა არ ვითარდება.

ფარმაკოკინეტიკა
ცეტირიზინი სწრაფად და კარგად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში (არანაკლებ 70%). პრეპარატის საკვებთან ერთად მიღება არ ახდენს გავლენას აბსორბციის ხარისხზე, თუმცა რამდენადმე ამცირებს შეწოვის სიჩქარეს. ცეტირიზინის მნიშვნელოვანი ნაწილი (93%) უკავშირდება სისხლის პლაზმის ცილებს. პლაზმაში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია (0.3მკგ/მლ) მიიღწევა მიღებიდან 30-60 წთ-ის შემდეგ, ხოლო სტაბილური კონცეტრაცია - სამი დღის შემდეგ. ცეტირიზინი პრაქტიკულად არ მეტაბოლიზდება ღვიძლში. დაახლოებით 60% უცვლელი სახით გამოიყოფა თირკმელებით. სისტემური კლირენსი შეადგენს 54მლ/წთ-ს. მოზარდებში ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 10 სთ-ს, ბავშვებში 6-დან 12 წლამდე 6 სთ-ს და 2-დან 5 წლამდე 5 სთ-ს. 
თირკმლის ფუნქციის დარღვევის შემთხვევაში (11-31 მლ/წთ-ზე ნაკლები კლირენსი) და დიალიზზე მყოფ პაციენტებში ნახევარგამოყოფის პერიოდი იზრდება 3-ჯერ, ხოლო კლირენსი მცირდება 70%-ით. ხანგრძლივი გამოყენებისას მისი ორგანიზმში დაგროვება არ აღინიშნება.

ჩვენებები
• სეზონური და ქრონიკული ალერგიული რინიტი; 
• ალერგიული კონიუნქტივიტი; 
• პოლინოზი;
• ჭინჭრის ციება (ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების ჩათვლით);
• კვინკვეს შეშუპება;
• ქავილით მიმდინარე დერმატოზები;
• ქრონიკული ეგზემის, ატოპიური დერმატიტის, ბრონქული ასთმის კომპლექსური თერაპია;
• სხვა ალერგიული დაავადებები;

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი მიიღება პერორალურად საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად, უპირატესად საღამოს. რეკომენდებულია მისი მიღება რეგულარულად ერთსა და იმავე დროს. პრეპარატის მიღება არ არის დამოკიდებული საკვების მიღებაზე.
მოზრდილებსა და მოზარდებში 12 წლის ზემოთ რეკომენდებულია 1 ტაბლეტის მიღება დღეში ერთჯერ (საღამოს).
ბავშვებში 6-დან 12 წლამდე:
• 30 კგ-ზე ნაკლები წონის ბავშვებში: 1/2 ტაბლეტი საღამოს;
• 30 კგ-ზე მეტი წონის ბავშვებში: 1 ტაბლეტი საღამოს, ან 1/2 ტაბლეტი დღეში 2-ჯერ (დილა-საღამოს); 
ბავშვებში 2-დან 6 წლამდე: 1/4 ტაბლეტი დღეში 1-2-ჯერ; მაქსიმალური სადღეღამისო დოზაა 5 მგ.
თირკმლის უკმარისობისას, ასევე ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში საჭიროა რეკომენდებული დოზის 2-ჯერ შემცირება. 
ღვიძლის ფუნქციის დარღვევის დროს დოზის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად.
მოხუცებში თირკმლის ნორმალური ფუნქციისას დოზის კორექცია არ არის საჭირო. 
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და საშუალოდ შეადგენს 2-4 კვირას. 
სეზონური ალერგიული რინიტის დროს მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა 3-6 კვირა. 
ბავშვებში 6 წლის ზემოთ - 2-4 კვირა,Aალერგენის ხანმოკლე ზემოქმედებისას - 1 კვირა.

გვერდითი მოვლენები
,,ალერ ნეო” კარგად გადაიტანება. Mმკურნალობის პერიოდში გამოვლენილი გვერდითი მოვლენები მსუბუქი და ზომიერი ხასიათისაა და არ მოითხოვს მკურნალობის შეწყვეტას. ,,ალერ ნეო”-ს მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი გვერდითი მოვლენები: ცნს-ის მხრივ: სუსტად გამოხატული თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სისუსტის შეგრძნება, მომატებული ნერვული აგზნებადობა, ძილიანობა.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ: ძალიან იშვიათად - ტაქიკარდია. საჭმლის-მომნელებელი სისტემის მხრივ: პირის სიმშრალე, გემოს შეგრძნების შეცვლა, დისპეფსია, გულისრევა, დიარეა, ყაბზობა, ტკივილი მუცლის არეში; ალერგიული რეაქციები: გამონაყარი კანზე, ანგიონევროზული შეშუპება, ქავილი;

უკუჩვენება
• მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების ან ჰიდროქსიზინის მიმართ;
• ორსულობა;
• ლაქტაციის პერიოდი;
• ბავშვთა ასაკი 2 წლამდე;
• თირკმლის მძიმე დაავადებები;

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში უკუნაჩვენებია. ცეტირიზინი გადადის დედის რძეში, ამიტომ მკურნალობის პერიოდში ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს.

განსაკუთრებული მითითებები
აუცილებელია სიფრთხილის დაცვა და პრეპარატის დოზის შემცირება პაციენტებში ღვიძლისა და/ან თირკმლის ფუნქციის უკმარისობით, ასევე ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში. მოხუცებში ცეტირიზინის გამოყოფა შენელებულია და ხშირ შემთხვევაში საჭიროა დოზის კორექცია. 
პრეპარატის ეფექტურობა და უსაფრთხოება არ არის შესწავლილი 2 წელზე ნაკლები ასაკის მქონე ბავშვებში. 
გავლენაAავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე: 
რეკომენდებული დოზის, 10მგ-ს მიღების შემთხვევაში პრეპარატი არ ახდენს გავლენას ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე. თუმცა მიზანშეწონილია თავის შეკავება ისეთი საქმიანობისგან, რომელიც მოითხოვს ყურადღების კონცენტრირებასა და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: ძილიანობა, სისუსტე, თავის ტკივილი, ტაქიკარდია, აგზნებადობა, შარდის შეკავება. 
მკურნალობა: მკურნალობა სიმპტომურია, სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს, ჰემოდიალიზი არაეფექტურია, ტარდება კუჭის ამორეცხვა, მიიღება გააქტივებული ნახშირი.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
თეოფილინთან ერთად გამოყენებისას 16%-ით მცირდება ცეტირიზინის საერთო კლირენსი (თეოფილინის კინეტიკა არ იცვლება). რეკომენდებული არ არის ,,ალერ ნეო”-ს გამოყენება ცნს-ის მოქმედების დამთრგუნველ სამკურნალო საშუალებებთან ერთად. ოტოტოქსიკური ზემოქმედების მქონე პრეპარატებთან (მაგალითად, გენტამიცინი) ერთდროული გამოყენებისას შეიძლება შეინიღბოს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა თავბრუსხვევა, ყურებში შუილი.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება მშრალ, სინათლისა და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილზე, 15- 25oC ტემპერატურის პირობებში. 
ვარგისობის ვადის გასვლის ან ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი დეფექტების შემთხვევაში პრეპარატის მიღება დაუშვებელია! 
ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

აფთიაქში გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III – გამოიყენება ექიმის დანიშნულების გარეშე.