Nuk
ალბიკანსან D4 (ნატუროპათი) / Albicansan D4 (Naturopath)

  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: SANUM
  • მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
  • გამოშვების ფორმა: კაფსულა #20
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

შემადგენლობა
1 მკვრივი კაფსულა შეიცავს: 330 მგ Candida albicans D4-ს, HAB-ის მე-6 სტატიის მიხედვით (HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა)
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, Hypromellose (კაფსულების გარსი)

 

ჩვენება
– მიკოზები და კანის დაავადებები, რომლებიც მეორადი სოკოვანი დაინფიცირებით მიმდინარეობენ

– პირის ღრუს დაავადებები – სტომატიტი, გინგივიტი, ანგულური სტომატიტი, აფთები

– უროგენიტალური ტრაქტის მიკოზები, როგორიცაა ვაგინიტი, ურეთრიტი და შეიძლება ადნექსიტი

– კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ალერგიული დაავადებები, რომლებიც ერთროულად სოკოვანი დაზიანებით მიმდინარეობენ, ქოლეცისტიტი და კოლიტი

 

თვისებები
უჯრედული იმუნური დაცვის გაძლიერება, T-ლიმფოციტების პოპულაციის სტიმულაციის გზით. იზოპათიური მოქმედება ეფუძნება

საფუარა სოკოს საპროფიტული ფაზის Candida albicans-ის პარაზიტულ სოკოვან ფაზაზე ზემოქმედებას

 

მიღება
მიიღება 1 კაფსულა დღეში 1-3-ჯერ, საკვების მიღებამდე, სითხის საკმარისი რაოდენობის მიყოლებით (სასურველია, ერთი ჭიქა წყლის დალევა)

 

გვერდითი მოქმედებები

ცნობილი არ არის

 

უკუჩვენებები
არ მიიღება საფუარა სოკოების (Candida albicans) მიმართ მომატებული მგრძნობელობის დროს

 

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება

განსაკუთრებული თავისებურებების გარეშე

 

სიფრთხილის ზომები

ორსულობის პირველ 3 კვირას პრეპარატის მიღება რეკომენდირებული არ არის, ორსულობის შემდგომი ვადები, ძუძუთი კვება და

ბავშვთა ასაკი პრეპარატის მიღების უკუჩვენებას არ წარმოადგენს. ბავშვთა ასაკში დოზის შერჩევა ხდება ასაკის შესაბამისად

 

მითითება
Candida albicans-ი მოქმედი ნივთიერების სახით შედის, ასევე, Exmykehl-ის შემადგენლობაში

 

გამოშვების ფორმები

შეფუთვაში 20 კაფსულა

სად შევიძინოთ?