აციკლოვირი / ACYCLOVIR

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): aciclovir
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტივირუსული საშუალებები
  • მწარმოებელი კომპანია: ჯი-ემ-პი
  • მწარმოებელი ქვეყანა: საქართველო
  • გამოშვების ფორმა: 200მგ ტაბლეტი #20
  • გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

შემადგენლობა

აციკლოვირის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიური ნივთიერების - აციკლოვირის 200 მგ-ს.
მოქმედების მექანიზმი
ანტივირუსული პრეპარატი. აქტიურია Herpes simplex 1 და 2 ტიპის, Herpes zoster და ეპშტეინ-ბარის ვირუსებისადმი. აციკლოვირისადმი ნაკლებად მგრძნობიარეა ციტომეგალოვირუსი. აციკლოვირი დნმ-ის ერთ-ერთი კომპონენტის, გუანინის აციკლური ანალოგია. სტრუქტურის ეს მსგავსება განაპირობებს ვირუსის რეპლიკაციის დათრგუნვას. ვირუსის თიმიდინკინაზას აციკლოვირი გადაჰყავს ტოპოფოსფატურ მდგომარეობაში, შემდეგ კი მაკროორგანიზმის ფერმენტებს - დი- და ტრიფოსფატში. უკანასკნელნი ვირუსის დნმ-პოლიმერაზას დახმარებით ჩაენაცვლებიან ახალი გენერაციის ვირუსის დნმ-ის მოლეკულაში და შემდგომი რეპლიკაციის ფაზაში აღარ ხდება ინფორმაციის კოდირება. დამხმარე მექანიზმს წარმოადგენს ვირუსის დნმ-პოლიმერაზას დათრგუნვა, რის შედეგადაც წყდება დნმ-ის რეპლიკაციის პროცესი. აციკლოვირი ნაწილობრივ შეიწოვება ნაწლავებიდან, მისი კონცენტრაცია ზურგის ტვინის სითხეში შეადგენს პლაზმის კონცენტრაციის 50%-ს. ორგანიზმიდან გამოიყოფა თირკმლების საშუალებით - 10-15% მეტაბოლიტების, ხოლო დანარჩენი უცვლელი სახით.

ჩვენებები
- Herpes simplex 1 და 2 ტიპის ვირუსით გამოწვეული კანისა და ლორწოვანი გარსების ინფექციები;
- Herpes zoster და Varicella ვირუსებით გამოწვეული ინფექციები (მათ შორის სალტისებური ჰერპესი);
- Herpes simplex 1 და 2 ტიპის ვირუსით გამოწვეული კანისა და ლორწოვანი გარსების ინფექციების პროფილაქტიკა, დაქვეითებული იმუნური სისტემის მქონე ავადმყოფებში.

მიღების წესები და დოზები
Herpes simplex ვირუსით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ ინიშნება 200 მგ ხუთჯერ დღეში, ხოლო პროფილაქტიკისათვის - ოთხჯერ დღეში.
Herpes zoster და Varicella ვირუსებით გამოწვეული ინფექციების სამკურნალოდ ინიშნება 800 მგ ხუთჯერ დღეში.
2 წელზე მეტი ასაკის ბავშვებში ინიშნება მოზრდილთა დოზა, ხოლო 2 წლამდე - მოზრდილთა დოზის ნახევარი.
მკურნალობის ხანგრძლივობა საშუალოდ 5 დღეა, სალტისებური ჰერპესის დროს - კლინიკური სიმპტომების ალაგებიდან კიდევ 3 დღე.

გვერდითი მოვლენები
შესაძლებელია: გულისრევა, ღებინება, დიარეა, პლაზმაში ბილირუბინის შემცველობის მომატება, ღვიძლის ფერმენტების აქტივობის მატება, თავის ტკივილი, დაღლილობა, კანის ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენება
აციკლოვირისადმი მაღალი მგრძნობელობა.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატით მკურნალობა მით უფრო ეფექტურია, რაც უფრო ადრეა თერაპია დაწყებული. ორსულობის პერიოდში აციკლოვირის დანიშვნის აუცილებლობა დედისათვის, უნდა აჭარბებდეს მის ტერატოგენულ გავლენას ნაყოფზე. ლაქტაციის პერიოდში უნდა შეწყდეს ძუძუთი კვება.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატის ვარგისიანობის ვადაა 3 წელი, ინახება 10-25oC ტემპერატურაზე, სინათლისაგან დაცულ, მშრალ, ბავშვებისათვის ხელმიუწვდომელ ადგილზე!

აფთიაქში გაცემის წესი
ექიმის რეცეპტის მიხედვით!

რეგისტრაციის # და თარიღი
წს N რ - 000749 11.11.2005