Nuk
აკნელეკი / Acnelec


შემადგენლობა: 
ადაპალენი 

 

მოქმედი ნივთიერება:
ადაპალენი 

1გრ კრემი  შეიცავს 1 მგ  ადაპალენს.

დამხმარე ნივთიერებები:მეთილპრაჰიდროქსიბენზოატი (E 218), პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E 216), დინატრიუმის ედეტატი, გლიცერინი, კარბომერი 974 P, მეთილგლუკოზის ჰექსოსტეარატი, მაკროგოლი 20, სკვალანი, ციკლომეთიკონი 5, ფენოქსიეთანოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გასუფთავებული წყალი.

 

გამოშვების ფორმა: 
30გრ კრემი ალუმინის ტუბში

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

აკნეს სამკურნალო  პრეპარატები.

ფარმაკოლოგიური თვისებები:

აკნელეკის კრემი  შეიცავს ადაპალენს რომელსაც ახასიათებს  რეტინოიდების მსგავსი მოქმედება -  კანზე დატანისას ხელს უწყობს ეპიდერმისის კერატინიზაციისა და დიფერენციაციის პროცესების ნორმალიზებას,  ამცირებს ანთებით ცვლილებებს (პაპულები და პუსტულები), ხელს უშლის  კომედონების წარმოქმნას.

 

ჩვენებები:
მსუბუქი და საშუალო სიმძიმის აკნე ( Acne vulgaris)
მაკულოპაპულური გამონაყარი 

გამოყენების მეთოდი:

აკნელეკის კრემი დატანილი უნდა იქნას დღეში ერთხელ საღამოს, წინასწარ გასუფთავებულ და მშრალ კანზე. უნდა მოვერიდოთ პრეპარატის მოხვედრას  თვალებსა და ლორწოვან გარსებზე.

მკურნალობის ხანგრძლივობა  განისაზღვრება  ექიმის მიერ აკნეს სიმძიმის მიხედვით.

 

 

უკუჩვენებები:

· ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი რომელიმე ნივთიერების მიმართ;

· 12 წლამდე ასაკი;

· ორსულობა;

 

განსაკუთრებული მითითებები: 

აკნელეკის კრემის გამოყენებამდე უნდა მიმართოთ კონსულტაციისათვის ექიმს.  აკნელეკის კრემი განკუთვნილია მხოლოდ გარეგანი გამოყენებისთვის.

მოერიდეთ პრეპარატის მოხვედრას  ტუჩებზე, თვალებსა და ლორწოვანი გარსებზე.  შემთხვევით მოხვედრისას  - ჩამოიბანეთ  დიდი რაოდენობით წყლით.

აკნელეკის კრემი არ გამოიყენება ჭრილობებსა და კანის დაზიანებულ  უბნებზე ( სადაც დარღვეულია კანის მთლიანობა).

 

აკნელეკის კრემის გამოყენებისას კანი ხდება უფრო მგრძნობიარე ულტრაიისფერი გამოსხივებისა და ადგილობრივად გამოყენებული წამლებისა თუ კოსმეტიკური საშუალებების მიმართ. ამიტომ,  მკურნალობის პროცესში, მოერიდეთ ულტრაიისფერ და მზის სხივების ჭარბ ზემოქმედებას (მაგალითად, გამოიყენეთ ქუდი და მზისგან დამცავი კრემი).  არ გამოიყენოთ აკნესადმი მიდრეკილი კანის მოვლის  ან კანის დამჭიმავი ეფექტის მქონე კოსმეტიკური საშუალებები.

 

გვერდითი მოვლენები: 

ხშირი(10 დან 1 პაციენტში) კანის სიმშრალე, კანის ადგილობრივი გაღიზიანება , წვის შეგრძნება, სიწითლე.

არახშირი (100 დან 1 პაციენტში) კონტაქტური დერმატიტი, ქავილი, აქერცვლა მზით დამწვრობ

უცნობი სიხშირის: ალერგიული კონტაქტური რეაქციები, სახის შეშუპება, ქუთუთოების - შეშუპება, გაღიზიანება,  ჰიპერემია,ქავილი;  კანის გაუფერულება ან გამუქება, დამწვრობა.  

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის განვითარებისას, მიმართეთ ექიმს.

 

გამოშვების ფორმა და შეფუთვა 

გარეგანი გამოყენების  კრემი, ალუმინის ტუბში  30გრ.

 

შენახვის პირობები

პრეპარატი ინახება არა უმეტეს 25°C  ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვედომელ ადგილას.

 

შენახვის ვადა 

არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისობის ვადის ამოწურვის შემდეგ . ვარგისობის ვადა გულისხმობს თვის ბოლო რიცხვს.

გახსნიდან ვარგისია 6 თვის განმავლობაში.

 

გაცემის პირობები

ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი - III , გაიცემა რეცეპტის გარეშე

სად შევიძინოთ?