Nuk
აციდოლაკი / Acidolac

  • საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): comb. drug
  • კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
  • მწარმოებელი კომპანია: Master Pharm Polska
  • მწარმოებელი ქვეყანა: პოლონეთი
  • გამოშვების ფორმა: საშე 3გ №10
  • გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

სპეციალური სამედიცინო დანიშნულების, საკვების ბიოლოგიურად აქტიური დანამატი
პრობიოტიკი+პრებიოტიკი - ახალშობილების, ბავშვების და მოზრდილებისთვის.

აციდოლაკის გამოყენება რეკომენდირებულია ინფექციური დიარეის, ანტიბიოტიკების ფონზე განვითარებული დისბიოზის,  ასევე მოგზაურობის დროს კლიმატის შეცვლასთან დაკავშირებული ნაწლავური პრობლემების საპროფილაქტიკოდ. 

შემადგენლობა
lactobacillus rhamnosus GG (LGG)- ლიოფილიზებული კულტურა 4მლდ, ფრუქტოოლიგოსაქარიდები – 2,96გ. 1 საშეში. Mმოცემული კომბინაცია აღადგენს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ბაქტერიულ ფლორას, აუმჯობესებს ორგანიზმის იმუნურ მდგრადობას.

დოზირება
ახალშობილებში და ბავშვებში 3 წლამდე ინიშნება 1 საშე დღეში 1-ჯერ. 
ბავშვებში 3 წლის ზემოთ და მოზრდილებში – 1-2 საშე დღეში 1-ჯერ. 
მკურნალობის კურსი შეადგენს 7-14 დღეს. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია კურსის განმეორება 2-3 –ჯერ. ყოველი კურსი ტარდება ბოლო ჩატარებული მკურნალობიდან 1 თვის შემდეგ. 
ანტიბიოტიკოთერაპიის დროს აციდოლაკის გამოყენება რეკომენდირებულია ანტიბიოტიკთან კომბინაციაში და მისი მიღება გრძელდება ანტიბიოტიკის მოხსნიდან 2-3 კვირის მანძილზე.
აციდოლაკი წარმოადგენს სპეციალური სამედიცინო დანიშნულების, საკვების ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს, მიიღება ექიმთან კონსულტაციის ფონზე.
აციდოლაკი არ შეიცავს ძროხის რძის პროტეინს, ლაქტოზას და გლუტეინს. შესაძლებელია გამოყენებული იქნას მოცემულ კომპონენტებზე ალერგიული რეაქციის შემთხვევაში.

მიღების წესი
1 საშეს შემადგენლობა იხსნება ოთახის ტემპერატურის ანადუღარ წყალში ან ერევა იოგურტს,  რძეს, ახალშობილებისთვის - დედის რძეს ან ხელოვნურ საკვებს. 
პროდუქტი მიიღება მომზადებისთანავე, კვებამდე ან კვების დროს.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

შენახვის პირობები
ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილზე, ოთახის ტემპერატურაზე.

სად შევიძინოთ?