Nuk
აცც® ლონგი / ACC® Long


გამოყენების ჩვენებები
აცც ლონგი - ეს არის პრეპარატი რომელიც განკუთვნილია ბლანტი ნახველის გასათხელებლად და სასუნთქი გზებიდან მისი გამოყოფის შესამსუბუქებლად.

აცც ლონგი გამოიყენება სუნთქვის ორგანოების ყველა დაავადების დროს, რომელსაც თან სდევს სქელი და ძნელად გამოსაყოფი ნახველის წარმოქმნა, მაგალითად, მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი, ობსტრუქციული ბრონქიტი, ბრონქიოლიტი, ბრონქოექტაზი, პნევმონია, ლარინგიტი, ტრაქეიტი, გრიპი, ბრონქული ასთმა, მუკოვისციდოზი; სინუსიტებისას.

როგორ უნდა აცც ლონგის მიღება
სხვა დანიშნულების არარსებობისას რეკომენდებულია აცც ლონგის შემდეგი დოზების დაცვა.
მოზრდილები და 14 წელზე უფროსი მოზარდები: 
½ შუშხუნა ტაბლეტი დღეში ორჯერ ან 1 შუშხუნა ტაბლეტი დღეში ერთხელ (რაც დღეში 600 მგ აცეტილცისტეინის ექვივალენტურია). 
პრეპარატმა აცც ლონგი სათანადო მოქმედება რომ მოახდინოს, საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ზუსტად დაცვა!

გამოყენების წესი
აცც ლონგის მიღება უნდა მოხდეს ჭამის შემდეგ. 
შუშხუნა ტაბლეტი იხსნება ჭიქა სასმელ წყალში და ჭიქის შიგთავსს სვამენ მთლიანად.
სითხის დამატებით მიღება აძლიერებს პრეპარატის მუკოლითურ ეფექტს.

პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა
ხანმოკლე გაცივების დროს მიღების ხანგრძლივობა შეადგენს 5 – 7 დღეს.
თუ თქვენი სიმპტომები უარესდება ან არ უმჯობესდება 4-5 დღის შემდეგ, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.
ქრონიკული ბრონქიტის და მუკოვისციდოზის დროს პრეპარატი გამოიყენება უფრო ხანგრძლივი კურსებით.
კურსების მაქსიმალური ხანგრძლივობაა - 3-6 თვე.
თუ თქვენ გგონიათ, რომ აცც ლონგის მოქმედება მეტისმეტად ძლიერი ან სუსტია, გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

უკუჩვენებები
არ მიიღოთ აცც ლონგი, თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) აცეტილცისტეინის ან პრეპარატის აცც ლონგის ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ, აგრეთვე, თუ გაქვთ კუჭის წყლულოვანი დაავადება გამწვავების პროცესში.
აცც ლონგი არ უნდა გამოიყენონ 14 წელზე უმცროსი ბავშვების სამკურნალოდ. 

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
პრეპარატით მკურნალობისას აუცილებლია სიფრთხილის დაცვა, თუ გაწუხებთ ბრონქული ასთმა, ანამნეზში ან ამჟამად გაქვთ კუჭის ან ნაწლავების წყლული, აგრეთვე, კუჭ-ნაწლავური სისხლდენის რისკი (მაგალითად, ლატენტური პეპტიკური წყლული ან საყლაპავის ვენების ვარიკოზული გაფართოვება). 

პაციენტებმა ჰისტამინის გადაუტანლობით ასევე უნდა დაიცვან განსაკუთრებული სიფრთხილე. ასეთი პაციენტები უნდა მოერიდონ პრეპარატის ხანგრძლივი თერაპიული კურსების მიღებას, ვინაიდან, აცც ლონგი გავლენას ახდენს ჰისტამინის მეტაბოლიზმზე და შეიძლება გამოიწვიოს გადაუტანლობის სიმპტომები (მაგალითად, თავის ტკივილი, სურდო, ქავილი).

აცეტილცისტეინის მიღების დროს ძალიან იშვიათ შემთხვევებში აღინიშნებოდა კანის მძიმე რეაქციების წარმოქმნა, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ლაიელის სინდრომი. კანის და ლორწოვანი გარსების მხრიდან ცვლილებების წარმოქმნის შემთხვევაში უნდა დაუყოვნებლივ შეწყდეს პრეპარატის მიღება და მიმართოთ სამედიცინო დახმარებისათვის ექიმს.
გოგირდის მსუბუქი სუნის არსებობა მოქმედი ნივთიერების დამახასიათებელ სუნს წარმოადგენს.

პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში.

პრეპარატის შემცველობაში ლაქტოზის არსებობის გამო აცც ლონგი წინააღმდეგ ნაჩვენებია ავადმყოფებისთვის გალაქტოზის იშვიათი მემკვიდრეობითი გადაუტანლობით, ლაქტაზური უკმარისობით ან გლუკოზა-გალაქტოზის შეწოვის დარღვევებით.

პრეპარატის აცც ლონგი ერთი შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს 75 მგ ასკორბინის მჟავას, რაც შეესაბამება ვიტამინ C-ს მოხმარების სადღეღამისო რეკომენდებულ  დოზას.

სამკურნალო საშუალების შემადგენლობაში ასკორბინის მჟავის არსებობასთან დაკავშირებით ის სიფრთხილით უნდა გამოიყენონ შემდეგი შემთხვევებში, როგორიცაა: გლუკოზა-6-ფოსფატდეჰიდროგენაზის დეფიციტი, ჰემოქრომატოზი, სიდერობლასტური ანემია, ტალასემია, ჰიპეროქსალურია, ოქსალოზი, თირკმელკენჭოვანი დაავადება.

ასკორბინის მჟავა ზრდის კრისტალურიის განვითარების რისკს ხანმოკლე მოქმედების სალიცილატებით და სულფანილამიდებით მკურნალობისას, ანელებს თირკმელების მიერ მჟავების გამოყოფას, ზრდის ტუტე რეაქციის მქონე პრეპარატების (მათ შორის, ალკალოიდების) გამოყოფას, აქვეითებს პერორალური კონტრაცეპტივების კონცენტრაციას სისხლში.

ასკორბინის მჟავამ შეიძლება დაამახინჯოს სხვადასხვა ლაბორატორიული ტესტების შედეგები (სისხლში გლუკოზის, ბილირუბინის შემცველობა, ტრანსამინაზების აქტიურობა, ლაქტატდეჰიდროგენაზა). ასკორბინის მჟავის მაღალმა დოზებმა ფეკალიებში ჩატარებულ ტესტებში  შეიძლება მოგვცენ ცრუ-უარყოფითი შედეგები. 

სხვა პრეპარატების მიღება
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ/იყენებთ ან ახლახან იღებდით/იყენებდით სხვა ნებისმიერ სამედიცინო პრეპარატებს, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით.

 ხველების საწინააღმდეგო პრეპარატები
აცც ლონგის და სხვა ხველების დამთრგუნველი (ხველების საწინააღმდეგო) პრეპარატების კომბინირებული გამოყენებისას ხველების რეფლექსის  დათრგუნვამ შეიძლება წარმოქმნას სეკრეტის შეგუბება. ამიტომ მსგავსი კომბინაციების შერჩევა უნდა მოხდეს სიფრთხილით. ასეთი კომბინირებული მკურნალობის დაწყების წინ აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ანტიბიოტიკები
დღევანდელ დღემდე მიღებული შეტყობინებები აცეტილცისტეინის და სხვა მუკოლითური საშუალებების ანტიბიოტიკების მხრიდან (ტეტრაციკლინების (დოქსიციკლინის გარდა), ამინოგლიკოზიდების, ნახევრადსინთეტური პენიცილინების, ცეფალოსპორინების) ინაქტივირების უნარის თაობაზე, ეხება მხოლოდ და მხოლოდ in vitro გამოკვლევებს, რომლებშიც შესაბამისი ნივთიერებები უშუალოდ ერეოდნენ ერთმანეთს. მიუხედავად ამისა, უსაფრთხოების მიზნით პერორალური ანტიბიოტიკების მიღება უნდა მოხდეს აცეტილცისტეინის მიღებისგან ცალკე, მინიმუმ 2-საათიანი ინტერვალის დაცვით. ეს არ ეხება იმ პრეპარატებს, რომელნიც მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავენ ცეფიქსიმს ან ლორაკარბეფს. მათი მიღება აცეტილცისტეინთან ერთდროულად შეიძლება.

არ ყოფილა შეტყობინება ისეთ ანტიბიოტიკებთან შეუთავსებლობის შესახებ, როგორიცაა ამოქსიცილინი, დოქსიციკლინი, ერითრომიცინი ან ტრიამფენიკოლი, აგრეთვე, ცეფუროქსიმი.

ნიტროგლიცერინი
აცეტილცისტეინის და ნიტროგლიცერინის ერთდროულად მიღებამ შეიძლება ამ უკანასკნელის სისხლძარღვების გამაფართოვებელი და დეზაგრეგანტული მოქმედების გაძლიერება გამოიწვიოს.

შეუთავსებლობა
აცეტილცისტეინი შეუთავსებელია ლითონების შემცველი პრეპარატების უმრავლოსობასთან და ინაქტივირდება დამჟანგავებით.

პარაცეტამოლი
აცეტილცისტეინი აცილებს პარაცეტამოლის ტოქსიკურ ეფექტებს.

ასკორბინის მჟავასთან დაკავშირებული ურთიერთქმედებები
ერთდროულად გამოყენებისას ასკორბინის მჟავა ამცირებს იზოპრენალინის ქრონოტროპულ მოქმედებას. ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება დაარღვიოს დისულფირამ-ეთანოლის ურთიერთქმედება.

ერთობლივად მიღებისას ზრდის ამიგდალინის ტოქსიკურობას. ამცირებს ანტიფსიქოზური საშუალებების (ფენოტიაზინის წარმოებულების) თერაპიულ მოქმედებას, ამფეტამინის და ტრიციკლიური ანტიდეპრესანტების მილაკოვან რეაბსორბციას. ზრდის სისხლში ბენზილპენიცილინის და ტეტრაციკლინების კონცენტრაციას.

აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავში რკინის პრეპარატების შეწოვას; შეუძლია რკინის ექსკრეციის მომატება დეფეროქსამინთან ერთდროულად გამოყენებისას, რის შედეგადაც ასკორბინის მჟავის მიღება დეფეროქსამინით მკურნალობის პირველი თვის განმავლობაში არ შეიძლება. ასკორბინის მჟავის და ალუმინის ჰიდროქსიდის ერთდროულად მიღებამ შეიძლება ხელი შეუწყოს ალუმინის აბსორბციის ზრდას.

ორსულობა და ძუძუთი კვება
ორსულობა 
ამ დრომდე არ არსებობს მონაცემების საკმარისი რაოდენობა ორსული ქალების მიერ აცეტილცისტეინის გამოყენების შესახებ. ამიტომ პრეპარატის აცც ლონგი მიღება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში არ არის რეკომენდებული.

ძუძუთი კვება
მონაცემები აცეტილცისტეინის დედის რძეში შეღწევის უნარის შესახებ არ არსებობს. ამიტომ პრეპარატის აცც ლონგი მიღება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში არ არის რეკომენდებული.

ავტომობილების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია აცც ლონგის ზოგიერთი კომპონენტების შესახებ
ერთი შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს 6,03 მმოლ (138,8 მგ) ნატრიუმს. საჭიროა ამის გათვალისწინება პრეპარატის გამოყენებისას იმ პაციენტების მკურნალობის დროს, ვინც იცავს დიეტას ნატრიუმის კონტროლირებადი შემცველობით.
პრეპარატის აცც ლონგი ერთი შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს 75 მგ ასკორბინის მჟავას, რაც შეესაბამება ვიტამინ C-ს მოხმარების სადღეღამისო რეკომენდებულ  დოზას.

თუ თქვენ გადააჭარბეთ აცც ლონგის დოზას
პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება (მაგალითად, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება და დიარეა).

დღევანდელ დღემდე დოზის მნიშვნელოვანი მომატების დროსაც კი მძიმე გვერდითი ეფექტები და ინტოქსიკაციის სიმპტომები აღნიშნული არ ყოფილა. აცც ლონგით სავარაუდო ჭარბი დოზირების არსებობის შემთხვევაში უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატის აცც ლონგი მიღება 
თუ გამოტოვეთ პრეპარატის აცც ლონგი ერთი მიღება ან მიიღეთ მეტისმეტად პატარა დოზა, დაელოდეთ მორიგი დოზის მიღების დროს და გააგრძელეთ პრეპარატის მიღება, როგორც ეს მითითებულია რეკომენდაციებში დოზირების შესახებ.

თუ თქვენ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენების თაობაზე, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

შესაძლო გვერდითი ეფექტები
ისევე როგორც ყველა სხვა სამკურნალო პრეპარატმა აცც ლონგმაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. 

გვერდითი ეფექტების შეფასება ეფუძნება მონაცემებს მათი წარმოქმნის სიხშირის შესახებ: 

ძალიან ხშირი:

ხშირი:

არც ისე ხშირი:

იშვიათი:

ძალიან იშვითი:

დაუდგენელი სიხშირის:

მეტს, ვიდრე 1-ს 10 პაციენტიდან

1-10-ს 100 პაციენტიდან

1-10-ს 1000 პაციენტიდან

1-10-ს 10000 პაციენტიდან

ნაკლებს, ვიდრე 1-ს 10 000 პაციენტიდან

ხელმისაწვდომი მონაცემების თანახმად დადგენა შეუძლებელია

გვერდითი ეფექტები
ზოგადი აშლილობები და მდგომარეობა პრეპარატის შეყვანის ადგილას
არ ისე ხშირი: თავის ტკივილი, ციებ-ცხელება, ალერგიული რეაქციები (ქავილი, ჭინჭრის ციების ტიპის გამონაყარი, გამონაყარი კანზე, ქოშინი, აჩქარებული გულისცემა და არტერიული წნევის დაცემა).
ძალიან იშვიათი: ანაფილაქტიკური რეაქციები შოკამდეც კი.
დარღვევები სმენის და წონასწორობის ორგანოების მხრიდან
არ ისე ხშირი: ხმაური ყურებში.
აშლილობები სუნთქვის, გულმკერდის და შუასაყარის მხრიდან: 
იშვიათი: ქოშინი, ბრონქოსპაზმი - უმთავრესად პაციენტებში ბრონქული სისტემის მომატებული რეაქტიულობით ბრონქული ასთმის ფონზე.
აშლილობები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან
არც ისე ხშირი: სტომატიტი, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, გულძმარვა.
ძალიან იშვიათად აცეტილცისტეინის გამოყენებისას აღინიშნებოდა სისხლდენების წარმოქმნა, რომელთაც ზოგჯერ თან სდევთ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

აუცილებელი სიფრთხილის ზომები
ჰიპერმგრძნობელობის პირველივე ნიშნების გაჩენისას (იხილეთ ზემოთ) პრეპარატის აცც ლონგი ხელმეორედ მიღება არ შეიძლება. აუცილებელია, რომ ასეთი შემთხვევების შესახებ აცნობოთ მკურნალ ექიმს.

სერიოზული გვერდითი ეფექტის ან ისეთი გვერდითი ეფექტის წარმოქმნის შემთხვევაში, რომელიც არ იყო ნახსენები წინამდებარე ჩანართ-ფურცელში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

როგორ ინახება აცც ლონგი
პრეპარატი უნდა ინახებოდეს ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას!
გამოყენების შემდეგ ტუბი მჭიდროდ უნდა დაიხუროს.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე და ტუბზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.
ვარგისიანობის ვადა იწურება აღნიშნული თვის ბოლო დღეს.

შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 30°C ტემპერატურაზე. 

დამატებითი ინფორმაცია
აცც ლონგის შემადგენლობა
მოქმედ ნივთიერებას წარმოადგენს აცეტილცისტეინი.
თითოეული შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს 600 მგ აცეტილცისტეინს.

დამხმარე ნივთიერებებია: ლიმონის მჟავა (უწყლო), ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ნატრიუმის კარბონატი (უწყლო), მანიტოლი, ლაქტოზა (უწყლო), ასკორბინის მჟავა (ვიტამინ C), ნატრიუმის ციკლამატი (E 952), ნატრიუმის საქარინატი 2Н2О (Е 954), ნატრიუმის ციტრატის 2Н2О, მაყვლის არომატიზატორი ”B”. 

პრეპარატის აცც ლონგი აღწერა და შეფუთვის შიგთავსი
აცც ლონგი წარმოადგენს თეთრ მრგვალ ტაბლეტებს ნაჭდევით, მაყვლის სუნით.

აცც ლონგის გამოშვება ხდება 6, 10 ან 20 შუშხუნა ტაბლეტად პოლიპროპილენის ტუბში. 1 ტუბი ჩანართ-ფურცელთან ერთად მუყაოს კოლოფში.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები:
გაიცემა ურეცეპტოდ.

სად შევიძინოთ?