Nuk
აცც ® 100 / ACC® 100


შემადგენლობა:
ერთი შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს 100 მგ აცეტილცისტეინს.
დამხმარე ნივთიერებებია: ასკორბინის მჟავა, ლიმონის მჟავის ანჰიდრიდი, ლაქტოზის ანჰიდრიდი, მანიტოლი, ნატრიუმის ციტრატი, ნატრიუმის ჰიდროკარბონატი, ნატრიუმის საქარინი, მაყვლის არომატიზატორი. 
აღწერა: თეთრი, მრგვალი, ბრტყელი ტაბლეტები ნაჭდევით მაყვლის სუნით.

გამოშვების ფორმა: 
1 ტუბი 20 ტაბლეტით გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში.

გამოყენების ჩვენებები
აცც - ეს არის მუკოლითური საშუალება ბლანტი ნახველის გასათხელებლად და სასუნთქი გზებიდან მისი გამოყოფის შესამსუბუქებლად.
აცც გამოიყენება სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს, რომელთაც თან სდევთ სქელი და ძნელად გამოსაყოფი ნახველის წარმოქმნა: მწვავე და ქრონიკული ბრონქიტები, ობსტრუქციული ბრონქიტი, ლარინგოტრაქეიტი, პნევმონია, ბრონქოექტაზები, ბრონქული ასთმა, ბრონქიოლიტები, მუკოვისციდოზი, მწვავე და ქრონიკული სინუსიტები, შუა ყურის ანთება (საშუალო ოტიტი).

როგორ უნდა აცც-ს მიღება
სხვა დანიშნულების არარსებობისას რეკომენდებულია აცც-ს შემდეგი დოზების დაცვა.
მოზრდილები და 14 წელზე უფროსი მოზარდები: 
2 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში (რაც დღეში 400-600 მგ აცეტილცისტეინის ექვივალენტურია). 
ბავშვები 6-დან 14 წლამდე ასაკში
1 ტაბლეტი 3-4-ჯერ დღეში (რაც დღეში 300-400 მგ აცეტილცისტეინის ექვივალენტურია). 
2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები
1 ტაბლეტი 2-3-ჯერ დღეში (რაც დღეში 200-300 მგ აცეტილცისტეინის ექვივალენტურია). 

მუკოვისციდოზი:
6 წელზე უფროსი ბავშვები
2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში (რაც დღეში 600 მგ აცეტილცისტეინის ექვივალენტურია).
2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები
1 ტაბლეტი 4-ჯერ დღეში (რაც დღეში 400 მგ აცეტილცისტეინის ექვივალენტურია).
პაციენტებისთვის მუკოვისციდოზით და 30 კგ-ზე მეტი სხეულის მასით აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დოზის გაზრდა 800 მგ აცეტილცისტეინამდე დღე-ღამეში.

პრეპარატმა აცც სათანადო მოქმედება რომ მოახდინოს, საჭიროა გამოყენების ინსტრუქციის ზუსტად დაცვა!

გამოყენების წესი
აცც-ს მიღება უნდა მოხდეს ჭამის შემდეგ. 
გახსენით შუშხუნა ტაბლეტი ჭიქა სასმელ წყალში და ჭიქის შიგთავსი დალიეთ ბოლომდე.
სითხის დამატებით მიღება აძლიერებს პრეპარატის მუკოლითურ ეფექტს.

პრეპარატის გამოყენების ხანგრძლივობა
ხანმოკლე გაცივების დროს მიღების ხანგრძლივობა შეადგენს 5 – 7 დღეს. ქრონიკული ბრონქიტის და მუკოვისციდოზის დროს ინფექციების განვითარების პროფილაქტიკის მიზნით პრეპარატის მიღება შეიძლება უფრო ხანგრძლივი კურსებით.
თუ თქვენ გგონიათ, რომ აცც-ს მოქმედება მეტისმეტად ძლიერი ან სუსტია, გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან.

უკუჩვენებები
არ მიიღოთ აცც, თუ გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა (ალერგია) აცეტილცისტეინის ან პრეპარატის აცც ნებისმიერი სხვა კომპონენტის მიმართ. 

განსაკუთრებული მითითებები და სიფრთხილის ზომები გამოყენებისას
პრეპარატით მკურნალობისას აუცილებლია სიფრთხილის დაცვა, თუ გაწუხებთ ბრონქული ასთმა, აგრეთვე, თუ ანამნეზში ან ამჟამად გაქვთ კუჭის ან ნაწლავების წყლული.
პაციენტებმა ჰისტამინის გადაუტანლობით ასევე უნდა დაიცვან განსაკუთრებული სიფრთხილე. ასეთი პაციენტები უნდა მოერიდონ პრეპარატის ხანგრძლივი თერაპიული კურსების გამოყენებას, ვინაიდან, აცც გავლენას ახდენს ჰისტამინის მეტაბოლიზმზე და შეიძლება გამოიწვიოს გადაუტანლობის სიმპტომები (მაგალითად, თავის ტკივილი, სურდო, ქავილი).

აცეტილცისტეინის მიღების დროს ძალიან იშვიათ შემთხვევებში აღინიშნებოდა კანის მძიმე რეაქციების წარმოქმნა, როგორიცაა სტივენს-ჯონსონის სინდრომი და ლაიელის სინდრომი. კანის და ლორწოვანი გარსების მხრიდან ცვლილებების წარმოქმნის შემთხვევაში უნდა დაუყოვნებლივ შეწყდეს აცეტილცისტეინის მიღება  და მიმართოთ სამედიცინო დახმარებისათვის ექიმს.

პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში.
ერთი შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს 3,5 მმოლ (80,5 მგ) ნატრიუმს. ამის გათვალისწინება აუცილებელია იმ პაციენტებისთვის, ვინც იცავს დიეტას მარილის დაბალი შემცველობით.
1 შუშხუნა ტაბლეტი შეიცავს 0,01 ნახშირწყლის ერთეულს. ამის გათვალისწინება აუცილებელია შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტებისთვის.
ლაქტოზის შემცველობის გამო აცც 100 მიღება არ არის რეკომენდებული პაციენტებისთვის ისეთი იშვიათი მემკვიდრეობითი პათოლოგიით, როგორიცაა გალაქტოზის გადაუტანლობა, ლაქტაზის დეფიციტი ან გლუკოზა-გალაქტოზის შეწოვის დარღვევა.

სხვა პრეპარატების მიღება
აცნობეთ თქვენს მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ იღებთ/იყენებთ ან ახლახან იღებდით/იყენებდით სხვა ნებისმიერ სამედიცინო პრეპარატებს, ურეცეპტოდ გასაცემი პრეპარატების ჩათვლით.

ხველების საწინააღმდეგო პრეპარატები
აცც-ს და სხვა ხველების დამთრგუნველი (ხველების საწინააღმდეგო) პრეპარატების კომბინირებული გამოყენებისას ხველების რეფლექსის  დათრგუნვამ შეიძლება წარმოქმნას სეკრეტის საშიში შეგუბება. ამიტომ მსგავსი კომბინაციების შერჩევა უნდა მოხდეს სიფრთხილით. ასეთი კომბინირებული მკურნალობის დაწყების წინ აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

ანტიბიოტიკები
დღევანდელ დღემდე მიღებული შეტყობინებები აცეტილცისტეინის მხრიდან ანტიბიოტიკების (ტეტრაციკლინების (დოქსიციკლინის გარდა), ამინოგლიკოზიდების, ნახევრადსინთეტური პენიცილინების, ცეფალოსპორინების) ინაქტივირების უნარის თაობაზე, ეხება მხოლოდ და მხოლოდ in vitro ექსპერიმენტებს, რომლებშიც შესაბამისი ნივთიერებები უშუალოდ ერეოდნენ ერთმანეთს. მიუხედავად ამისა, უსაფრთხოების მიზნით პერორალური ანტიბიოტიკების მიღება უნდა მოხდეს აცეტილცისტეინის მიღებისგან ცალკე, მინიმუმ 2-საათიანი ინტერვალის დაცვით. ეს არ ეხება იმ პრეპარატებს, რომელნიც მოქმედი ნივთიერების სახით შეიცავენ ცეფიქსიმს ან ლორაკარბეფს. მათი მიღება შეიძლება აცეტილცისტეინთან ერთდროულად.
არ ყოფილა შეტყობინება ისეთ ანტიბიოტიკებთან შეუთავსებლობის შესახებ, როგორიცაა ამოქსიცილინი, დოქსიციკლინი, ერითრომიცინი ან ტრიამფენიკოლი, აგრეთვე, ცეფუროქსიმი.

ნიტროგლიცერინი
აცეტილცისტეინის და ნიტროგლიცერინის ერთდროულად მიღებამ შეიძლება ამ უკანასკნელის სისხლძარღვების გამაფართოვებელი და დეზაგრეგანტული მოქმედების გაძლიერება გამოიწვიოს.
აცეტილცისტეინი აცილებს პარაცეტამოლის ტოქსიკურ ეფექტებს.

ორსულობა და ძუძუთი კვება
ამ დრომდე არ არის მიღებული მონაცემების საკმარისი რაოდენობა ორსული ქალების მიერ აცეტილცისტეინის გამოყენების შესახებ. 
მონაცემები აცეტილცისტეინის დედის რძეში შეღწევის უნარის შესახებ არ არსებობს. ამიტომ პრეპარატის აცც მიღება ორსულობის და ძუძუთი კვების პერიოდში არ არის რეკომენდებული.

ავტომობილების მართვა და მექანიზმებთან მუშაობა
განსაკუთრებული მოთხოვნები არ არსებობს.

თუ თქვენ გადააჭარბეთ აცც-ს დოზას
პრეპარატის დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანება (მაგალითად, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება და დიარეა).
დღევანდელ დღემდე დოზის მნიშვნელოვანი მომატების დროსაც კი მძიმე გვერდითი ეფექტები და ინტოქსიკაციის სიმპტომები აღნიშნული არ ყოფილა. აცც-თი სავარაუდო ჭარბი დოზირების შემთხვევაში უნდა მიმართოთ მკურნალ ექიმს.

თუ დაგავიწყდათ პრეპარატის აცც მიღება 
თუ გამოტოვეთ პრეპარატის აცც ერთი მიღება ან მიიღეთ მეტისმეტად პატარა დოზა, დაელოდეთ მორიგი დოზის მიღების დროს და გააგრძელეთ პრეპარატის მიღება, როგორც ეს მითითებულია რეკომენდაციებში დოზირების შესახებ.

აცც-ს მიღების შეწყვეტა
აცც-ს მიღება არ უნდა შეწყდეს მკურნალ ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გარეშე. ასეთ შემთხვევაში შეიძლება დაავადების გამწვავება მოხდეს.
თუ თქვენ გაგიჩნდებათ დამატებითი კითხვები ამ პრეპარატის გამოყენების თაობაზე, გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან.

შესაძლო გვერდითი ეფექტები
ისევე როგორც ყველა სხვა სამკურნალო პრეპარატმა აცც-მაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები, თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება. 
გვერდითი ეფექტების შეფასება ეფუძნება მონაცემებს მათი წარმოქმნის სიხშირის შესახებ: 

ძალიან ხშირი:

ხშირი:

არც ისე ხშირი:

იშვიათი:

ძალიან იშვითი:

დაუდგენელი სიხშირის:

მეტს, ვიდრე 1-ს 10 პაციენტიდან

1-10-ს 100 პაციენტიდან

1-10-ს 1 000 პაციენტიდან

1-10-ს 10 000 პაციენტიდან

ნაკლებს, ვიდრე 1-ს 10 000 პაციენტიდან

ხელმისაწვდომი მონაცემების თანახმად დადგენა შეუძლებელია

გვერდითი ეფექტები
ზოგადი აშლილობები და მდგომარეობა პრეპარატის შეყვანის ადგილას
არ ისე ხშირი: თავის ტკივილი, ციებ-ცხელება, ალერგიული რეაქციები (ქავილი, ჭინჭრის ციების ტიპის გამონაყარი, კანის ქავილი, ქოშინი, აჩქარებული გულისცემა და არტერიული წნევის დაცემა).
ძალიან იშვიათი: ანაფილაქტიკური რეაქციები შოკამდეც კი.
დარღვევები სმენის და წონასწორობის ორგანოების მხრიდან
არ ისე ხშირი: ხმაური ყურებში.
დარღვევები სუნთქვის, გულმკერდის და შუასაყარის მხრიდან 
იშვიათი: ქოშინი, ბრონქოსპაზმი - უმთავრესად პაციენტებს ბრონქული სისტემის მომატებული რეაქტიულობით ბრონქული ასთმის ფონზე.
დარღვევები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრიდან
არც ისე ხშირი: სტომატიტი, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დიარეა, გულძმარვა.
ძალიან იშვიათად აცეტილცისტეინის გამოყენებისას აღინიშნებოდა სისხლდენების წარმოქმნა, რომელთაც ზოგჯერ თან სდევთ ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები.

აუცილებელი სიფრთხილის ზომები
ალერგიული რეაქციების პირველი ნიშნების გაჩენისას (იხ. ზემოთ) პრეპარატის აცც ხელმეორედ მიღება არ შეიძლება. აუცილებელია, რომ ასეთი შემთხვევების შესახებ აცნობოთ მკურნალ ექიმს.

სერიოზული გვერდითი ეფექტის ან ისეთი გვერდითი ეფექტის წარმოქმნის შემთხვევაში, რომელიც არ იყო ნახსენები წინამდებარე ჩანართ-ფურცელში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ექიმს ან ფარმაცევტს.

როგორ ინახება აცც
ინახება მშრალ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
ტუბი უნდა იყოს მჭიდროდ დახურული.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

აფთიაქებიდან გაცემის პირობები
ურეცეპტოდ.

სად შევიძინოთ?