Nuk
ა-ფერინი ფორტე / A-FERIN FORTE


შემადგენლობა:

ერთი შემოგარსული ტაბლეტი შეიცავს:

პარაცეტამოლი 650 მგ.

ქლორფენირამინი მალეატი 4 მგ.

ასევე შეიცავს ტიტანის დიოქსიდს (E 171) და ქინოლინის ყვითელს (E 104) საღებარი ნივთიერების სახით. 

 

ფარმაკოლოგიური თვისებები:

პარაცეტამოლი არის ანალგეზიური და სიცხის დამწევი საშუალება. მას არ გააჩნია ზეგავლენა თრომბოციტების აგრეგაციასა და პროთრომბინის ეფექტზე. 

პერორალური მიღების შემდეგ, იგი სწრაფად შეიწოვება და მისი ეფექტის გამოვლენა იწყება 15-30 წუთში. 

ქლორფენირამინის მალეატი არის ანტიჰისტამინური საშუალება, რომელიც აჩერებს ცხვირიდან გამონადენს, ცემინებას, ქავილს ცხვირსა და ხორხხში და თვალიდან ცრემლდენას. 

 

ჩვენებები:

ა-ფერინ® ფორტე ტაბლეტი გამოიყენება ცხვირიდან გამონადენის, ცემინების, ქავილი ცხვირსა და ყელში, თავის ტკივილი კუნთების ტკივილი, ყელის ტკივილის, დაღლილობის, ციების, რინიტის, გრიპტან ასოცირებული თვალებიდან ცრემლდენის, ქავილის და ზოგადი გაციების დროს.

 

უკუჩვენებები:

ა-ფერინ® ფორტეს ტაბლეტები არ გამოიყენება პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ. 

 

გაფრთხილებები/უსაფრთხოების ზომები

იმ შემთხვევაში, თუ ტემპერატურის დაკლება და კლინიკური გაუმჯობესება არ აღინიშნება ან ცხელება გრძელდება 3 დღეზე მეტ ხანს, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. 

ა-ფერინ® ფორტეს ტაბლეტების გამოყენება 7 დღეზე მეტი ხანგრძლივობით არ შეიძლება. 

ა-ფერინ® ფორტეს ტაბლეტები არ გამოიყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში. 

ა-ფერინ® ფორტეს ტაბლეტებით მკურნალობისას გასათვალისწინებელია ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან. 

 

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს:

გამოყენება ორსულობისას: ორსულობა კატეგორია ბ. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები არ ავლენენ რისკს ნაყოფისათვის, ხოლო კონტროლირებული კვლევები ადამიანებში არ არსებობს, ან ცხოველებზე ჩატარებული კვლევები უჩვენებენ მავნე ზეგავლენას ნაყოფზე, თუმცა კარგად კონტროლირულმა კვლევებმა ორსულ ქალებში ვერ გამოავლინეს რისკი ნაყოფისათვის. არ შეიძლება მისი გამოყენება ორსულობის დროს, თუ არ არის რეკომენდებული ექიმის მიერ. 

 

გამოყენება  მეძუძურ დედებში: მისი გამოყენება არ  შეიძლება ლაქტაციის დროს, თუ არ არის რეკომენდებული ექიმის მიერ. 

 

ავტომობილის მართვა ან მექანიზმებთან მუშობა:

ა-ფერინ® ფორტეს ტაბლეტებმა შეიძლება გამოიწვიოს ფსიქომოტორული დარღვევები, რომლებიც ახდენენ მძიმე ზეგავლენას პაციენტის მექნიზმებთან მუშაობის ან მართვის უნარზე. 

 

გვერდითი ეფექტები

კანზე გამონაყარი, დაბინდული მხედველობა, იშვიათად კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ მოვლენები, მოდუნება, პირის სიმშრალე. 

მოულოდნელი გვერდითი ეფექტების შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს კონსულტაციისათვის.

 

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედებები და სხვა სახის ურთიერთქმედებანი

ანტიჰისტამინებმა შეიძლება გააძლიერონ ალკოჰოლისა და ანტიდეპრესანტების მოქმედება. 

Mმაოს- ინჰიბიტორებმა შეიძლება გააძლიერონ ან გაახანგრძლივონ ანტიჰისტამინების ანტიმუსკარინული და სედაციური (ცენტრალური დეპრესნატი) მოქმედება. 

ანტიეპილეფსიურმა პრეპარატებმა, ბარბიტურატებმა, ტრიციკლურმა ანტიდეპრესანტებმა და ალკოჰოლმა შეიძლება გაახანგრძლივონ პარაცეტამოლის პლაზმური დაშლის ნახევრად პერიოდი. 

ანტიკონვულსანტებმა და სტეროიდულმა პერორალურმა კონტრაცეპტივებმა შეიძლება გამოიწვიოს ფერმენტების ინდუქცია ღვიძლში ხანგრძლივი გამოყენებისას. ამან თავის მხრივ შეიძლება შეამციროს პარაცეტამოლის შეწოვა. 

 

დოზირება და მიღების წესი:

მოზრდილები და ბავშვები 12 წლის ზემოთ:

1 ტაბლეტი ყოველ 4 ან 6 საათში ერთხელ. 

არ შეიძლება დღეში 6 ტაბლეტზე მეტის მიღება.

 

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების შემთხვევაში: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ნერვიულობა, აშლილობა, ჰალუცინაციები, კონვულსიები და არითმიები. 

კუჭი უნდა გამოირეცხოს კუჭის ლავაჟით და უნდა დაიწყოს სიმპტომური მკურნალობა. 

პირველი 16 საათის განმავლობაში გამოიყენება აქტიური ნახშირი ან სპეციფიკური პარაცეტამოლის ანტიდოტი, N-აცეტილცისტენი. 

თუ დაგეგმილია N-აცეტილცისტენის გამოყენება, ცოტათი ადრე შეყვანილი აქტიური ნახშირი უნდა გამოირეცხოს კუჭის ამორეცხვით. გამოიყენება ჰემოდიალიზი და ჰემოპერფუზია. 

 

შენახვა: 

ინახება არა უმეტეს 30oC ტენპერატურის პირობებში. 

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას საწყისს შეფუთვაში. 

 

შეფუთვა:

30 აპკით შემოგარსული 30 ტაბლეტი ბლისტერულ შეფუთვაში.

არ გამოიყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე.