26 ივლისი
ბიოფარმი
კომპანია ბიოფარმი
მისამართი თბილისი, ვაჟა-ფშაველას 6
ტელ (995 32) 238 47 66, (995 32) 237 07 36
ელ. ფოსტა
ვებ-გვერდი
სავაჭრო სახელწოდება ტრიბუქსი / Tribux
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება) trimebutine maleate;
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი ჯგ: კუჭ-ნაწლავის ტონუსსა და მოტორიკაზე მოქმედი საშუალებებინაწლავების ოპიოიდურ რეცეპტორებზე მოქმედი საშუალებები
მწარმოებელი ფირმა ბიოფარმი
მწარმოებელი ქვეყანა პოლონეთი
გამოშვების ფორმა 100მგ ტაბლეტი №30
ინსტრუქცია
შემადგენლობა

1 ტაბ.
ტრიმებუთინის მალეატი. . . . . . . . . 100 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
მიკროკრისტალური ცელულოზა, ლაქტოზას მონოჰიდრატი, პოვიდონი, კროსპოვიდონი, მაგნიუმის სტეარატი.

ჩვენებები
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მოტორიკის დარღვევები, რომელიც განისაზღვრება როგორც გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი.
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური დარღვევები: დიარეა, ყაბზობა, მუცლის ტკივილი, ნაწლავის სპასტიური მდგომარეობები.

მიღების წესები და დოზები
მოზრდილები: 100 მგ ტრიმებუთინის მალეინატი (1 ტაბლეტი) დღეში სამჯერ.
გამონაკლის შემთხვევებში დოზის გაზრდა შეიძლება 100 მგ-ან 6 ტაბლეტამდე დღეში დაყოფილ დოზებად.
12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები: ბავშვებში ტრიბუქსის გამოყენება შეიძლება დოზებით, რომლებიც არ აღემატება 6 მგ კგ/წონაზე.
პრეპარატის მიღება აუცილებელია ჭამადე. ტაბლეტები უნდა ჩაიყლაპოს დაუღეჭავად, ერთი ჭიქა ანადუღარი წყლის მიყოლებით.
უნდა მოხდეს პრეპარატის მორიგი დოზის დანიშნულ დროს მიღება.
გამოტოვებული დოზის შესავსებად გაორმაგებული დოზის მიღება არ შეიძლება.
წამლის მიღებასთან დაკავშირებული ეჭვების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

გვერდითი მოვლენები
ყველა სხვა წამლის მსგავსად ტრიბუქსს შეუძლია გვერდითი მოქმედების გამოწვევა, თუმცა ისინი ყველა პაციენტში არ ვლინდება.
მიღებულია გვერდითი ეფექტების გამოვლინების სიხშირის შემდეგი კლასიფიკაცია:
ხშირად (100 პაციენტზე 1-ზე მეტი): ქსეროსტომია, გემოს აღქმის უნარის მოშლა, დიარეა, საჭმლის მონელების დარღვევა, კუჭის არეში ტკივილი, ღებინება, ყაბზობა, ძილიანობა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, სიცხის/სიცივის შეგრძნება, გამონაყარი კანზე.
ძალიან იშვიათად (10 000 პაციენტზე 1-ზე ნაკლები): მენსტრუაციის დარღვევა, მკერდის მტკივნეული გადიდება, შფოთვა, იშურია და სმენის დაქვეითება.
გვერდითი მოქმედების რომელიმე აღწერილი სიმპტომის გაძლიერების ან ინტსრუქციაში აუღწერელი გვერდითი მოქმედების განვითარების შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა.

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა ტრიმებუთინზე ან პრეპარატის რომელიმე კომპონენტზე.

ორსულობა და ლაქტაცია
ცხოველებზე ჩატარებულმა კვლევებმა რაიმე ტერატოგენული მოქმედება არ გამოავლინა. არ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომლებიც შესაძლებელს გახდის შეფასდეს ორსულობის დროს გამოყენებული ტრიმებუთინის ზეგავლენა თანდაყოლილი ანომალიების წარმოქმნაზე ან ნაყოფზე ტოქსიკური ზემოქმედების შესახებ.
ამიტომ, სიფრთხილის მიზნით, ორსულობის პირველ ტრიმესტრში ტრიბუქსის გამოყენება რეკომენდებული არ არის. 
მოსალოდნელი არ არის მავნე ზემოქმედება დედისა და ბავშვის ორგანიზმზე, თუმცა ტრიმებუთინის გამოყენება ორსულობის II და III ტრიმესტრებში შეიძლება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში. 
ტრიმებუთინით მკურნალობა ლაქტაციის პერიოდში შეიძლება.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატის შეიცავს ლაქტოზას. თუ პაციენტს აღმოაჩნდა ზოგიერთი შაქრის მიმართ აუტანლობა, ტრიბუქსის გამოყენებამდე აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
ტრიბუქსის გამოყენება 12 წლამდე ასაკის ბავშვებში რეკომენდებული არ არის.
სატრანსპორტო საშუალებების მართვა და მანქანათა მომსახურება
რეკომენდებული დოზების შესაბამისად გამოყენებული პრეპარატი ტრიბუქსი არ მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების მართვის, მანქანების მომსახურების უნარზე და არ აქვეითებს ფსიქომოტორულ აქტივობას.

ჭარბი დოზირება
წამლის რეკომენდებულზე დიდი დოზის მიღების შემთხვევაში აუცილებელია დაუყოვნებლივ ექიმთან ან უახლოეს საავადმყოფოში მიმართვა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ექიმს უნდა ეცნობოს ბოლო დროს გამოყენებული ყველა წამლის შესახებ, იმ წამლებისაც, რომლებიც გაიცემა ურეცეპტოდ, განსაკუთრებით ქვემოთ მითითებული წამლების შესახებ
- ზოტეპინი (ფსიქოტროპული პრეპარატი)
- D-ტუბოკურარინი (მიორელაქსანტი, რომელიც გამოიყენება ზოგადი გაუტკივარების დროს).

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება 15-25°C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა - 3 წელი.

აფთიაქში გაცემის წესი
პრეპარატი გაიცემა რეცეპტით.