Nuk
ბიო-დრაი / Bio-Dray


შემადგენლობა
ჩვეულებრივი სალბის ექსტრაქტი (Salvia officinalis) _ 400 მგ             
ნანკინური პერილას ექსრაქტი (Perilla frutescens/nankinensis) _ 150 მგ 

ფარმაკოლოგიური  თვისებები
ბიო-დრაიში შემავალი სალბის უნიკალური და მრავალკომპონენტიანი შემადგენლობა განაპირობებს მის მრავალმხრივ სამკურნალო ეფექტს, მათ შორის ჰიპერჰიდროზის შემცირებას: 
• მთრიმლავი ნივთიერებები ეპითელიოციტებთან შეხებისას წარმოქმნიან დამცავ ფენას. შედეგად მცირდება მემბრანის გამავლობა, ხდება გაფართოებული სისხლძარღვის ნორმალიზება (შევიწროება), მცირდება სეკრეცია და ექსუდაცია   
• ფიტოესტროგენები ხელს უწყობენ  კლიმაქტერული გამოვლინებების (ალები, ჭარბი ოფლიანობა)  შემცირებას
• α-თუნიონები, ფიტონციდები განაპირობებს ანტიბაქტერიულ, ანტივირუსულ და ანტიმიკოზურ თვისებას
• გარდა ანტიბაქტერიული მოქმედებისა სალბში შემავალ ნივთიერებებს გააჩნიათ მძიმე მეტალების და ტოქსინების ორგანიზმიდან გამოდევნის უნარი.
ბიო-დრაიში შემავალ ნანკინურ პერილას, ომეგა-3-ის შემცველობის გამო აქვს მემბრანოსტაბილიზატორის ფუნქცია, რაც განაპირობებს მის ჭარბოფლიანობის საწინააღმდეგო და ანტიალერგიულ მოქმედებას.
 ადგილობრივი მოქმედების ანტიპერსპირანტებისგან განსხვავებით ბიო-დრაი მოქმედებს სხეულის მთელ ზედაპირზე.

ჩვენებები
• პირველადი ჰიპერჰიდროზი (ადგილობრივი და ზოგადი)
• მეორადი ჰიპერჰიდროზი პათოგენეზურ მკურნალობასთან კომბინაციაში
(ენდოკრინული, ნევროლოგიური, დერმატოლოგიური  დაავადებების დროს და  კლიმაქტერულ პერიოდში) 

მიღების წესი და დოზირება
მოზრდილები 12 წლის ასაკის ზევით:
1 ტაბლეტი ერთხელ დღეში
1 თვიანი კურსის დამთავრების შემდეგ, მეორე კურსის დაწყებამდე შეისვენეთ მინიმუმ   7 დღე. 

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.
პრეპარატის გამოყენება არ არის შესწავლილი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. 

გაფრთხილება: არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ  დოზას! 

სად შევიძინოთ?