Nuk
ოკუთეარსი / Ocutears


აღწერა
ოკუთეარსი წარმოადგენს სტერილურ, უკონსერვანტო, ვისკოელასტიურ, რქოვანას დამცავ საშუალება. ის შედგება მხოლოდ ბუნებრივი კომპონენტებისაგან. ოკუთეარსს  გააჩნია ბუნებრივი ცრემლის მსგავსი ეფექტი, იცავს, ატენიანებს და პოხავს თვალის ზედაპირს. ოკუთეარსი ხანგრძლივი დროის მანძილზე თვალს უქმნის კომფორტულ გარემოს და ათავისუფლებს დისკომფორტისაგან გამოწვეული შემდეგი მდგომარეობებით: 
მშრალი (sicca) კერატოკონიუნქტივიტი (სიოგრენის დაავადება)
რქოვანას დაზიანებები, ეროზიები, ოპერაციული ჩარევები
კონტაქტური ლინზები
ჰორმონული დარღვევები (მენოპაუზა)
კონდიცირებული ჰაერი, ქარი, სიცივე, მშრალი სიცხე, მტვერი, გამონაბოლქვი, დაბინძურებული ჰაერი
კომპიუტერთან მუშაობა, ხანგრძლივი მგზავრობა ავტომობილით, თვითმფრინვით
ცურვა ქლორილებულ წყალში

შემადგენლობა
ნატრიუმის ჰიალურონატი 0,15%, მარილმჟავა, ნატრიუმის ჰიდროგენფოსფატი, ნატრიუმის დიჰიდროგენფოსფატი და გამოხდილი წყალი.

გამოყენების ინსტრუქცია
პირველი გამოყენებისას მოხსენით თავსახურს დამცავი ლენტა;
მოხსენით თავსახური
ფლაკონის გვერდებიდან დაწოლით ჩაიწვეთეთ ერთი წვეთი თვალში ან კონტაქტურ ლინზაზე
გამოყენების შემდეგ დაახურეთ ფლაკონს თავსახური;
ოკუთეარსის  გამოყენება შეიძლება გახსნიდან 6 თვის განმავლობაში.
ჩაწვეთების შემდეგ ქუთუთოების ნაზი მასაჟი უფრო სწრაფად გადაანაწილებს პრეპარატს თვალის ზედაპირზე.


შენახვის პირობები
შეინხეთ 2-25oC ტემპერატურაზე. დაიცავით ყინვისგან.

გაფრთხილება
არ გამოიყენოთ თუ დაზიანებულია დამცავი ლენტა ან თავსახური
არ შეახოთ ფლაკონი თვალს
შესაძლო დაბინძურების გამო არ შეახოთ ფლაკონის საწვეთური ხელს ან სხვა ზედაპირებს
არ გამოიყენოთ თვალის სხვა პრეპარატებთან ერთად. თუ იყენებთ თვალის სხვა წვეთებს, დაიცავით პრეპარატებს შორის შუალედი სულ ცოტა 5 წუთი.
არ გამოიყენოთ ინფიცირებულ თვალში
გამოყენების შემდეგ შესაძლოა მხედველობის ხანმოკლე დაბინდვა, ასეთ შემთხვევაში არ მართოთ ავტომობილი, არ იმუშაოთ ტექნიკასთან სანამ არ აღდგება მხედველობის სიმახვილე
დააწერეთ პირველად გახსნის თარიღი ფლაკონს
პირველად გახსნიდან 6 თვის გასვლის შემდეგ ფლაკონი უნდა გადააგდოთ
სად შევიძინოთ?