Nuk

ექიმი დერმატოვენეროლოგი, დერმატოკოსმეტოლოგი, მეზოთერაპევტი ციცნა ბენდელიანი 

2000 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი. 
2001–2004 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დარგობრივ რეზიდენტურაში, სპეციალობით „დერმატოლოგია–ვენეროლოგია“. 
2003 წელს ქ.მოსკოვის მე–2 სამედიცინო უნივერსიტეტში გაიარა დერმატო–კოსმეტოლოგიის სრული კურსი. მოსკოვის მედიკო–სოციალური რეაბილიტაციის ინსტიტუტში გაიარა კვალიფიკაციის ამაღლების კურსი მეზოთერაპიაში, წარმატებით ჩააბარა გამოცდა და მიიღო სახელმწიფო დიპლომი. 
2004 წელს ქ. მოსკოვში გაიარა ტრენინგები პილინგსა და ზოგად და ესთეტიკურ მეზოთერაპიაში. 

საქართველოს ანტიდაბერებისა და მეზოთერაპიის ასოციაციის წევრი. 

2003 წლიდან მუშაობს სამედიცინო ცენტრ „მარჯანში“– ექიმ დერმატოლოგად. ექიმის პრაქტიკულ სამუშაოს უთავსებს როგორც პედაგოგიურ, ისე სამეცნიერო მოღვაწეობას. 

სამამულო და უცხოურ ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს 20 ნაშრომი, მათ შორის 12 – რეფერირებად ჟურნალში. 

ფლობს ქართულ, რუსულ და გერმანულ ენებს.