ექიმი დერმატოვენეროლოგი, დერმატოკოსმეტოლოგი, ონკოლოგი, მეზოთერაპევტი თეონა შულაია 

1998 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პედიატრიული ფაკულტეტი. 

2000–2003 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის დარგობრივ რეზიდენტურაში, სპეციალობით „დერმატოლოგია–ვენეროლოგია“. 

2002 წელს ქ.მოსკოვის მე–2 სამედიცინო უნივერსიტეტში გაიარა დერმატო–კოსმეტოლოგიის სრული კურსი, ტრენინგები პილინგსა და ზოგად და ესთეტიკურ მეზოთერაპიაში. 

2010 - 2012 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დარგობრივ რეზიდენტურაში, სპეციალობით „ონკოლოგია“ - სახელმწიფო სერთიფიკატი ონკოლოგიაში. 

2012 წელს მონაწილეობს დერმატოლოგების სემინარში ზალცბურგში და ამავდროულად კვალიფიკაციას იმაღლებს ავსტრიაში ქ. ვენის საუნივერსიტეტო კლინიკაში პროფ. ჰარალდ კიტლერთან დერმატოსკოპიის სფეროში. 

მსოფლიო ანტიდაბერების ასოციაციის წევრი და საქართველოს ანტიდაბერებისა და მეზოთერაპიის ასოციაციის წევრი. 

2012 წელს დაარსა ”დერმატოონკოლოგიის, დერმატოსკოპიისა და კანის ოპტიკური დიაგნოსტიკის” ასოციაცია, რომელმაც წარადგინა პროექტი ”ე-ჯანმრთელობის და მ-ჯანმრთელობის აპლიკაციები ტელედერმატოლოგიისათვის – სტრუქტურის ანალიზის (pattern analysis) ალგორითმის ორიგინალური პროგრამული უზრუნველყოფა დერმატოსკოპიაზე-დამყარებული დიაგნოსტიკისა და პაციენტთა მონიტორინგის მიზნით” და გაიმარჯვა აშშ-ის სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდის (CRDF -Global), სსიპ - შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და საქართველოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური განვითარების ფონდის (სსგფ) 2013 წლის ერთობლივ კონკურსზე. გამარჯვებული პროექტი ხორციელდება სამედიცინო ცენტრი „მარჯანის“ ბაზაზე და ასევე აჭარისა და კახეთის რეგიონებში. 

პროფ. ნატალია კილაძესთან ერთად ინგლისურიდან რუსულ ენაზე თარგმნა პროფ. ჰარალდ კიტლერის სახელმძღვანელო ”დერმატოსკოპია”, რომელიც დაიბეჭდა 2014 წელს. 

2001 წლიდან მუშაობს სამედიცინო ცენტრ „მარჯანში“– ექიმ დერმატოლოგად. ექიმის პრაქტიკულ სამუშაოს უთავსებს როგორც პედაგოგიურ, ისე სამეცნიერო მოღვაწეობას. 

სამამულო და უცხოურ ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს 30-მდე ნაშრომი, მათ შორის 17 – რეფერირებად ჟურნალში. 

ფლობს ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.