Nuk
თეიმურაზ იოსელიანი


მედიცინის დოქტორი, კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ენდოსკოპიისა და ენდოქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელი, გრ. მუხაძის სახ. პრემიის ლაურეატი
პროფესიული გამოცდილება
მუშაობდა აკად. ე. ფიფიას საფაკულტეტო ქირურგიის კლინიკაში ექიმ-ორდინატორად, ამავე კლინიკაში 1973 წლიდან დააფუძნა ენდოსკოპიური განყოფილება და პირველმა საქართველოში დაიწყო საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ენდოსკოპიური დიაგნოსტიკა და ენდოსკოპიური მკურნალობა. კვალიფიკაცია გაიარა ენდოსკოპიაში ქ. მოსკოვში ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში. 1991 წლიდან მუშაობს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში ენდოსკოპიისა და ენდოსკოპიური ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელად. არის 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, მათ შორის ერთი მონოგრაფია “ენდოსკოპიის ატლასი”. მიღებული აქვს მრავალი სერტიფიკატი. არის საქართველოს ენდოსკოპისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და საქართველოს გასტროენტეროლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი. მუდმივად მონაწილეობს საერთაშორისო კონგრესებსა და კონფერენციებში: ჩიკაგო (ა.შ.შ), ლონდონი (ინგლისი), ვენა, გრაცი (ავსტრია), ბუდაპეშტი (უნგრეთი), პრაღა (ჩეხეთი), სტამბული (თურქეთი), მოსკოვი, სანქტ-პეტერბურგი (რუსეთი).
განათლება, კვალიფიკაცია
დაამთავრა ქ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი, სამკურნალო ფაკულტეტი.