Nuk

განათლება:
2001 წ. - დამოუკიდებელი ბიზნეს სკოლა (თბილისი, საქართველო)
2001-2006 წწ. -  სტომატოლოგიური ფაკულტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (თბილისი, საქართველო)
2006-2008 წწ. - ორდინატურა თერაპიულ სტომატოლოგიაში,  სანქტ-პეტერბურგის დიპლომისშემდგომი განათლების სამედიცინო აკადემია (სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი)
2008-2011 წწ. - ასპირანტურა ორთოპედიული სტომატოლოგიის კათედრაზე, ი.ი. მეჩნიკოვის სახელობის ჩრდილო-დასავლეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი)
2012 წ. - პერეკვალიფიკაცია ქირურგიულ სტომაროლოგიაში,  ი.ი. მეჩნიკოვის სახელობის ჩრდილო-დასავლეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი)

დამატებითი განათლება:
2005 წ. (18/07-12/08) - სტაჟირება ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტის სტომატოლოგიურ კლინიკაში (ანკარა, თურქეთი)
2007 წ. (5/06) - სემინარი „ფრონტალური კბილების ესთეტიური რესტავრაცია“ ანჯელო პუტინიანო (იტალია), „ლაზერის გამოყენება სტომატოლოგიურ პრაქტიკაში. კლინიკური გამოცდილების რამოდენიმე წელი“ დენის რადაევი (რუსეთი)
2008 წ. (24-25/10)- მასტერკლასი „პაროდონტის დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე პრინციპები“ შტორინა გალინა, სასწავლო ცენტრი “ამფოდენტი (სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი)
2010 წ. (20/10 – 3/11) - სტაჟირება კაროლინსკის უნივერსიტეტის პაროდონტოლოგიის კათედრაზე (ჰუდინგე, შვედეთი)
2011 წ. (3/02) - მასტერკლასი „ესთეტიური რესტავრაცია თანამედროვე კომპოზიტიური მასალებით“ აბრამოვა ნატალია, სასწავლო ცენტრი “ამერიკის სტომატოლოგიური აკადემია” (სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი)
2012 წ. (1/06) - მასტერკლასი „იმპლანტის ირგვლივი რბილი და მაგარი ქსოვილების რეკონსტრუქცია“  შანკარ იერი (ამერიკა), სასწავლო ცენტრი “ჩიკაგოს თანამედროვე სტომატოლოგიის ცენტრი” (სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი)
2012 წ. (2/06) - მასტერკლასი „რბილი ქსოვილების რეკონსტრუქციით ოპტიმალური ესთეტიური შედეგების მიღწევა“ მაკსიმ კოპილოვი (რუსეთი) სასწავლო ცენტრი “ჩიკაგოს თანამედროვე სტომატოლოგიის ცენტრი” (სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი)

მუშაობის გამოცდილება:
2009-2010 წწ. - სტომატოლოგი თერაპევტი, სტომატოლოგიური კლინიკა „კორონა-დენტი“ (სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი)
2011-2012 წწ. - ქირურგი-პაროდონტოლოგი, სტომატოლოგიური კლინიკა „ფილმედი“ (სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი)
2012 წ. - ქირურგი-პაროდონტოლოგი, სტომატოლოგიური კლინიკა „მეკო“ (სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი)
2012 წ. - ქირურგი-პაროდონტოლოგი, მე-3 სტომატოლოგიური განყოფილება, ი.ი. მეჩნიკოვის სახელობის ჩრდილო-დასავლეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი)
2012 წ. - დღემდე - მთავარი ლაბორანტი, ორთოპედიული სტომატოლოგიის კათედრა, ი.ი. მეჩნიკოვის სახელობის ჩრდილო-დასავლეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი)
2014 წ. –დან ქირურგი-პაროდონტოლოგი, სტომატოლოგიური კლინიკა Zibex. 

პროფესიული უნარები:
პაროდონტის დაავადებათა მკურნალობის კონსერვატიული მეთოდები
პაროდონტის დაავადებათა მკურნალობის ქირურგიული მეთოდები: კიურეტაჟი, ნაფლეთოვანი ოპერაციები (ოსტეოტროპული მასალების, ზრდის ფაქტორების და მემბრანების გამოყენებით), კბილის გვირგვინოვანი ნაწილის დაგრელება, ღრძილის რეცესიის დახურვა, ლაგმების კორექცია
აგრესიული ფორმის პაროდონტიტების და პერიიმპლანტიტების მკურნალობა
კბილების შინირების სხვადასხვა მეთოდი

პუბლიკაციები:
25 გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი^(რუსულ და ინგლისურ ენებზე):
19 თეზისი
5 სტატია
1 მეთოდური რეკომენდაცია

მონაწილეობა სამეცნიერო ღონისძიებებში:
XV, XVI და XVII ყბა-სახის ქირურგებისა და სტომატოლოგების საერთაშორისო კონფერენციებზე (სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი, 2010, 2011, 2012 წ.) – მომხსენებელი
სემინარი პაროდონტოლოგიის კათედრაზე კაროლინსკის უნივერსიტეტში (ჰუდინგე, შვედეთი, 2010 წ.) - მომხსენებელი
რუსულ-შვედური კონფერენცია პაროდონტოლოგიაში “სტომატოლოგიაში სამეცნიერო კვლევების აქტუალური საკითხები. პაროდონტის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა” (სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი, 2011 წ.) – მომხსენებელი, თარჯიმანი
სანქტ-პეტერბურგისა და ლენინგრადის რეგიონის სტომატოლოგთა სამეცნიერო საზოგადოების შეხვედრა (სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი, 2011 წ.) – მომხსენებელი
პროფესორი ჟ.ღ. გონზალეს-ის (გერმანია) სემინარი “პაროდონტის დაავადებების გენეტიკა და მკურნალობის მეთოდები”  (სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი, 2011 წ.)  თარჯიმანი
საერთაშორისო კონფერენცია “კომპლექსური მიდგომა სტომატოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისადმი” (სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი, 2012 წ.) – მომხსენებელი 

ენების ცოდნა:
ქართული – მშობლიური
რუსული – თავისუფლად
ინგლისური – თავისუფლად
შვედური – საწყის დონეზე