Nuk

თანამდებობა:
ექიმი რეპროდუქტოლოგი, მეან–გინეკოლოგი

დამატებითი ინფორმაცია:
პრაქტიკული საქმიანობის სფერო:

გინეკოლოგიური და  რეპროდუქციულ–ენდოკრინოლოგიური  დარღვევების  დიაგნოსტიკა  და  მკურნალობა, უნაყოფობის მიზეზების დადგენა და მკურნალობა, ფიზიოლოგიური და პოსტოპერაციული (საკვერცხეების ორმხრივი ამოკვეთა) კლიმაქტერული პერიოდის და საკვერცხეების ნაადრევი განლევის სინდრომის მართვა, ორსულთა ანტენატალური მეთვალყურეობა და მკურნალობა პათოლოგიის დადგენის შემთხვევაში, ნაყოფისმიერი ორსულობის დანაკარგების (თვითნებითი აბორტები, მკვდრადშობადობა) მიზეზების დადგენა და მკურნალობა და განმეორებითი ორსულობის დანაკარგების პროფილაქტიკა, უნაყოფობის გამო ნამკურნალები და ენდოკრინული დარღვევების მქონე ქალების ორსულობის მართვა, შობადობის რეგულაცია (კონტრაცეპცია).

პროფესიული გამოცდილება:
2012 - დღემდე - რეპროდუქციული მედიცინის ცენტრი „ემბრიოტოქსი“;
1981–2012 - ი.ჟორდანიას   სახელობის  ადამიანის  რეპროდუქციის  ს.კ. ინსტიტუტის  ექიმი;
1976–1981 - ქ.თბილისის  სასწრაფო  სამედიცინო  დახმარების  საავადმყოფოს  ექიმი–რეანიმატოლოგი;

სამეცნიერო-პედაგოგიური  მოღვაწეობა:
2006 - მედიცინის  აკადემიური დოქტორის ხარისხი
1989 - მედიცინის მეცნიერებათა  კანდიდატის  ხარისხი.

11 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

სამეცნიერო  ინტერესთა  სფერო:
რეპროდუქციული ჯანმრთელობა,  ქალის  უშვილობა,  კლინიკური  და  ეპიდემიოლოგიური კვლევები  რეპროდუქციული  ჯანმრთელობის  სფეროში.