Nuk

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, საქართველოს მედიკო-ბიოლოგიური აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1994), საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიაში, ესთეტიკური, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქურურგიის კლინიკა

პროფესიული გამოცდილება
1969-1971 წწ. ნოდარ ლებანიძე მუშაობდა აკად. ყიფშიძის სახელობის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ანესთეზიოლოგად. 
1978-1979 წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ანესთეზიოლოგია -რეანიმატოლოგიის კათედრაზე ასისტენტად. 
1979-1982 წწ. იგი იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. 
1979-1981 წწ. - თბილისის ჯანმრთელობის დაცვის სამმართველოს მთავარი ანესთეზიოლოგ - რეანიმატოლოგი. 
1981-2004 წწ. - საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარი ანესთეზიოლოგ - რეანიმატოლოგი. 
1992-1994 წწ. - საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ტექნიკისა და ტექნოლოგიის სამმართველოს უფროსი. 
1988-2005 წწ. - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ანესთეზიოლოგია–რეანიმატოლოგიის კათედრის გამგე. 
1993-2006 წწ. - საქართველოს ანესთეზიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი.
2004 წლიდან - ესთეტიკური, პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის კლინიკა «კარაპს მედლაინის» - დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში. 
2005 წლიდან - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ანესთეზიოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი, რეზიდენტურის პროგრამის დირექტორი სპეციალობაში «ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია», საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი ანესთეზიოლოგია–რეანიმატოლოგიის დარგში, სადისერტაციო საბჭოს წევრი სპეციალობებში «ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია» და «კრიტიკული მედიცინა». 

განათლება, კვალიფიკაცია
1967-1972 წწ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში. 
1972-1973 წწ. - ჯანდაცვის სამინისტროს ქირურგიის ცენტრის კლინიკურ ორდინატურაში. 
1973-1978 წწ. იგი იყო ჯანდაცვის სამინისტროს ქირურგიის ცენტრის ასპირანტი 
«ანესთეზიოლოგია – რეანიმატოლოგიის» სპეციალობით. 

დამატებითი მონაცემები
ნოდარ ლებანიძე დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (1992), სსრკ მედლით «შრომითი მამაცობისთვის» (1988), სომხეთის რესპუბლიკის «მხითარ გერაცის» სახელობის მედლით (1998). 
გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, 2 სახელმძღვანელო, 1 მონოგრაფია, 1 მეთოდური რეკომენდაცია. 
ნოდარ ლებანიძე დაიბადა 1950 წლის 20 მაისს.